ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აშშ-ის ღია პირველობა: კაროლინ ვოზნიაცკი შეყვარებულთან შერცხვა

აშშ-ის ღია პირველობა: კაროლინ ვოზნიაცკი შეყვარებულთან შერცხვა

ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს მთავარი მოვლენა იყო შარშანდელი ნახევარფინალისტის, კაროლინ ვოზნიაცკის მარცხი
ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს მთავარი მოვლენა იყო შარშანდელი ნახევარფინალისტის, კაროლინ ვოზნიაცკის მარცხი.

დღის განადგურება

დღის ერთ-ერთი განადგურების ავტორი გახდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. მისი მეტოქისთვის - იტალიელი პაოლო ლორენცისთვის შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ სრული კოშმარით დასრულდა.

აპენინელმა პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა, თუმცა შემდეგ ცხადი გახდა, რომ მას სერბი ჩოგბურთელის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ ჰქონდა. ნოვაკმა ზედიზედ 12 გეიმი აიღო, ლორენციმ კი მორიგი გეიმი მესამე სეტში მოიგო და ეს მისი ბოლო წარმატება იყო მატჩში. ჯოკოვიჩს სამი სეტის მოსაგებად 70 წუთი ეყო.

ასევე შთამბეჭდავი სტარტი გამოუვიდა სერენა უილიამსს. ამერიკელმა 55 წუთში გაარკვია ურთიერთობა თანამემამულე კოკო ვანდევეგესთან. უმცროსი უილიამსი ძალიან კონცენტრირებული იყო და მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომების რაოდენობა. ვანდევეგემ კი ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქის უძლიერეს თამაშს.

მხოლოდ ორი გეიმის აღების შემდეგ მან თავად დაუსვა წერტილი შეხვედრას მატჩში მეექვსე ორმაგი შეცდომით.

დღის გადარჩენა

გილერმო გარსია ლოპესმა ხუან მონაკოსთან მატჩში გააკეთა ის, რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია. ესპანელმა პირველად მოიგო კარიერაში შეხვედრა, როცა პირველი ორი სეტი მისმა მოწინააღმდეგემ აიღო.

მონაკოს სულ რაღაც 70 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ კომფორტული უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ ნაადრევად მოდუნდა.

მეტოქეები ბოლომდე იბრძოდნენ, მეხუთე სეტში არგენტინელმა ჩოგბურთელმა ორჯერ აღადგინა სეტში თანაფარდობა და შემდეგი რაუნდის საგზურის მფლობელი მხოლოდ ტაი-ბრეიკზე გაირკვა. მე-13 გეიმში გარსია-ლოპესი თავიდანვე გაიჭრა წინ და მონაკომ მისი დაწევა ვერ შეძლო.

ამერიკის ღია პირველობა "დიდი სლემის" ტურნირებიდან ერთადერთია, რომელშიც გადამწყვეტ სეტში ტაი-ბრეიკი თამაშდება. კიდევ ერთ მატჩში გახდა საჭირო ამ გზით გამარჯვებულის გამოვლენა. ამერიკელმა ჯესი ლევინმა პირველ ორ სეტში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ტურნირის მე-14 ნომერს, უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს.

ამის მიზეზი ის იყო, რომ დოლგოპოლოვს მოწოდება საერთოდ არ გამოსდიოდა. უკრაინელმა თამაში მხოლოდ მესამე სეტში გამოასწორა, როცა უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. მესამე სეტში მან ზედიზედ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს და ამის შემდეგ დაიწყო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.

დოლგოპოლოვმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და ამის შემდეგ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდა.

დღის ვარსკვლავური დანაკარგები

ქალთა ტურნირზე ერთი სენსაციის მოწმენი გავხდით. კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველივე წრეში დატოვა ტურნირი.

შარშანდელმა ნახევარფინალისტმა ორ სეტში წააგო რუმინელ ირინა ბეგუსთან, თუმცა ამაში დიდი როლი ითამაშა მუხლის ტრავმამ, რომლის გამოც, რამდენიმე დღის წინ, დანიელმა ვერ დაასრულა ნიუ ჰევენში მარია კირილენკოსთან ნახევარფინალი.

ვოზნიაცკის კრახს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს მისი შეყვარებული, ცნობილი გოლფისტი რორი მაკილროი. მან ცოტა ხნის წინ, კარიერაში "დიდი სლემის მეორე ტურნირი მოიგო, დანიელი ჩოგბურთელისთვის კი ეს ოცნება ჯერაც მიუღწეველი რჩება.

შეგახსენებთ, რომ კაროლინი "დიდი სლემის" ზედიზედ მეორე ტურნირს გამოეთიშა პირველ წრეში - მანამდე მან უიმბლდონის საწყის მატჩში წააგო ტამეა პაჩეკთან.

ბეგუსთან მარცხის გამო, ვოზნიაცკიმ, შესაძლოა, პირველად დატოვოს რეიტინგის საუკეთესო ათეული; არადა, ამ წელს ის მსოფლიოს პირველი ჩოგანის რანგში იწყებდა.

22-ე ნომრად განთესილმა ფრანჩესკა სკიავონემაც ჩააგდო "დიდი სლემის" მეორე საჰარდო ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობაზე მან შეძლო პირველი რაუნდის ბარიერის გადალახვა, ამჯერად კი იტალიელმა ესეც ვერ მოახერხა.

ფრანჩესკა ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და სლოუნ სტივენსს 11 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა. თავის მხრივ, ამერიკელმა თავისი ყველა გეიმი შეინარჩუნა და მაქსიმალურად გამოიყენა მეტოქის სისუსტეები.

დღის იმედგაცრუება

გერმანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა მონა ბარტელმა ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი, მაგრამ ახლა, პრაქტიკულად, ყველა ტურნირს საწყის სტადიაზე ეთიშება.

ბოლო დროს მას მეტოქეების მხრივ არ უმართლებდა - ხან აგნიეშკა რადვანსკასთან უწევდა შეხვედრა, ხან პეტრა კვიტოვასთან. მონა მათ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ რანგით მაღლა მყოფი მეტოქეები კლასის ხარჯზე გადიოდნენ ფონს.

ბოიანა იოვანოვსკი სუსტი მეტოქე არ არის, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ბარტელი ასეთ მოწინააღმდეგეებს იოლად უსწორდებოდა.

დღის კურიოზი

მამაკაცებს შორის პირველი წრის მატჩის დროს კორტზე ციყვმა შეირბინა. ამის გამო მცირე ხნით შეწყდა შეხვედრა ფრანგ ჟულიან ბენეტოსა და ბელგიელ ოლივიე როხუსს შორის.

ციყვი კორტზე მეორე სეტის დროს შევიდა, როცა ბენეტო მოწოდების შესრულებას აპირებდა. საბოლოოდ შეხვედრა სამ სეტში ფრანგმა მოიგო.

დღის ფაქტები

მაყურებლის რაოდენობა: 56 780.

გავარდნილი განთესილები (კაცები): ხუან მონაკო (10).

გავარდნილი განთესილები (ქალები): კაროლინ ვოზნიაცკი (8), კრისტინა მაკჰეილი (21), ფრანჩესკა სკიავონე (22), კლარა ზაკოპალოვა (24), მონიკა ნიკულესკუ (26), ტამირა პაჩეკი (29), წუაი პენგი (32).

დღის სტატისტიკა: აგნიეშკა რადვანსკამ 6:1, 6:1 დაამარცხა ნინა ბრატჩიკოვა, მისმა დამ - ურსულა რადვანსკამ კი იგივე ანგარიშით წააგო რობერტა ვინჩისთან.

ეს დღე ამერიკის ღიაზე (1978 წლის 29 აგვისტო): ბიორნ ბორგმა სამ სეტში დაამარცხა ბობ ჰიუიტი და ეს იყო მისი პირველი გამარჯვება ლუი არმსტრონგის სტადიონზე.

კაცები

I წრე

ჯიმი ვანგი (ტაივ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:6(4), 6:7(8), 6:1, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:4, 6:7(5), 6:3, 6:4; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ნიკოლა მაუ (საფ) 1:6, 4:6, 6:4, 7:5, 7:6(3); სემ კუერი (აშშ, 27)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:7(4), 6:4, 6:4, 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-დავიდ გოფენი (ბელ) 7:5, 6:3, 6:3; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:6(5), 3:6, 7:6(1), 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 15)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 4:6, 3:6, 6:4, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-კაროლ ბეკი (სლოვაკ) 6:3, 6:1, 7:6(2); ენდი როდიკი (აშშ, 20)-რაინ უილიამსი (აშშ) 6:3, 6:4, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-კარლოს ბერლოკი (არგ) 4:6, 7:5, 6:3, 6:4; ფაბიო ფონინი (იტა)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 3:6, 5:7, 6:4, 6:4, 7:5; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ)-ხუან მონაკო (არგ, 10) 3:6, 1:6, 6:4, 7:6(6), 7:6(3); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 14)-იესე ლევინი (აშშ) 3:6, 4:6, 6:4, 6:1, 6:2; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:2, 4:6, 6:4, 6:7(8), 7:6(5); სტივ დარცისი (ბელ)-მალეკ ჟაზირი (ტუნ) 3:6, 6:1, 6:1, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:7(6), 7:6(2), 6:4, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ, 31)-ოლივიე როხუსი (ბელ) 7:6(1), 6:2, 6:3; დენის ნოვიკოვი (აშშ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 6:2, 7:6(6), 3:6, 6:3; როჟერიო დუტრა სილვა (ბრა)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 4:6, 6:4, 6:7(5), 6:3, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:1, 6:0, 6:1.

ქალები

I წრე

ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8) 6:2, 6:2; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:3, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:3, 6:4; აიუმი მორიტა (იაპ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 26) 6:3, 6:3; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 22) 6:3, 6:4; ტატიანა მალეკი (გერ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 4:6, 6:2, 6:4; სოფია არვიდსონი (შვედ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:3, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 14)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:2, 6:1; გრეტა არნი (უნგ)-აგნეს შავაი (უნგ) 6:4, 3:2 უარი; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:1, 6:3; ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 24) 6:4, 6:4; ელენა ვესნინა (რუს)-შუაი პენგი (რუს) 7:6(5), 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:1, 6:4; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 7:5; სერენა უილიამსი (აშშ, 4)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:1, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-ენ კეოტავონგი (ბრიტ) 6:2, 6:0; ვენუს უილიამსი (აშშ)-ბეტანი მალეკი (აშშ) 6:3, 6:1; იოანა კონტა (ბრიტ)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:2, 7:5; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 29) 6:3, 6:4; კიკი ბერტენსი (ჰოლ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 21) 6:4, 4:6, 6:3; ოლგა პუჩკოვა (რუს)-ირინა ფალკონი (აშშ) 7:6(5), 6:7(2), 6:3; ვერა დუშევინა (რუს)-ნასტასია ბურნეტი (იტა) 6:0, 6:3; სარა ერანი (იტა, 10)-გარბინ მუგურსა (ესპ) 6:3, 6:7(6), 6:1; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13)-იოანა ლარსონი (შვედ) 6:7(5), 6:2, 6:0; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-მონა ბარტელი (გერ) 4:6, 7:5, 6:2; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ვანია კინგი (აშშ) 6:4, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 20)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:1, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 30)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:1, 6:2; ლარა არუაბარენა-ვესინო (ესპ)-შაარ პეერი (ისრ) 6:4, 7:6(5); კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 7:5, 1:2 უარი; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 2)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა