გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მთავარი სენსაცია ბონის "ტელეკომის" "გისენში" დამარცხება იყო (75:70), ასე წერია ამ შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე...

გერმანიის ბუნდესლიგის პირველი ტურის მთავარი სენსაცია ბონის "ტელეკომის" "გისენში" დამარცხება იყო (75:70), ასე წერია ამ შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე. გრანდის ძლევაში დიდი როლი ითამაშა გისენელთა ქართველმა პლეიმეიქერმა ლაშა გამყრელიძემ. მან 29 წუთში 12 ქულა, 2 ჩაჭრა და თითო მოხსნა-პასი გაიფორმა. ლაშამ სამი სამქულიანი ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, ხოლო 5 ორქულიანიდან 1 ჩააგდო. სწორედ მისი შორეული ტყორცნების შემდეგ გაწყდა "ტელეკომის" "კავშირი"...

მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. პირველ მეოთხედში ლაშამ თითო სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბონელებმა კი ფავორიტის სტატუსი გაამართლეს - 26:15.

მეორე მეოთხედი სტუმრებმა საჯარიმოთი გახსნეს და 12 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა "გისენის" კალათბურთელებმა მეორე პერიოდშივე სცადეს და გამოუვიდათ კიდეც: დიდ შესვენებამდე 36 წამი რჩებოდა, როცა გამყრელიძემ სამქულიანით გისენელები დააწინაურა - 36:34.

ქართველმა გამთამაშებელმა ერთადერთი ორქულიანი მესამე პერიოდში ჩააგდო. ამ მეოთხედის ბოლოს მასპინძელთა სასარგებლოდ ტაბლოზე 55:52 ეწერა. ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო ბოლო რაუნდში, რომელიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. "გისენის" მოთამაშეებმა 3-ქულიანი სხვაობა ბოლო წუთამდე შეინარჩუნეს. საფინალო სირენამდე 58 წამით ადრე კი ლაშა გამყრელიძემ შორეული ტყორცნით სტუმრები საბოლოოდ გატეხა - 66:60. ერთ წუთში 6-ქულიანი სხვაობის განიავება სერიოზულ გუნდებს არ ეკადრებათ. "გისენმა" დაამტკიცა სწორედ ასეთი კოლექტივია.

ამ წარმატებით კალათბურთელებმაც გაიხარეს და ქომაგებმაც. არანაკლებ კმაყოფილი იყო "გისენის" თავკაცი ვლადიმირ ბოგოიევიჩი:

- საოცარი გრძნობა დამეუფლა - ახალგაზრდული ასაკისა და გამოუცდელობის მიუხედავად ბონის "ტელეკომი" დავამარცხეთ. წარმატების მთავარი მიზეზი დაცვაში კარგი თამაში და სწრაფი ტემპი იყო. ამ მოგების შემდეგ თვითრწმენა გაგვიორმაგდება.

ლაშას თანაგუნდელები მომდევნო მატჩს "ლუდვიგსბურგთან" სტუმრად, 8 ოქტომბერს ჩაატარებენ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა