ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აშშ-ის ღია პირველობა: წვიმით და უსენსაციოდ

აშშ-ის ღია პირველობა: წვიმით და უსენსაციოდ

ტრადიციულად, აგვისტოს ბოლო პარასკევს დაიწყო ამ სეზონში "დიდი სლემის" ბოლო ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა
ტრადიციულად, აგვისტოს ბოლო პარასკევს დაიწყო ამ სეზონში "დიდი სლემის" ბოლო ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა.

მამაკაცთა ტურნირმა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი დაკარგა - შარშანდელი ფინალისტი და 2010 წლის ჩემპიონი რაფაელ ნადალი კვლავაც მუხლზე მკურნალობს და როგორც თავად ამბობს, იქამდე არ დაბრუნდება კორტზე, სანამ ასი პროცენტით არ იქნება მზად.

პირველ დღეს მამაკაცთა ტურნირში ერთადერთი განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას - ეს არის გერმანელი ფლორიან მაიერი, რომელმაც მესამე სეტში ტრავმის გამო შეწყვიტა ამერიკელ ჯეკ სოკთან შეხვედრა, თუმცა გერმანელი ისედაც უიმედოდ აგებდა.

წაგების ზღვარზე იყო მარინ ჩილიჩიც, მაგრამ მან სეტებში 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა მარინკო მატოშევიჩთან. სხვა განთესილებს პირველ წრეში პრობლემა არ ჰქონიათ.

"დიდი სლემის" ზედიზედ 52-ე ტურნირს თამაშობს მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი. ეს არის ისტორიაში სიგრძით მესამე სერია. შვეიცარიელს საათნახევარი დასჭირდა ამერიკელი დონალდ იანგის დასამარცხებლად. როჯერის ერთადერთი პრობლემა 24 უნებლიე შეცდომა იყო. სხვა მხრივ, ფედერერს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მეორე წრეში მისი მეტოქე გერმანელი ბიორნ ფაუ იქნება.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი - ოლიმპიადის ჩემპიონი ენდი მიურეი იოლად გაუსწორდა რუს ალექს ბოგომოლოვს. პირველ ორ პარტიაში გარკვეული ბრძოლა იყო და რუსი ორივეჯერ ბრეიკით წინ გასვლას ახერხებდა.

ყველაზე ახლოს სეტის აღებასთან ის მეორე პარტიაში იყო, როცა 4:2-ს იგებდა, მაგრამ ბრიტანელმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო. მესამე სეტში კი მიურეის უპირატესობა უკვე აშკარა იყო - 6:2, 6:4, 6:1.

ორ საათსა და 15 წუთში ენდის შვიდი ეისი, ხუთი ორმაგი და 31 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა. ბრიტანელი ჯერ ბოლომდე არ არის კარგ ფორმაში და სავარაუდოდ, მზადების პიკზე გასვლას ტურნირის მეორე კვირას აპირებს. მეორე წრეში მიურეის მეტოქე ხორვატი ივან დოდიგი იქნება.

ქალთა ტურნირის მთავარ დანაკლისად რუსები - სვეტლანა კუზნეცოვა (ყოფილი ჩემპიონი) და ვერა ზვონარევა (2010 წლის გათამაშების ფინალისტი) მიიჩნევიან.

აშშ-ის ღიას პირველი დღე დათქმულ დროს დაიწყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ნიუ იორკში ძლიერი წვიმა წამოვიდა და მატჩები ორსაათნახევრით გადაიდო.

მანამდე რამდენიმე შეხვედრის დასრულება მაინც მოესწრო, მათ შორის, მოქმედი ჩემპიონის, ავსტრალიელი სამანტა სტოსურის დაპირისპირება პეტრა მარტიჩთან.

ამ ჩოგბურთელთა წინა მატჩი წელს, მადრიდის ტურნირზე სტოსურმა გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკზე მოიგო, მაგრამ ამჯერად ავსტრალიელმა, უბრალოდ, გაანადგურა ხორვატი - 6:1, 6:1.

აღსანიშნავია, რომ სამანტამ შეხვედრა ზედიზედ 19 მოგებული ქულით დაიწყო, საერთო ჯამში ხუთი ბრეიკი გააკეთა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა. ამ ყველაფერს ჩემპიონის ათი ეისიც ემატება.

წარმატებული სტარტი აიღო ნიუ იორკში მარია შარაპოვამ. რეიტინგის მესამე ნომერი ოლიმპიადის შემდეგ თავის პირველ შეხვედრას უნგრელი მელინდა ჩინკის წინააღმდეგ ატარებდა. მატჩის დასაწყისი თანაბარი გამოვიდა - ძირითადად, იმიტომ, რომ მარიას გაუჭირდა მატჩის რიტმში შესვლა.

ამისთვის მას ოთხი გეიმი დასჭირდა, შემდეგ კი მოუმატა თამაშს და მისი უპირატესობა კოლოსალური გახდა. შედეგად, რუსმა ზედიზედ რვა გეიმი აიღო და მხოლოდ მეორე პარტიის შუაში მოდუნდა. თუმცა ორი გეიმის წაგებას მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. შარაპოვა დამაჯერებლად გავიდა მეორე წრეში და იქ ლურდეს დომინგეს-ლინოს შეხვდება.

რუსმა ალექსანდრა პანოვამ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს ვიქტორია აზარენკას.

მხოლოდ მეორე სეტის ორ გეიმში იყო ბრძოლა. საერთო ჯამში კი ბელარუსი ჩოგბურთელი თავის მეტოქეს ყველა კომპონენტში ჯაბნიდა.

აშკარა იყო, რომ აზარენკა ბოლომდე არ იხარჯებოდა, მაგრამ მაინც 50 წუთში მოიგო - 6:0, 6:1. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გეიმი მან თავის მოწოდებაზე დათმო.

დაძაბული გამოვიდა მსოფლიოს მეხუთე ნომრის, პეტრა კვიტოვას მატჩი. სლოვენიელმა პოლონა ჰერცოგმა პირველ სეტში სერიოზული ბრძოლა მოახვია თავს ამერიკული ტურნირების სერიის გამარჯვებულს.

ერთსაათიანი პირველი პარტია უიმბლდონის 2011 წლის ჩემპიონმა ტაი-ბრეიკზე (8:6) მოიგო, მეორე სეტში კი კლასში სხვაობა აშკარა იყო - 7:6, 6:1.

ჩეხს რომელიმე ეტაპზე აუცილებლად უნდა დაეტყოს დაღლა, რადგან ზედიზედ ხუთი კვირაა, პაუზის გარეშე თამაშობს - ოლიმპიადის მეოთხედფინალის შემდეგ მან მოიგო მონრეალის ტურნირი, ცინცინატიში ნახევარფინალში გააღწია და ჩემპიონი გახდა ნიუ ჰევენში.

რა თქმა უნდა, ამერიკის ღია პირველობაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი ბელგიელი კიმ კლაისტერსის მისამართით, რადგან მისთვის ნებისმიერი მატჩი, შესაძლოა, უკანასკნელი იყოს კარიერაში.

პირველი წრის შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა ბოლო ბელგიელისთვის, რადგან მას მეტოქედ 16 წლის ამერიკელი ვიქტორია დუვალი ჰყავდა, რომელიც კლასიფიკაციაში მეექვსე ასეულში იმყოფება.

დუვალმა ცოტა ხნის წინ ამერიკის 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო და ამის წყალობით მოიპოვა აშშ-ის ღიას უაილდ-ქარდი. კიმთან შეხვედრა ნორჩმა ამერიკელმა კარგად დაიწყო, ერთი ბრეიკიც გააკეთა და 3:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზეწოლას ვერ გაუძლო და ერთბაშად ცუდად ათამაშდა. მატჩის ბოლომდე მან მხოლოდ ერთი გეიმი აიღო და 3:6, 1:6 წააგო.

როგორც კი მატჩი დასრულდა, დუვალი ბადისკენ გაქანდა და ბელგიელი გადაკოცნა. ის ვერ მალავდა აღფრთოვანებას თავისი მეტოქის გამო.

კლაისტერსს ამან თავისი კარიერის სტარტი მოაგონა: "ზუსტად ასეთი განცდები და ემოციები მქონდა, როცა უიმბლდონზე ჩემს კერპს - შტეფი გრაფს შევხვდი". ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დუვალმა კიმს მატჩის შემდეგ ფოტოს გადაღება სთხოვა.

კაცები

I წრე

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-დონალდ იანგი (აშშ) 6:3, 6:2, 6:4; ბიორნ ფაუ (გერ)-მაქსიმ ოტომი (ბელ) 6:2, 4:6, 6:4, 7:6(5); ალბერტ რამოსი (ესპ)-რობი ჯინეპრი (აშშ) 6:7(3), 7:5, 6:4, 6:0; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 25)-რუი მაშადო (პორ) 6:1, 6:2, 6:4; მერდი ფიში (აშშ, 23)-გო სოედა (იაპ) 7:6(3), 7:6(2), 6:3; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-გუიდო პელა (არგ) 7:5, 3:6, 6:4, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 16)-მაიკლ რასელი (აშშ) 7:6(4), 3:6, 5:7, 6:4, 6:1; ფლავიო ჩიპოლა (იტა)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:4, 7:6(5), 3:6, 6:3; ჯეკ სოკი (აშშ)-ფლორიან მაიერი (გერ, 22) 6:3, 6:2, 3:2 უარი; რუბენ რამირეს იდალგო (ესპ)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:3, 6:2, 3:6, 6:4; იურგენ ზოპი (ესტ)-დენის ისტომინი (უზბ) 3:6, 6:3, 6:3, 7:5; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-ალექს ბოგომოლოვი (რუს) 6:2, 6:4, 6:1; ივან დოდიგი (ხორ)-ჰიროკი მორიია (იაპ) 6:0, 6:1, 6:2; ფელისინო ლოპესი (ესპ, 30)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:3, 7:5, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ, 24)-დენის კუდლა (აშშ) 6:3, 4:6, 6:3, 7:6(2);ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 7:5, 6:2, 3:6, 6:3; პოლ-ანრი მატიო (საფ)-იგორ ანდრეევი (რუს) 2:6, 4:6, 7:6(1), 7:6(4), 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 5:7, 2:6, 6:4, 6:2, 6:4; დანიელ ბრანდსი (გერ)-ადრიან უნგური (რუმ) 7:6(4), 6:4, 7:6(5); ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ბობი რეინოლდსი (აშშ) 1:6, 6:4, 6:2, 4:6, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 17)-გუიდო ანდრეოცი (არგ) 6:1, 6:2, 6:4; ჟერემი შარდი (საფ, 32)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:3, 6:4, 6:3; მეტიუ ებდენი (ავსტრა)-ტაცუმა იტო (იაპ) 7:6(9), 6:3, 6:2; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:4, 6:1, 6:2.

ქალები

I წრე

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 6:0, 6:1; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-სუ ვეი ჰსიე (ტაივ) 6:3, 2:6, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ, 28)-ვირჟინ რაზანო (საფ) 4:6, 6:2 უარი; კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-ჯულია გორგესი (გერ, 18) 7:6(4), 6:1; მენდი მინელა (ლუქ)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:2, 3:6, 6:3; ანა ტატიშვილი (საქ)-სტეფან ფორეცი (საფ) 6:2, 6:0; სორანა კირსტეა (რუმ)-საბინ ლისიცკი (გერ, 16) 4:6, 6:2, 6:2; ნა ლი (ჩინ, 9)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:2, 6:3; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:2, 6:3; ლაურა რობსონი (ბრიტ)-სამანტა კროუფორდი (აშშ) 6:3, 7:6(6); კიმ კლაისტერსი (ბელ)-ვიქტორია დუვალი (აშშ) 6:3, 6:1; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 31)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:3, 3:6, 7:5; ანასტასია როდიონოვა (ავსტრა)-ჯულია კოენი (აშშ) 6:3, 6:0; ედინა გალოვიტცი (რუმ)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 7:5, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 3)-მელინდა ჩინკი (უნგ) 6:2, 6:2; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-სესილ კარატანჩევა (ყაზ) 6:4, 6:1; მელორი ბურდეტი (აშშ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:4, 6:3; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 27) 6:3, 6:3; ნადია პეტროვა (რუს, 19)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:3, 7:6(3); სიმონა ჰალეპი (რუმ)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 7:5, 7:6(5); ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ალექსანდრა კადანტუ (რუმ) 6:0, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 15)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:4, 6:0; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:3, 7:6(5); რომინა ოპრანდი (შვეიც)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 7:5; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:5, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:4, 7:6(1); იანინა ვიკმაიერი (ბელ, 25)-იულია გლუშკო (ისრ) 7:5, 6:2; პოლინ პარმენტიე (საფ)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:2, 6:4; ალიზ კორნე (საფ)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 7:5, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 7:6(6), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა