ახლა მთავარია, რას იტყვის ლონდონის "ტოტენჰემი"

ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი "ჰამბურგის" ღირსებას 2005-დან 2008 წლამდე იცავდა და იმ პერიოდში ჩრდილოგერმანული კლუბის ქომაგებს თავი სიგიჟემდე შეაყვარა (74 მატჩში 29 გოლი გაიტანა). 29 წლის პლეიმეიქერმა "ჰამბურგი" 2008 წელს დატოვა და წასვლისას თქვა, აქაურობა ისე მიყვარს, რომ აუცილებლად დავბრუნდებიო.

მას მერე 4 წელი გავიდა და HSV-ის ფანები ვან დერ ვაარტის დაბრუნებაზე ზამთარ-ზაფხულ ოცნებობდნენ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რაფაელის "ჰამბურგში" დაბრუნება რეალური გახდა, თუმცა მერე მისი ტრანსფერის გამო კლუბის ხელმძღვანელებმა ერთმანეთში იჩხუბეს და გულშემატკივრებსაც იმედი გადაეწურათ, მაგრამ დიდი შანსია, რომ ტრანსფერი მაინც შედგეს!

გარკვეულია, რომ ვან დერ ვაარტს "ჰამბურგში" დაბრუნება უნდა. "ბილდის" ინფორმაციით, გუშინ ჩრდილოგერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოახიმ ჰილკე ჰოლანდიაში ვან დერ ვაარტის ადვოკატ რობერტ გეერლინგს შეხვდა და მასთან ტრანსფერის დეტალები შეათანხმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ჰამბურგი" ჰოლანდიელ ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს და ისეთ პირობებს სთავაზობს, რომ ვან დერ ვაარტი თანახმაა, HSV-ში დაბრუნდეს.

ახლა მთავარია, რას იტყვის "ტოტენჰემის" ბოსი დანიელ ლევი, რომელსაც ინგლისში ახირებული კაცის სახელი აქვს.

50 წლის ფუნქციონერი ვან დერ ვაარტში უტოპიურ თანხას, 18 მილიონ ევროს ითხოვს და რაკი რაფაელს "სპურზთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, ლევის სანერვიულოც არაფერი აქვს. "ტოტენჰემის" ბოსმა იცის, როგორ უნდა ვაჭრობა - ორი წლის წინ მან ვან დერ ვაარტი მადრიდის "რეალს" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი წუთით (!) ადრე წაართვა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მადრიდელები რაფაელის სანაცვლოდ 14 მილიონს ითხოვდნენ, "ტოტენჰემმა" კი საბოლოოდ მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა.

ჰამბურგელთა დამრიგებელი ტორსტენ ფინკი ნერვიულობს - არა მგონია, რომ კლუბებმა შეთანხმება მოახერხონო. "ბილდის" ინფორმაციით, "ჰამბურგს" 12-13 მილიონი ევრო ემეტება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტოტენჰემელები ახლა "რეალში" გადაბარგებული ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ეძებენ და თუ იპოვნიან, ვან დერ ვაარტს უფრო იოლად დათმობენ.

ბადელი და ირჟაჩეკი უკვე ჰამბურგში არიან

შეძლებს თუ არა "ჰამბურგი" ვან დერ ვაარტის გადაბირებას, ამას ორ დღეში გავიგებთ. მანამდე კი ჩრდილოგერმანელებმა ჩეხი პეტრ ირჟაჩეკისა და ხორვატი მილან ბადელის ტრანსფერები სრულყვეს.

ირჟაჩეკი HSV-ში "ვოლფსბურგიდან" გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგელებს ეს ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამდენივეა გადახდილი ბადელის ტრანსფერშიც, რომელმაც "ჰამბურგს" ზაგრების დინამოდან მიაშურა.

ლევერკუზენმა რენზინგი აიყვანა

ლევერკუზენის "ბაიერმა" სატრანსფერო პერიოდის მიწურულს "კიოლნის" ყოფილი მეკარე მიხაელ რენზინგი აიყვანა. "ფარმაცევტებმა" 28 წლის კიპერი უფასოდ ჩაიგდეს ხელში, რადგან "კიოლნმა" მას კონტრაქტი გაუწყვიტა, რის გამოც რენზინგი ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

მიხაელი "ლევერკუზენში" პირველი მეკარის, ბერნდ ლენოს შემცვლელი იქნება. რენზინგს ბუნდესლიგაში "ბაიერნისა" და "კიოლნის" ფორმებით 102 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა