თემურ შალამბერიძის გუნდს ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, სხვებთან ერთად, ვერც ლაშა გვალია დაეხმარება
გორის "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი გააჩნია. პირველ მატჩში პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" გასვლაზე წაგებული 0:1 ის შედეგია, რომელიც ვერ გაგვახარებს, მაგრამ შანსს ნამდვილად გვიტოვებს.
ფუნშალის კლუბი ისეთი ძლიერიც არ ჩანდა, როგორადაც პორტუგალიის წარმომადგენელი წარმოგვედგინა.
თუმცა, 30 აგვისტოს "მიხეილ მესხზე" ორივე გუნდს საკმაოდ მძიმე შეხვედრა ელის. სხვა თუ არაფერი, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის წყვილში გამარჯვებული 3,3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქართული კლუბისთვის ერთი წლის უზრუნველყოფილ ცხოვრებას ნიშნავს.
მდიდარი არც პორტუგალიური კლუბია და ცხადია, ეს თანხა არც მათ აწყენდათ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ახლა პორტუგალიაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს.
პირინეელები თბილისში 29 აგვისტოს, 17 საათსა და 30 წუთზე ჩამოფრინდებიან და სასტუმრო "რედისონ ბლუში" დაბინავდებიან. 19 საათსა და 45 წუთზე მათი მთავარი მწვრთნელი პედრუ მარტინში "მიხეილ მესხზე" პრესკონფერენციას გამართავს, 20 საათზე კი "მარიტიმუს" ვარჯიშია დაგეგმილი.
გორელები მედიას დღეს "მიხეილ მესხზე", 18 საათსა და 30 წუთზე შეხვდებიან, 15 წუთის მერე კი ივარჯიშებენ.
სამწუხაროდ, "დილა" სრული შემადგენლობით ვერ ემზადება. დისკვალიფიცირებული მხოლოდ მცველი გიორგი შაშიაშვილი არის და შეხვედრას გამოტოვებს.
გამოირიცხა კახა ალადაშვილის თამაშიც, რომელსაც 13 აგვისტოს "ვიტ ჯორჯიასთან" ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში კუნთი დაეჭიმა. მართალია, მას შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა, კახა უკვე ინდივიდუალურადაც ვარჯიშობს, მაგრამ პორტუგალიელებთან მისი ასპარეზობა შეუძლებელია.
საზარდულის ტრავმის გამო "დილას" ვერც ირაკლი მოდებაძე დაეხმარება.
დავინტერესდით გორელთა ერთ-ერთი უმთავრესი იმედის, გოჩა ხოჯავას მდგომარეობით. მან გერმანიაში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა, რეაბილიტაციას გადის და კარგა ხანი ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, გამოირიცხა მოსკოვის "სპარტაკისა" და სენეგალის ნაკრების ყოფილი მცველის, იბრა კებეს ტრანსფერიც.
თითქოს ეს ყველაფერი არ ეყოფოდა, მოულოდნელად, თორმეტგოჯა ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნახევარმცველ ლაშა გვალიას და არა მატო 30 აგვისტოს შეხვედრას გამოტოვებს, არამედ ერთი თვეც ვერ ითამაშებს.
თუმცა მთლად კატასტროფული მდგომარეობაც არ არის: დამაიმედებელია დისკვალიფიცირებული მათე ვაწაძის დაბრუნება. გამოჯანმრთელდა გულვერდ თომაშვილი და ბოლნისის "სიონთან" 18-კაციან განაცხადშიც მოხვდა.
სათამაშოდ მზად არის საყრდენი ნახევარმცველი ზურაბ არზიანიც.
"დილა"-"მარიტიმუს" მატჩზე 17 ათასამდე ბილეთი გაიყიდება, მისი ღირებულება კი 5 ლარი იქნება. კლუბში გვითხრეს, რომ სურდათ, მაყურებელი უფასოდ შეეშვათ, მაგრამ კომერციალიზაციის პრინციპების მიმდევარმა უეფამ ამაზე უარი თქვა - ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მატჩზე უფასოდ დასწრებას კატეგორიულად კრძალავს.
"დილას" პრესსამსახურში ისიც გვითხრეს, რომ უეფას მოთხოვნების გათვალისწინებით, 5 ლარიც მინიმალური თანხაა.
ბილეთები 29 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 11 საათიდან გაიყიდება, მატჩი კი 30 აგვისტოს 20 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე "მარიტიმუ" შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია
მარიტიმუ-დილა 1:0 - მისია შესრულებადია! [VIDEO]
vasiko basiladze
ძალიან მინდა სტადიონზე წასვლა,მაგრამ გული მეტკინება ვიცი და არ მივდივარ,კარგად გამიგეთ მინდა გორმა მოიგოს და ვიცი მოიგებს კიდეც,გული მტკივა ჩვენ ქომაგობაზე,ვერსად ვერ დაჯდები ნორმალუდ ვერ ნახავ კველგან იგინებიან ბინძური სიტყვები ნეტა ოჯახში ესე ყურობენ ფეხბურთს?თან თამაშის დაწყებამდე მოედანზე არ მიდიან რომ გამოვლენ ფეხბურთელები მოედანზე მოსათელად მაშინ შემოდის უმეტესობა და იწყება შენი რა ნომერია ჩემ ადგილზე ზიხარ და ესე შემდეგ,ჩემი აზრით თუ მართლა ქომაგი ხარ თამაშის დაწყებამდე 40წუთით ადრე მაინც უნდა შეხვიდე და ნახო შენი ადგილი,დამთავრდა აღარაა საჭირო ამდენი გინება სტადიონზე,აგინებენ ყველას ესე არ შეიძლება ზოგს მანდილოსნები ახლავთ არც მათი ერიდებათ,გეგონებათ ძალიან მაგრად გულშემატკივრობენ გუნდს,ეს ქომაგობა არაა ესაა უზრდელობის განსახიერება
svani!
აუცილებლად უნდა მოვიგოთ! ყველანი სტადიონზე! გვერდში დავუდგეთ ბიჭებს! არანაირი პრობლემა, ჩვენ ვიმარჯვებთ!
zuxusha
თუ შემთხვევით (sic!) მოიგეს, გმირებად უნდა ჩავთვალოთ, რადგან რაც მაგათ პორტუგალიაში ითამაშეს, ადრე მასე ნებისმიერი კოლმეურნეობის გუნდი თამაშობდა. თამაშის გაგებაში რომ არ არიან, კიდევ არაფერი, თავი პროფესორებად მოაქვთ და ყველა სასტვენზე იმ დასატეხ ხელებს ფარჩხავენ, სადაა გაზრდილობა? გოგუა ფეხბურთელი კი არ ნამდვილი "კოსტალომია". პირველყოვლისა მონდომება და ზრდილობა, დანარჩენი ნელ-ნელა მოვა. გულს ნუ გავიტეხთ. ამის იმედად, დიდ წარმატებებს გისურვებთ!!!
Qartveli
შურით,ღვარძლით ბევრი ეროვნული საქმე ჩაგვიფლავებია მტრების გულის გასახარად გვახასიათებს ქართველებს ბევრ სხვა დაუფიქრებელ ნაკლთან ერთად, ფირადი ინტერესების ეროვნულზე წინ წაწევა ეს კი ყოველთვის უბედურების მომტანია საერთო ჯამში ყველასათვის.უძლეველ გორის ციხეს გაუმარჯოს და ასეც იქნება!
Qartveli
რატომ კვეცავთ ტექსტებს,თქვენი გადმოსახედიდან,ჭეშმარიტება არ ღაღადებს.ციმართლე სხვა და სხვა აზრთა ანალიზში იძებნება- ადმიანის ნაფიქრალის,წამშლელო ჟურნალისტებო
The Cruzaders.London
შევუდგათ მხარი-დილას.ვუქომაგოთ გულით.გორის გამარჯვება,საქართველოს ფეხბურთის გამარჟვება და წინსვლა იქნება,მატერიალურადაც და სულიერადაც
The Cruzaders.London
რა სათაურია?გორის დილა ფრობლემებით ხვდება ხვალინდელ მატჩსო.სად არი წამაქეზებელი გამარჯვების ყიჟინა,ხვალ თამაშია.ფრობლემები ადრე უნდა გვესწორებინა ან ზეგ გავარჩიოთ გეიმის ჭემდეგ.Fეხბურთის დიდო თბილისელო ფულის მოყვარულო ჩინოვნიკებო,სხვა გუნდების მესვეურნო და ფეხბურთელებო,მოვიშოროთ შური,უდროო დროს
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ