27 წლის თავდამსხმელი საზარდულის ოპერაციის საჭიროების გამო ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
სამწუხარო ამბავია, ოთარ მარცვალაძე ზამთრამდე ვერ ითამაშებს. რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდართან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ 27 წლის ქართველი თავდამსხმელის დაბრუნება ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" მოიწადინა, მაგრამ ეს თავად ფეხბურთელმა არ ისურვა.

მიზეზი "ვოლგას" თავკაცების გაუგებარი ქმედებებია. ნიჟნელები შარშან გაშვებულ ქართველ ფეხბურთელებს (ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა) კუთვნილ ხელფასებს დღემდე არ უხდიან.

ცხადია, ოთარ მარცვალაძეს ასეთ ვითარებაში დაბრუნება არ სურს.

არასწორი გამოდგა რუსული მედიის ვარაუდი, რომ მოსკოვის ოლქის "ხიმკის" მთავარ მწვრთნელად დანიშნული ომარ თეთრაძე ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილ ფეხბურთელებს, მათ შორის, მარცვალაძეს მიიწვევდა.

ოთარი ვერც გორის "დილაში" ვიხილეთ, იმიტომ, რომ საზარდული აწუხებს. გერმანიაში გაემგზავრა, ოპერაციას გაიკეთებს და მინიმუმ შემოდგომამდე ვერც ნაკრებს დაეხმარება და ვერც რომელიმე კლუბში ჩაირიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოთარ მარცვალაძე: გერმანიაში ვაპირებ წასვლას

გაჯი გაჯიევი: მინდა, ოთარ მარცვალაძე "ვოლგაში" დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი: ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარი" დატოვა!

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა