დავიდ ვილიამ პარაგვაის ნაკრების კარში გადამწყვეტი დარტყმით ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა, თავად კი...

დავიდ ვილიამ პარაგვაის ნაკრების კარში გადამწყვეტი დარტყმით ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა, თავად კი რამდენიმე რეკორდი მიითვალა, ერთსაც ძალზე მიუახლოვდა - შაბათის გოლი მის კარიერაში 43-ე იყო "ფურია როხას" რიგებში. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც "ელ გუახეზე" მეტი გოლი აქვს გატანილი - რაულ გონსალესი. "რეალის" ლეგენდამ ეროვნულ ნაკრებში 102 თამაშში 44 გოლი გაიტანა. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა, თუმცა ვილიას რეკორდამდე უკკვე ერთი გოლიღა აშორებს.

"ელ გუახე" ფანტასტიკური შედეგიანობით გამოირჩევა, 43 გოლის გატანა მან 63 საერთაშორისო მატჩში მოახერხა. "ბარსელონას" ახალწვეული 5 გოლით დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში, მას თითო გოლით ჩამორჩებიან გონსალო იგუაინი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), მიროსლავ კლოზე (გერმანია) და რობერტ ვიტეკი (სლოვაკეთი). ამათგან ვიტეკი და იგუაინი ვერაფერს შემატებენ მონაგარს, ხოლო მიულერი ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. აქამდე ხუთი გოლი მუნდიალზე ესპანელთაგან მხოლოდ ბუტრაგენიოს ჰქონდა გატანილი (1986 წლის ჩემპიონატზე). "ელ გუახე" პირველი ესპანელია, რომელმაც მუნდიალის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა. ბოლოს ასეთი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებში ბრაზილიელ რივალდოს (2002 წ) ჰქონდა.

"პარაგვაის ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე რთული იყო ტურნირზე. ვიცოდით, რომ მეტოქე კარისკენ მიმავალ ყველა გზას გადაგვიკეტავდა, მაგრამ გამოსავალი მაინც ვიპოვეთ და ნახევარფინალში გავედით. ვიცი, რომ გერმანელებს ნაკლებად ესიამოვნათ, როცა მათი მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყვეს", - განაცხადა დავიდ ვილიამ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა