რა საჭიროა "ტაიმ-აუტი", თუ მაშინ არ გამოიყენე, როცა ხედავ - მეტოქეს ყველაფერი გამოსდის, შენი შეგირდები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ
მუდმივი არაფერია და მოგებათა სერია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც შეწყვიტა, ოღონდ - მაინცდამაინც ჯგუფის აუტსაიდერ ჰოლანდიასთან.

ლატვიასთან მოგების შემდეგ გიორგი ცინცაძემ მითხრა: ჰოლანდიაში ურთულესი მატჩი გველის. მართალია, მათი ნაკრები აუტსაიდერია, მაგრამ შეეცდებიან, საკუთარ მოედანზე ერთი შეხვედრა მაინც მოიგონ და თავდაუზოგავად იბრძოლებენო.

ასეც იყო: მასპინძლებმა იბრძოლეს, სამქულიანებით "დაგვბომბეს" და ის "ერთი" შეხვედრა მაინცდამაინც საქართველოსთან მოიგეს. ჩვენ კი... არც ისე დიდი სხვაობით, მაგრამ პირველ ნახევარში სულ წინ ვიყავით. თუმცა, მერე ყველაფერი შეიცვალა... მეორე ნახევარში ჰოლანდიამ მოუმატა. ჩვენც ვუმატეთ, ოღონდ - შეცდომებს.

გადაღლილობა, ტექნიკური წუნი, შეუთანხმებელი მოქმედება, მეტოქის შეუფასებლობა, მწვრთნელის შეცდომები და ვიქტორ სანიკიძის არყოფნა - საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ წაგვეგო.

წაგვეგო თუნდაც აუტსაიდერ ჰოლანდიასთან, რომლის კალათბურთელებსაც საქართველოსთან გამარჯვება არათუ მატჩამდე, მგონი, საფინალო სირენის შემდეგაც არ სჯეროდათ...

საქართველოს ნაკრებმა პირველი წრის წაუგებლად ჩამთავრების შანსი დაკარგა და ახლა, ბოსნიასთან ერთად, პირველ-მეორე ადგილს იყოფს.

მარცხის უმთავრესი მიზეზი გადაღლილობაა: 24 აგვისტოს ლატვიას მომქანცველ და დრამატულ ბრძოლაში მოვუგეთ, 27-ში კი უკვე ჰოლანდიაში ვითამაშეთ. თანაც, ეროვნულმა გუნდმა ალმერეში არა ჩარტერული რეისით (ნუთუ მაშინ მაინც არ შეიძლება თვითმფრინავის დაქირავება, როდესაც უმნიშვნელოვანეს მატჩებს შორის ასეთი ხანმოკლე შუალედია?!), არამედ შემოვლითი გზებით ჩააღწია.

კოკოშკოვის ხელში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, ძირითადად, მხოლოდ 7-8 კალათბურთელს ეძლევა და ათი დღის განმავლობაში ჩატარებულ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ქართველებს დაღლა აშკარად დაეტყოთ. ეს მოსალოდნელიც იყო და ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ დავწერეთ, სერბმა მწვრთნელმა სანაკრებო შეკრების მიღმა რომ დატოვა ვლადიმირ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი გამყრელიძე.

და როცა მეოთხე მატჩში ასე გვიჭირს, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა შეიძლება მოხდეს მეშვიდე შეხვედრაში...

კალათბურთი გუნდური სპორტია. ჩვენი ნაკრებიც, ისე, როგორც არასდროს, გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ამაზე სასტარტო ხუთეულის მოთამაშეების მიერ თითქმის თანაბრად მოპოვებული ქულებიც მეტყველებს, მაგრამ რაც უნდა მაღალი კლასის იყოს, კალათბურთელს დასვენება სჭირდება.

ზემოთ აღნიშნულ სამეულზე კოკოშკოვმა ნაკრებში დაწყებული "გაახალგაზრდავების პროცესის" საბაბით თქვა უარი, მაგრამ რეალურად რას ვხედავთ? "ვეტერანებზე" უარი ვთქვით, ახალგაზრდები კი "გამოცდილებას" სათადარიგო სკამიდან იღებენ და ძირითადი დატვირთვა ისევ 6-7 მოთამაშეზე გადადის.

ზედიზედ მესამე მატჩია, თამაშის მიწურულს სოლიდურ უპირატესობას ვანიავებთ. ბოსნიასა და ლატვიასთან იღბალი ქართველების მხარეს იყო; აი, ჰოლანდიასთან კი აღარ გაგვიმართლა და იქნებ ეს წაგება გამოსაფხიზლებლად კარგიც იყოს...

სხვა რაღა უნდა ითქვას? ცუდად არცერთ ქართველს უთამაშია და მოპოვებული ქულებიც შვიდ კალათბურთელზე გადანაწილდა: ფაჩულია (23 ქულა, 9 მოხსნა), შენგელია (20 ქ, 9 მ), პულენი (16 ქ), მარკოიშვილი (15 ქ), ცინცაძე (9 ქ), ფაცაცია (3 ქ), შერმადინი (2 ქ). თუმცა აღმავლობით მოთამაშე მასპინძელთა დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

წინა მატჩის მსგავსად, ბევრი შეცდომა დაუშვა ჯეიკობ პულენმაც. თუმცა, თუ ლატვიასთან მატჩში ნატურალიზებულმა ამერიკელმა ყველა "ცოდვა" ბოლო წამზე ჩაგდებული მოგების მომტანი სამქულიანით "ჩამოირეცხა", ამჯერად ვეღარ შეძლო "ჯოკრის" როლის შესრულება.

აშკარაა, რომ პულენი მაღალი დონის შემსრულებელი და სასარგებლო მოთამაშეა, მაგრამ ხშირად ზედმეტს იღებს თავზე და არაზუსტ გადაცემებსაც მოუხშირა...

P.S. იგორ კოკოშკოვი ქართველი ჟურნალისტებისთვის ვერასდროს რომ ვერ "იცლის", ცნობილი ამბავია. ილაპარაკოს თუ არა ჟურნალისტებთან, ეს მხოლოდ მწვრთნელის საქმეა, მაგრამ ის კი მართლაც გასაკვირია, ვის უნახავს ხოლმე სერბი სპეციალისტი წუთშესვენებებს?

რა საჭიროა "ტაიმ-აუტი", თუ მაშინ არ გამოიყენე, როცა ხედავ - მეტოქეს ყველაფერი გამოსდის, შენი შეგირდები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ანგარიშში უპირატესობაც შარშანდელი თოვლივით "დნება"?!

ტაქტიკურის გარდა, წუთშესვენებას ხომ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს - აღმავლობით მოთამაშე მეტოქე დააშოშმინო, გადაღლილ კალათბურთელებს კი ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცე...

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, რუმინეთში ჩაატარებს და იმედია, ამ წაგებიდან შესაბამის დასკვნას ყველა გამოიტანს.

რა საჭიროა წუთშესვენება? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: სამი მოგება და ერთი მარცხი მისაღები შედეგია

საქართველოს ნაკრები ოთხი ურთულესი ბრძოლის წინ

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

simartle
მურადი - 100%-ით გეთანხმები
aia.
სიტკვები კლავს.უტხარიტ ერტმანეტს მხოლოდ კარგი.ცუდი გაატარეტ-აზრი?კეტებაა დზნელი-გაკილვა კი ადვილი.მიდიტ-ტავსჰი ურტკიტ-ტკვენ ხომ ეს გამსჰვიდებტ.
მურადი
ხომ არ გეჩვენებათ, რომ კოკოშკოვმა საკუთარი თავი ამოწურა და უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება? ჰოლანდიასთან წაგება ლოგიკური დასასრული იყო ბოსნიასა და ლატვიასთან იღბლიანი გამარჯვების. კოკოშკოვის სტრატეგიას და განსწავლულობას გადამწყვეტ მომენტებში ვერ ვხედავთ. რას ჰქვია სამი გამარჯვების შემდეგ ერთი წაგება მისაღებია. ამ წაგებას დამერწმუნეთ ბოსნიასთან და ლატვიასთან მარცხიც დაემატებაა თუ მწვრთნელს ყური არ ავუწიეთ!
შაკო
კოკოშკოვი იყო ზუსტად ის კაცი, ვინც გუნდად გვაქცია და ამხელა ამბიციები გაგვიჩინა თორე მანამდე ლუქსემბურგი გვიგებდა, ასე რომ ნუ ხართ დაუნახავები!
BOOO
გუნდი მაგის წუთშესვენების მერე უარესად თამაშობს, ჯობია არც აიღოს.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა