პრემიერლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელ ბრაიან მაკდერმოტს 17 წლის ქართველი ბიჭი ძალიან მოეწონა
უკვე კვირაზე მეტია, რაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ინგლისში იმყოფება და პრემიერლიგის "რედინგში" აკვირდებიან.

ჩვენი ინფორმაციით, ლაშა დვალსა და "რედინგს" შორის მოლაპარაკება ქართველმა მენეჯერებმა წამოიწყეს, ინგლისელები კი დაინტერესდნენ.

ლაშა "რედინგის" 18-წლამდელების გუნდში ვარჯიშობდა და საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა, რომელსაც "რედინგის" მთავარი მწვრთნელი ბრაიან მაკდერმოტი თავის ასისტენტებთან ერთად დაესწრო და 17 წლის ქართველი ბიჭი ძალიან მოეწონა.

ეგაა, შეხვედრისას ლაშა მცირედ დაშავდა, სამი დღე ვერ ვარჯიშობდა და საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მაკდერმოტმა დატოვა - სამედიცინო შემოწმების ტესტი უნდა გაიაროს.

ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მართალია, დვალი ჯერ 17 წლის არის და "რედინგი" ხელშეკრულებას ვერ გაუფორმებს, მაგრამ სამედიცინო შემოწმებას კონტრაქტის გაფორმებამდე უტარებენ.

მიზეზი? კლუბში იციან, რომ დვალს კიევის "დინამო" კონტრაქტს სთავაზობს, სადაც ტესტირებაზე ერთი თვის წინათ იმყოფებოდა.

უკრაინელებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თავად ევროპაში თამაში სურს, შანსიც გაჩნდა და რატომაც არა? ინგლისელებს კი სურთ დარწმუნდნენ, რომ სპორტულ მონაცემებთან ერთად, ჯანმრთელობაც ხელს უწყობს.

თუმცა, ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ამასობაში ზუგდიდის "ბაიადან" წამოვიდა ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, აწ უკვე 19-წლამდელთა შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანი.

ჩვენი ინფორმაციით, ახვლედიანს ნიკა ჭანტურიასა და დავით ჯიქიასთან ერთად შესთავაზეს გერმანულ "ფრაიბურგში" გასინჯვა. მანამდე ავსტრიულ "რედ ბულში" იყო, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში, მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესში" იწვევენ და თუ სავიზო პრობლემები მოგვარდა, ახვლედიანს არნემში ორ კვირაში ელიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებულ "რედინგში" ისინჯება

17-წლამდელების მომავალი: მეკარეები გუნდებში დაბინავდნენ, ლაშა დვალი ინგლისს ელის

ramo
წავიდა მაყუთზე ჩალიჩი!!! დაღუპავენ ეს ძალათ მენეჯერები ამ ბიჭებს.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა