მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელისთვის ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვებულის საკითხი კვლავ ღიად რჩება
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვებულის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" შინ 3:2 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი მადრიდში 29 აგვისტოს, გვიან ღამით გაიმართება.

"ყველაფერი მატჩის შემდეგ გადაწყდება. მატჩის დასაწყისიდანვე შევუტევთ და ვეცდებით, პირველებმა გავიტანოთ.

არ ვფიქრობ, რომ "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის შემდეგ რამეს შევცვლით. იმ შეხვედრაში ხომ ძალიან კარგად ვითამაშეთ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, დავამარცხებთ თუ არა "ბარსელონას" სუპერთასისთვის მატჩში. ის უნდა გავარკვიო, რა მოხდა "ხეტაფესთან" დაპირისპირებაში. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. მთავარია, რომ ეს გამონაკლისი იყოს.

მოდრიჩი ჩვენი მთავარი სამიზნე იყო და ვიცით, სად შეიძლება მისი უკეთ გამოყენება. ლუკა კარგ მდგომარეობაშია, უახლოეს ხანში კი ფორმის პიკს მიაღწევს.

პეპე შესანიშნავი განწყობით ვარჯიშობს - მეუღლემ ქალიშვილი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერია. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ პეპე "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ ისიც აღნიშნა, რომ "რეალის" სატრანსფერო კამპანია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"არ მითქვამს, რომ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დავასრულეთ. 31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევ არის.

კარვალიოს "რეალთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ.

თუ კაკა არ წავა, ის ძირითადი შემადგენლობის ისეთივე მოთამაშე იქნება, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები", - აღნიშნა "ერთადერთმა".

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-რეალი 3:2 - ვიქტორ ვალდესის საჩუქარი [VIDEO]

ტიტო ვილანოვა: ახლა მადრიდის "რეალი" კიდევ უფრო საშიშია

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა