პარალიმპიადა 2012
ლონდონის მერმა უკვე ჩატარებულ ტრადიციულ ოლიმპიადას ნამდვილი თამაშების წინ მოთელვა უწოდა

დღეს, ლონდონში პარალიმპიური თამაშები იწყება და პირველად ისტორიაში, ეს სპორტული ფორუმი მის ორგანიზატორებს ფინანსურ მოგებას მოუტანს. საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გამოაცხადა ტელეტრანსლიაციების უფლებებისა და ბილეთების წარმატებული რეალიზაციის შესახებ; ბრიტანეთის დედაქალაქში ბილბორდებზე ვარსკვლავი პარალიმპიელები უფრო მრავლად არიან გამოსახული, ვიდრე ჯანმრთელი ათლეტები. როგორც ჩანს, საზოგადოება სულ უფრო მეტად ინტერესდება მსგავსი ტურნირების სპორტული მხარით და აღარ აღიქვამს მას მხოლოდ საქველმოქმედო სოციალურ მისიად.

პარალიმპიადა არ შედის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში. მას საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ატარებს. ეს არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და მას სათავეში უდგას ინგლისელი ფილიპ კრავენი.

შეზღუდული უნარის მქონე სპორტსმენების თამაშები 1960 წლიდან ტარდება. პირველი ორი პარალიმპიადა იმ ქალაქებში გაიმართა, სადაც ტრადიციული ოლიმპიადები ჩატარდა - რომსა და ტოკიოში. მაგრამ 1968 წელს, მეხიკომ უარი თქვა პარალიმპიელების მიღებაზე და ორი ათწლეულის განმავლობაში შეჯიბრებები ცალცალკე არსებობდნენ. მაგრამ 1992 წლიდან, როცა პარალიმპიური მოძრაობა ძალიან მასშტაბური გახდა და მისთვის ცალკე ოლიმპიური ობიექტების აშენება რომ არ ყოფილიყო საჭირო, ოლიმპიადა და პარალიმპიადა ტერიტორიულად ისევ გააერთიანეს, მხოლოდ ჩატარების დროში იყო მცირე სხვაობა.

ლონდონის პარალიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ შეჯიბრებებზე დასაწრები პრაქტიკულად ყველა ბილეთი გაყიდულია. გულშემატკივრები ორგანიზატორებს დამატებითი ბილეთების დაბეჭვდის თხოვნით მიმართავენ - მსგავსი აჟიოტაჟი უნარშეზღუდულთა სპორტის მიმართ 5-7 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. პეკინში ბილეთებს მოსწავლეებს ურიგებდნენ. პარალიმპიადის მონაწილეები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მათ არასოდეს ჰქონიათ სავსე ტრიბუნების წინაშე გამოსვლის ბედნიერება. მაგრამ ხალხი შეეჩვია უნარშეზღუდული სპორტსმენების შეჯიბრებებს და მას უკვე აღარ უყურებს სიბრალულის გრძნობით.

ამ ცვლილებაზე ლაპარაკობს ის ფაქტიც, რომ წლევანდელი პარალიმპიადის პოტენციური ტელეაუდიტორია 4 მილიარდი ადამიანია. ბრიტანეთში ტენდერიც კი ჩატარდა თამაშების ტრანსლირების უფლებისთვის და BBC-ის ეს ბრძოლა მოუგო Channel4-მა. ამ უკანასკნელს 150 საათი პირდაპირი ტრანსლიაცია აქვს დაგეგმილი. პირველად ისტორიაში, პარალიმპიადის ორგანიზატორებმა მოგება ნახეს ტელეუფლებების გაყიდვიდან. რა თქმა უნდა, 16 მილიონი არ შეედრება იმ მილიარდებს, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იღებს, მაგრამ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა. თუმცა ყველა ტელეკომპანია არ არის დაინტერესებული პარალიმპიადის ჩვენებით. ამერიკულმა NBC-მ, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსლირების უფლება მიიღო, თავის საეთერო ბადეში პარალიმპიელებისთვის მხოლოდ 330 წუთი გამონახა, არადა, ამ არხზე ოლიმპიადა დღე-ღამეში 24 საათი გადაიცემოდა.

პარალიმპიურმა კომიტეტმა პირველად გააფორმა კონტრაქტი გენერალურ პარტნიორთან, ბევრმა ათლეტმა კი სარეკლამო ხელშეკრულებები დადო პერსონალურ სპონსორებთან. მოკლედ, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უნარშეზღუდულ ათლეტთა სპორტს შეუძლია აღარ გააკეთოს აქცენტი მხოლოდ ქველმოქმედებაზე. მაგრამ, მთავარი გარღვევა თავად პარალიმპიელების შეგნებაში მოხდა. პარალიმპიური ნაკრებების ბევრ მონაწილეს უკვე აღარ ეუხერხულება ჟურნალებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობა, თანაც ეროტიკული ქვეტექსტით. მაგალითად, იაპონელმა მორბენალმა მაია ნაკანისიმ, რომელმაც მუხლს ქვემოთ დაკარგა კიდური, საკუთარი შიშველი ფოტოებით მორთული კალენდარი გამოაქვეყნა.

საზოგადოება უკვე ბევრს პარალიმპიელ ვარსკვლავს იცნობს. ასეთია, მაგალითად, სამხრეთაფრიკელი მორბენალი ოსკარ პისტორიუსი - მრავალგზის პარალიმპიური ჩემპიონი, რომელსაც წელს ჩვეულებრივ ოლიმპიადაზე ჰქონდა დებიუტი. უნდა ვახსენოთ წარსულში ცნობილი იტალიელი ავტომრბოლელი ალესანდრო ძანარდი, რომელმაც 2001 წელს, ავარიაში ორივე ფეხი დაკარგა, მაგრამ სპორტიდან არ წავიდა. თავდაპირველად, ხელით სამართავი ავტომობილით სცადა რბოლებში მონაწილეობა, შემდეგ ინვალიდთა სავარძელს მიჯაჭვული სპორტსმენების ველოსპორტში გადავიდა. არ უნდა დავივიწყოთ ამერიკელი მოცურავე ჯესიკა ლონგი, რომელმაც თავისი პირველი პარალიმპიადა ჯერ კიდევ ათენში მოიგო. მშობელმა დედამ უფეხო რუსი გოგონა ტატიანა ირკუტსკის ბავშთა სახლში ჩააბარა, ლონგების ამერიკულმა ოჯახმა კი ის იშვილა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნა.

2012 წლის პარალიმპიადა უდიდესი იქნება ამ შეჯიბრებების ჩატარების ისტორიაში. 165 ქვეყნის 4200 სპორტსმენი მედლების 502 კომპლექტს გაითამაშებს. ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა თავის ბლოგში უკვე ჩატარებულ ტრადიციულ ოლიმპიადას "ნამდვილი თამაშების წინ მოთელვა" უწოდა.

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს