მასში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ავტომობილები

2014 წელს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, სტარტს აიღებს "ფორმულას" კლასის ახალი სერია - Formulec.

მასში მონაწილეობას მიიღებენ ელექტრონული ავტომობილები. ფედერაციამ უკვე გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება ჰონგკონგურ კომპანია Formula E Holdings-თან, რომლის ოფისი ლონდონშია განთავსებული.

"ჩვენ კმაყოფილნი ვართ Formula E Holdings-თან გაფორმებული ხელშეკრულებით. ახალი სერია ახალგაზრდა თაობის მოზიდვისთვის უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს.

შეჯიბრი სანახაობრივი გამოვა და დაეხმარება ფედერაციას, ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ენერგია, მობილურობა და პროგრესი.

ეს არის დიდი დღე და შეტყობინება ავტოსპორტის მთელი სამყაროსთვის. საერთაშორისო ფედერაცია, ცალსახად, მომავლისკენ იხედება!" - ამბობს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი.

პირველ რბოლას ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო 2014 წელს უმასპინძლებს. ორგანიზატორთა გეგმით, ტრასას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გაიყვანენ. Formulec EF01-ის მოდელი 2010 წელს წარმოადგინეს. მანქანა სამ წამში კრეფს საათში 100 კილომეტრს და ანვითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს - 250 კმ/სთ.

ახალი სერიის მფლობელია ალეხანდრო აგაგი. ის GP2-ის სერიაში გუნდ Addax-ის ბოსი და ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე მარია ასნარის სიძე გახლავთ. პროექტში მონაწილეობენ: მილიარდერი ენრიკე ბანუელოსი, ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მინისტრი, ლორდი დრეისონი და ფრანგი ერიკ ბარბარუ. ეს უკანასკნელი ადრე საფრანგეთის გრანპრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა