ყველაზე ცნობილი და წარმატებული აზერბაიჯანელი ფეხბურთელი ამჟამად თავისი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის
ველი კასუმოვი ყველაზე ცნობილი და წარმატებული აზერბაიჯანელი ფეხბურთელია. იყო მოსკოვის "დინამოსა" და "სპარტაკის", ესპანური "ბეტისისა" და "ალბასეტეს", პორტუგალიური "სეტუბალის" თავდამსხმელი; 1992 წელს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 1985 წელს კი - ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი.

ჩვენდა მოულოდნელად, კასუმოვი ეროვნული ნაკრების ცენტრ "ბასაზე" ვნახეთ, სადაც საქართველოსა და სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩს თვალს ადევნებდა.

საქმე ისაა, რომ კასუმოვი აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და შესარჩევი ციკლის დაწყებამდე (სადაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ) მეტოქეზე ინფორმაციას აგროვებდა.

მის გუნდზე კი ინფორმაციას ინტერნეტში გავეცანით და საინტერესო ამბები აღმოვაჩინეთ. წლეულს პეტერბურგში გრანატკინის მემორიალზე გუნდმა ბოლოსწინა ადგილი კი დაიკავა, მაგრამ იტალიას მე-7-მე-8 ადგილებისთვის გამართული მატჩი პენალტების სერიაში მოუგო. აპენინელებთან გამარჯვება კი ყოველთვის პრესტიჟულია.

ეს ინფორმაცია უკვე კახა კაჭარავას დააინტერესებს: კასუმოვს გუნდში "ზენიტის" საფეხბურთო სკოლის ოთხი აღზრდილი ჰყავს - მცველები ელჩინ ჰუსეინოვი, ტურლან გუმბატოვი, აზერ აბასოვი და თავდამსხმელი რიზვან უმაროვი.

კასუმოვი საქართველო-სომხეთის მხოლოდ მეორე შეხვედრას დაესწრო და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოს ნაკრებზე?

- მთელი შეხვედრა დაფიქრებული ვიჯექი. საქართველოს რომ ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს, ეს ყველამ იცის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამ ასაკში ასეთი ძლიერი გუნდი თუ გეყოლებოდათ.

ძალიან მომეწონა ნახევარდაცვა და თავდასხმა - ისინი პრობლემას ნებისმიერ გუნდს შეუქმნიან.

საერთოდ, გუნდი აგრესიულად თამაშობს და ბევრს მოძრაობს, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა. სამხრეთელებს ხომ მოძრაობა გვეზარება. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძნელი იქნება. თუმცა, ხარვეზებიც აქვს, მაგალითად, დაცვაში.

თუმცა პირველ მატჩს არ დავსწრებივარ და მითხრეს, რომ მეორე სპარინგში ოპტიმალური შემადგენლობა არ ყოფილა. მაგალითად, ვიცი, რომ არ უთამაშია მცველს, რომელიც ლონდონის "არსენალში" მიიწვიეს. ისიც ვიცი, ბევრი მოთამაშეა იმ გუნდიდან, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი რომ მოიპოვა.

ეს ამბავი რომ შევიტყვე, გამიკვირდა და გამიხარდა: ჩვენი მეზობლები ასეთ წარმატებას რომ აღწევთ.

- აზერბაიჯანულ ფეხბურთშიც დიდი ფული ჩაიდო, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს...

- სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ჩემპიონატი ჯერ მაღალი დონის არ არის. ბავშვებთან მუშაობა და მათი გაზრდაც პრობლემურია. ამიტომ უცხოეთში გაზრდილ აზერბაიჯანელებსაც ვეძებთ.

- როგორც ცნობილია, ესპანეთში გამგზავრებული ერთ-ერთი პირველი პოსტსაბჭოელი ფეხბურთელი იყავით.

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, მაგრამ შემდეგ ტრავმამ ხელი შემიშალა და კარიერა ამერია. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ ევროპულ ფეხბურთს გავეცანი და გავიგე, რა იყო იქაური მიდგომები, პროფესიონალიზმი და საკლუბო ცხოვრება.

- საბჭოთა და ევროპული მიდგომები ბევრით განსხვავდებოდა?

- რა თქმა უნდა. ევროპაში ფეხბურთელს ენდობოდნენ, საბჭოთა კავშირში კი ასე არ იყო და ინერციით დღემდე ასე გრძელდება. ესპანეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ და უფრო პროფესიონალური დამოკიდებულება გააჩნიათ.

- ამის გამო ბევრი პოსტსაბჭოელი ევროპას ვერ შეეგუაო...

- მენტალიტეტში განსხვავება და საქმისადმი მიდგომა რომ სხვა იყო, ბევრმა კარიერა მართლაც ამის გამო ვერ აიწყო. მაგრამ მე გამიმართლა, რადგან კავკასიელი ვარ და სამხრეთულ ქვეყანაში მოვხვდი.

სამხრეთელები ერთმანეთს უფრო ვუგებთ, ესპანელები კი თბილი და გულიანი ხალხია, რაღაცით კავკასიელებს ჰგვანან. მერე პორტუგალიაში ვითამაშე და იქაც დაახლოებით ისეთივე გარემო დამხვდა.

- მწვრთნელობა როდის დაიწყეთ?

- ეს სწორედ ევროპაში გადავწყვიტე, რადგან დავინახე, მათი მიდგომებით სულ სხვა დონის ფეხბურთელების გაზრდა შეიძლებოდა.

მწვრთნელობით დავინტერესდი და ესპანეთში ბავშვებთან ვმუშაობდი. მერე აზერბაიჯანში მიმიწვიეს და 19-წლამდელების ნაკრები ჩამაბარეს. პარალელურად, ეროვნულ ნაკრებში ბერტი ფოგთსმა ასისტენტად მიმიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა