"აიას" საჩემპიონატო მზადებასა და მიზნებზე ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელი გვესაუბრება
ქუთაისის "აია" შარშან ოქროს მედლებთან ახლოს იყო, რეგულარული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ფინალშიც გავიდა, სადაც ჩემპიონობა "არმიასთან" დაძაბულ ბრძოლაში დათმო.

ქუთათურებმა გარდამავალ თასზეც კარგად ითამაშეს, თუმცა მათ გზაზე ამჯერადაც "არმია" გადაეღობათ, რომელმაც "აია" ნახევარფინალიდან გამოთიშა.

ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილი გუნდი სამი წელიწადია, სტაბილურად ასპარეზობს და რაგბის მოყვარულები მისგან წლეულსაც წარმატებულ თამაშს ელოდებიან.

ამბიციები ქუთათურებსაც არ განელებიათ და ისინი კვლავ ჩემპიონობას ისახავენ მიზნად. "აიას" საჩემპიონატო მზადებასა და მიზნებზე ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გვესაუბრება.

- ჩემპიონატისთვის მზადება 1 აგვისტოს დავიწყეთ. ჯერ ქუთაისში ვვარჯიშობდით ახლა კი გრიგოლეთში ვართ შეკრებაზე. მზადება ნორმალურად მიმდინარეობს. ორჯერადი წვრთნები გვაქვს, ბიჭები მონდომებით ემზადებიან და, ვფიქრობ, ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდებით. 30 აგვისტომდე გრიგოლეთში დავრჩებით, 1 სექტემბერს კი ჩემპიონატის პირველ მატჩში "ბათუმს" ვუმასპინძლებთ.

- გუნდში ცვლილებებსა და სხვა სიახლეებზე რას გვეტყვით?

- საფრანგეთიდან დაგვიბრუნდა გამოცდილი ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე. დანარჩენს რაც შეეხება, ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან და მეორე ქუთაისური გუნდიდან, "ბაგრატიდან" გადმოვიყვანეთ.

დანაკლისიც გვაქვს - საფრანგეთში გააგრძელებენ კარიერას ჩვენი პირველხაზელები ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე") და ტატო ჩხიკვაძე ("კასტრი). გუნდიდან მიდის თორნიკე ლომიძეც. მათი შეცვლა რთული იქნება, თუმცა "ბაგრატიდან" გადმოყვანილი ახალგაზრდების გვეიმედება და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად შეცვლიან გუნდიდან წასულ ბიჭებს.

- იყო პერიოდი, როცა სეზონის დაწყებამდე "აია" ერთბაშად 10-15 მორაგბეს ეთხოვებოდა, რაც გუნდის დასუსტებას იწვევდა. მართალია, რამდენიმე კარგი მორაგბე ახლაც წავიდა გუნდიდან, მაგრამ ძირითადი ბირთვი შენარჩუნებული გაქვთ და, ალბათ, ლიდერობის ამბიციაც არ დაგიკარგავთ...

- დიახ, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და "აიას" მიზანი წლეულსაც უცვლელია - ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. ჩემპიონობა - აი ეს არის ჩვენი მიზანი!

- გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვით?

- უკანა ხაზში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები არიან და მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ. შერკინებაშიც არ გვიჭირს. რა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზებიც, რის გამოსასწორებლადაც ვმუშაობთ.

- მეტოქეებზე რას გვეტყვით, ვინ მიგაჩნიათ თქვენს ძირითად კონკურენტებად?

- მოქმედ ჩემპიონ "არმიას" კვლავ ძლიერი გუნდი ეყოლება და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. გაძლიერდა "არმაზიც".

მარტო ის რად ღირს, რომ ამ გუნდმა გამოცდილი ირაკლი მაჩხანელი დაიმატა. "ლელო" და "ლოკომოტივი", ტრადიციულად, მებრძოლი და ძლიერი გუნდები არიან. დარწმუნებული ვარ, წლეულს ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გვექნება. სიურპრიზებს ყველასგან უნდა ველოდოთ.

- "დინამოს" სტადიონი ჩემპიონატის სამასპინძლოდ მზად არის?

- რაც იყო, ის არის, არაფერი შეცვლილა, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი არ გვაქვს და შეხვედრები "დინამოზე" უნდა გავმართოთ.

აია (ქუთაისი)

პირველი ხაზი: თორნიკე ლომიძე, ამირან წაქაძე, მერაბ მატკავა, ბექა არაბიძე, გიორგი ლომთაძე, მიხეილ რატიშვილი, ირაკლი ულუმბერაშვილი.

მეორე ხაზი: გელა შალამბერიძე, გიორგი ჩიტეიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ერეკლე ხელაძე.

მესამე ხაზი: ბექა ყურაშვილი, ირაკლი რევიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ლევან თხელიძე, ნოდარ მარდალეიშვილი, ირაკლი დგებუაძე, შაკო შანშიაშვილი.

#9: ლევან გოგია, გიორგი როხვაძე.

#10: გაგა სინაურიძე, ლევან შარვაშიძე.

#12-13: გიორგი ზიბზიბაძე, გიგლა კუხიანიძე, ზურაბ ძნელაძე.

#11-14: ბაკურ გოშაძე, გიორგი აბრამიძე, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე.

#15: ბესიკ ხამაშურიძე, სერგო კვერნაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა