ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გორგოძის ლელომაც ვერ უშველათ

გორგოძის ლელომაც ვერ უშველათ

ყველაზე ქართული ფრანგული გუნდის, "მონპელიეს" ლიდერობამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა. ეს კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში სტუმრად "სტად ფრანსესთან" დამარცხდა 13:30 და სატურნირო ცხრილში სამი საფეხურით დაქვეითდა...

ყველაზე ქართული ფრანგული გუნდის, "მონპელიეს" ლიდერობამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა. ეს კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში სტუმრად "სტად ფრანსესთან" დამარცხდა 13:30 და სატურნირო ცხრილში სამი საფეხურით დაქვეითდა. საშინაო მატჩებში გაიმარჯვეს პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლმა ქართველ მორაგბეთა გუნდებმა "ტულონმა" და "კლერმონმა".

ლიდერთა შორის დიდი სიმჭიდროვეა. პირველ ადგილზე 28 ქულით "მეტრო რასინგია". მართალია, პარიზელებმა "ტულუზთან" წააგეს, მაგრამ ერთი საპრემიო ქულის მოპოვება შეძლეს. ლიდერობაც სწორედ ამის ხარჯზე იგდეს ხელთ. 27-27 ქულა ერთბაშად სამ გუნდს აქვს, "ტულუზს", "ტულონსა" და "მონპელიეს". ამათ ერთი ქულით ჩამორჩება ვიცე-ჩემპიონი "პერპინიანი". ასე რომ, საკმაოდ მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს და ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს.

"სტად ფრანსეს" ყოფილი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს დამოძღვრილი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" პარიზში თავის თავს არ ჰგავდა. ჩვენებურთა გუნდი, რომელიც სრულიად დამსხურებულად ლიდერობდა გათამაშებას, მე-20 წუთისთვის 0:17-ს აგებდა. ტაიმი კი სულაც ოცდაოთხქულიანი სხვაობით - 3:27 წააგო.

შესვენების შემდეგ მონპელიელები ოდნავ გამოცოცხლდნენ და ორი ლელოს გატანა შეძლეს. აქედან ერთი, 64-ე წუთზე გორგოძემ მიითვალა. გუნდის სუსტი თამაშის მიუხედავად "გულივერა" ისევ გამორჩეული იყო. ის 75-ე წუთზე პორტუგალიელემა გონსალო უვამ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ წლევანდელ სეზონში მეორე ლელო გაიტანა და ამ მაჩვნებლითაც გუნდის წამყვან მოთამაშეებს შორისაა.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. შველიძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. ჩხაიძეს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა". "სტად დე მაიოლის" ბინადრებმა ამჯერად აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" დაამარცხეს - 22:15. ტულონელთაგან ისევ საუკეთესო იყო მგეზავი ჯონი ვილკინსონი, რომელმაც ოთხი საჯარიმო, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა გაიტანა (17 ქულა).

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. გიორგაძეს და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" იოლად დაამარცხა აუტსაიდერი, ბექა შეყლაშვილის "აჟენი" - 45:19. "ვულკანებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან ორი გარემარბ ჟულიენ მალზიოს ანგარიშზეა.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. შეყლაშვილი განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 3:18. აღსანიშნავია, რომ ბრიველებმა, რომლებიც მესამე ტურია ვერ იგებენ, პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით 3:0 მოიგეს. მეორე ტაიმში კი მთლიანად მასპინძლები დომინირებდნენ და ჩვენებურთა გუნდმა მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლო. "ბრივს" 17 ქულა დაუგრვდა და სახიფათო ზონაში, მე-11 ადგილზეაა.

ხინჩაგიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა. კაკოვინს არ უთამაშია.

კიდევ ერთხელ გაიბრწყინა საფრანგეთის ნაკრების ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა. ბასკურ დერბიში "იაშიმ" "ბიარიცს" სტუმრად "ბაიონთან" მოაგებინა - 22:19. ოცდაორივე ქულა გუნდს იაშვილმა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო).

საფრანგეთის ჩემპიონატში ახლა სამკვირიანი შესვენებაა. მომავალი უქმეებიდან ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდები ევროთასების გათამაშებაში ჩაებმებიან. "ჰეინეკენის" თასზე სამი "ქართული გუნდი"- "კასტრი", კლერმონი" და "ტულონი" ითამაშებს. "მონპელიე", "აჟენი" და "ბრივი" კი "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" იბრძოლებენ.

გასულ უქმეებზე შესვენება იყო ელიტურ, მეორე დივიზიონში. მე-6 ტურის შეხვედრები აქ 9 ოქტომბერს გაიმართება.

დასრულდა რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატი, სადაც ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძის, ლაშა თავართქილაძის, ირაკლი ნატრიაშვილის, ოთარ ტურაშვილის და კახაბერ უჩავას "ფარულმა" ისევ მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში კონსტანცელებმა ბუქარესტის "დინამო" 28:19 დაამარცხეს. უჩავას გარდა ყველა ძირითად შემადგენლობაში იყო, ტურაშვილი და თავართქილაძე მეორე ტაიმში შეცვალეს.

ჩემპიონი კი ისევ "ბაია მარე" გახდა, რომელმაც ფინალში "სტიაუას" მოუგო - 28:21.

საფრანგეთი. I დივიზიონი

IX ტური

ტულონი-კასტრი 22:15, პერპინიანი-ლა როშელი 21:16, კლერმონი-აჟენი 45:19, სტად ფრანსე-მონპელიე 30:13, ბურგუენი-ბრივი 18:3, ტულუზი-მეტრო რასინგი 28:23, ბაიონი-ბიარიცი 19:22.

სატურნირო მდგომარეობა

1. მეტრო რასინგი - 28 ქულა, 2. ტულუზი - 27, 3. ტულონი - 27, 4. მონპელიე - 27, 5. პერპინიანი - 26, 6. კლერმონი - 24, 7. სტად ფრანსე - 23, 8. ბაიონი - 23, 9. ბიარიცი - 23, 10. კასტრი - 19, 11. ბრივი - 17, 12. ლა როშელი - 13. ბურგუნი - 10, 14. აჟენი - 7.

X ტური. 23 ოქტომბერი

კასტრი-აჟენი, მეტრო რასინგი-ბაიონი, ბიარცი-კლერმონი, მონპელიე-ბურგუენი, ლა როშელი-ბრივი, ტულუზი-პერპინიანი, სტად ფრანსე-ტულონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ