ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებისთვის იგორ კოკოშკოვის გუნდს მძიმე ბრძოლების გადახდა მოუწევს
საქართველოს ნაკრებმა პირველი წრე ჰოლანდიაში დაასრულა. მართალია, ჩვენი გუნდი სტუმრად დამარცხდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში მაინც პირველ ადგილზეა, რადგან თანაბარქულიანი ბოსნია ურთიერთშეხვედრაში დამარცხებული ჰყავს.

კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთული იყო პირველი წრის ცხრილის სათავეში დასრულება. კიდევ უფრო მძიმე ბრძოლების გადახდა მოგვიწევს მეორე წრეში ამ პოზიციის შენარჩუნებისთვის.

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ D ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას. ჰოლანდიასა და რუმინეთს თითო გამარჯვება აქვთ. მათ, თუ თამაში რადიკალურად არ გააუმჯობესეს (რისი ალბათობაც ნაკლებია), მეორე წრეში მაქსიმუმ ორ-ორ მოგებას მიამატებენ.

ცხადია, გულხელდაკრეფილნი არც ქართველები, ბოსნიელები და ლატვიელები იქნებიან. შესაბამისად, რუმინეთსა თუ ჰოლანდიას ტურნირის თუნდაც სალიცენზიო მესამე ადგილზე დასრულების მიზერული შანსი აქვს.

ზედა სამი პოზიციისთვის საქართველო, ბოსნია და ლატვია იბრძოლებენ. ბალტიისპირელები ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ თუ კალენდარს გადავხედავთ, ყველაზე უკეთეს პოზიციაში არიან: უშუალო კონკურენტებს, საქართველოსა და ბოსნიას, მეორე წრეში შინ ეთამაშებიან.

პირველ წრეში აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლებია. ბოსნიაშიც ბოლო წამებზე წააგო, საქართველოშიც. ვიდრე იგორ კოკოშკოვის შეგირდები რიგაში ჩავლენ, ლატვიაში ბოსნია-ჰერცოგოვინა ითამაშებს.

ვფიქრობთ, იმ შეხვედრაში სტუმართა გამარჯვება გვაძლევს ხელს, რადგან ბოსნიელები სარაევოში დამარცხებული გვყავს; ხოლო 5 სექტემბერს თბილისში მივიღებთ და თუ მეორედაც ვაჯობებთ, ვერც ტელეტოვიჩის გუნდი დაგვეწევა და ვეღარც ლატვია.

...ჰოლანდიასთან შინ და რუმინეთთან სტუმრად წაგებები უნდა გამოვრიცხოთ.

სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბალტიისპირელებს ნამდვილად შესწევთ ძალა, შინ "ჰერცოგები" დაამარცხონ.

ასეთ შემთხვევაში უშუალოდ ლატვია-საქართველოს 8 სექტემბრის დაპირისპირება გაარკვევს ჯგუფის პირველადგილოსნის ბედს (მანამ ბოსნიას უნდა ვაჯობოთ).

ცხადია, აქაც ვგულისხმობთ ისეთ შემთხვევებს, როცა ლატვია, საქართველო და ბოსნია მეორე წრეში მხოლოდ ერთმანეთთან კარგავენ ქულებს და არა აუტსაიდერ ჰოლანდიასა და რუმინეთთან.

ზედა სამეულისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი იმიტომაც აქვს, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ალბათობა, მესამეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საგზურს ექვსი ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მიიღებენ, ხოლო ექვსი მესამეადგილოსნიდან სლოვენიის ევრობასკეტზე უარესი შედეგის მქონე ორი ნაკრები ვერ გაემგზავრება.

პირველი წრის შემდეგ ძნელია თქმა, რომელი ჯგუფიდან უნდა ველოდეთ გამსვლელ მესამეს და რომლიდან - არა. თუნდაც იმიტომ, რომ მესამე ადგილზე მყოფ ექვსივე გუნდს ერთნაირი შედეგი აქვს: 2-2 მოგება-წაგება.

რაც შეეხებათ პირველადგილოსნებს, მათგან ხუთი წაუგებლად ასპარეზობს. რომ არა ჰოლანდიასთან დასანანი მარცხი, საქართველოს ნაკრებიც წაუგებელთა კოჰორტის საპატიო წევრი იქნებოდა.

რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს რამდენი მოგება ან რამდენი მარცხი აქვთ? - იკითხავთ და დაამატებთ: - მთავარია, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე მოხვდეს!

სიხარულის დოზირება წარმოუდგენელია. ამიტომ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პირველადგილოსნის სტატუსითაც ისევე გაგვეხარდება, როგორც მესამეადგილოსნის სტატუსით.

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესარჩევი ეტაპის მაჩვენებლები ევრობასკეტზე გუნდების კალათებში დახარისხებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ უნდა გავეჯიბროთ არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებს, არამედ სხვა ჯგუფის გუნდებსაც.

უფრო კონკრეტულად: ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი ისეთივე სისტემით გაიმართება, როგორითაც 2011 წლისა ჩატარდა - პირველ ეტაპზე 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდება (საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა). შესაბამისად, წილისყრის წინ გუნდები ექვს კალათაში გადანაწილდება.

პირველში მოხვდებიან ოლიმპიადის მონაწილეები: ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და მასპინძელი სლოვენია; მეორეში - ასევე ლონდონში მოთამაშე ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა - საბერძნეთი და მაკედონია; მესამე კალათას დაიკავებენ შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნები.

სწორედ მათ რიგებშია სასურველი საქართველოს ნაკრების ხილვა, რადგან ამ კალათაში მეტად ძლიერი გუნდები მოიყრიან თავს და თუ ევროპის ჩემპიონატზე მათ ავცდებით, კარგი იქნება.

წილისყრა შესარჩევი ეტაპის პირველი წრის შემდეგ (დღესვე) რომ იმართებოდეს, რომელ კალათაში მოხვდებოდა საქართველოს ნაკრები?

ამ კითხვაზე მხოლოდ სავარაუდო პასუხის გაცემა შეიძლება, რისთვისაც განგებ დავითვალეთ ყველა გუნდის მაჩვენებელი და მივიღეთ დაახლოებითი სურათი:

I კალათა: ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სლოვენია.

II კალათა: ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, მაკედონია.

III კალათა: ჩერნოგორია, იტალია, ფინეთი, გერმანია.

IV კალათა: ხორვატია, საქართველო, ბელგია, უკრაინა.

V კალათა: ჩეხეთი, ბოსნია, ესტონეთი, სერბეთი.

VI კალათა: შვედეთი, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი.

ისიც წინასწარაა ცნობილი, რომ შესარჩევი ტურნირის მეორე წრეში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება - ზოგი ზემოთ ავა, ზოგი - ჩავა.

თუმცა ერთი ცხადია: საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შესწევს ძალა, არათუ მეორეკალათელები დაამარცხოს, არამედ პირველი კალათის წარმომადგენლებსაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

გავიხსენოთ თუნდაც 2011 წელს რუსეთსა (ევრობასკეტზე) და ლიტვასთან (ამხანაგურად) ბოლო წამებზე დამარცხებები.

მანამდე კი ჩვენს ნაკრებს ოთხი ურთულესი ბრძოლა ელის: რუმინეთში, შინ ბოსნიასთან, ლატვიაში და შინ ჰოლანდიასთან.

შესარჩევი ეტაპი

D ჯგუფი

15 აგვისტო

რუმინეთი-ჰოლანდია 90:84

ბოსნია-ლატვია 87:84

18 აგვისტო

საქართველო-რუმინეთი 80:64

ჰოლანდია-ბოსნია 89:107

21 აგვისტო

ბოსნია-საქართველო 95:96

ლატვია-ჰოლანდია 85:70

24 აგვისტო

საქართველო-ლატვია 79:76

რუმინეთი-ბოსნია 79:84

27 აგვისტო

ჰოლანდია-საქართველო 91:88

ლატვია-რუმინეთი 89:53

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. საქართველო 4 3 1 343/326 7

2. ბოსნია 4 3 1 373/348 7

3. ლატვია 4 2 2 334/289 6

4. ჰოლანდია 4 1 3 334/370 5

5. რუმინეთი 4 1 3 286/337 5

30 აგვისტო

ჰოლანდია-რუმინეთი 21:30

ლატვია-ბოსნია 20:35

2 სექტემბერი

რუმინეთი-საქართველო 19:00

ბოსნია-ჰოლანდია 22:00

5 სექტემბერი

საქართველო-ბოსნია 19:00

ჰოლანდია-ლატვია 21:30

8 სექტემბერი

ლატვია-საქართველო 18:05

ბოსნია-რუმინეთი 22:00

11 სექტემბერი

საქართველო-ჰოლანდია 17:30

რუმინეთი-ლატვია 19:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

საქართველო-რუმინეთი 80:64: კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

levani
მარტო საქართველო საქართველოს ბღავილი და მუშტების მიდება რომ იგებდეს თამაშებს ახალზელანდიელები პასტაიანი ჩემპიონები იქნებოდენ რაგბიში იმხელას ბღავიან და ცეკვავენ
levani
ეგრეა ბექა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თითქოს ბასკეტბოლისტები გვყავს სახელები იცოცხლე მაგრამ ამათი შემყურე ამაშიც მეპარება უკვე ეჭვი ამათ როგორ იყვანენ გუნდებში გათამაშება არა პასი არა სროლა არა ხუთიდან ერთს მეც ჩავაგდებ რომ მავარჯიშონ და კალათბურთი მეტი არაფერია შეიძლება პროფესიონალი გერქვას და მოყვარულთან ოცდაათამდე შეცდომა დაუშვა? არა გვყავს ჩვენ ნაკრები და არც უნდათ ეს აღიარონ ევროპაზე იყო და უკრაინელი ძმები რომ არ გამოგვჩენოდენ იქაც ჯგუში ვრჩებოდით მარა გმირებად აღიარეს ეს ვითომ პროფები
beqa
ლევან მართალი ხარ წინა სტატიებიც დავაკომენტარე იგივე ძმა რაც შენ თითქმის ! ხედავ უკვე ამ ჟურნალისტებმაც დაიწყეს მე3 ადგილიც არ არის ცუდიო, არდა რაღაც ეჭვი მაქვს რომ მე3 ადგილი სანატრელი უნდა გვქონდეს თუ რამე არასწორს ვიძახი მითხარით საპირისპირო არგუმენტი ! მე 3 თამაშია მეორე ტაიმი წავაგეთ პირწმინდად და რატომ გონიათ რომ რუმინეთს მოვუგებთ გასვლაზე ამ თამაშით ან ბოსნიას და ლატვიას შინ და გარეთ ? ბოლო 4 თამაში რაც დარჩა ამ თამაშით ჰოლანდია მოვუგოთ თბილისში დანარჩენი თუ არ გამოსწორდა დაგვახევენ თავზე ბადეს, ჯერ რუმინეთს მოვუგოთ და მერე ვილაპარაკოთ შანსებზე და რატომღაც სხვა ჯგუფებში მე3 ადგილოსნები არ იქნებიან ? ასე რომ ანალიზის უნარი ისწავლე ჟურნალისტო და ობიექტურად წერა კიდევ
beso
kokoshkovi gaushvit, araa bidzia eg mcvrtneli da ha...
levani
ეეე რა მეოცნებეები ხართ რუმინეთს ძლივს უგებთ ჰოლანდიასთან აგებთ უშანსოდ აღარაფერს ვამბობ ფინეთსა და მისნაირებზე რომლებიჩ სადაჩ შეგხვდნენ იქ დაახიეს ბურთი თავზე და ეხლა ფრანგების რუსების და სლოვენიელების დამარცხება მოინდომეს იცით რა ჯერ ჰოლანდიას და რუმინეთს მოუგოთ ისე რომ უცხო თვალმა თქვას ესენი ამათზე ძლიერები არიანო და მერე ვიფიქროთ ფინეთსა თუ მაკედონიაზე ხოლო ესპანეთსა და ნბაზე ოცნებებს თავი დაანებეთ რა დაეშვით მიწაზე
ramo
არაფრის მომცემი სტატია. იმან რომ იმას მოუგოს, ამან რომ ამასთან წააგოს. მოკლედ ბებიას რომ ქონოდა ბაბუა იქნებოდა. გეგონება ტოტალიზატორში თამაშის წინა სტატიააო.
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა