მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სასწაულამდე კი სულ ცოტა დააკლდა

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სასწაულამდე ცოტა დააკლდა - საკუთარ "ბორუსია პარკზე" 1:3 წაგების შემდეგ გერმანელებმა კიევში ბოლომდე იბრძოლეს და მოიგეს კიდეც, მაგრამ მხოლოდ 2:1 და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიევის "დინამომ" შეაღწია.

ამრიგად, ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანი ევროპალიგაზე გადაინაცვლებს. ასეთივე ბედი ეწიათ "ბაზელს" და "ფენერბაჰჩესაც". ევროპის საკლუბო ელიტაში კი "კლუჟი", მოსკოვის "სპარტაკი" და "სელტიკი" ითამაშებენ. "ლილმა" ჯგუფური ეტაპის საგზური დამატებით დროში მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები

დინამო (კ)-ბორუსია (მ) 1:2 (3:1)

დინამო კ. (4-1-2-2-1): კოვალი - დანილო სილვა, ხაჩერიდი, ბეტაო, ტაივო - მიგელ ველოზო - გარმაში, ნინკოვიჩი (46. ვუკოევიჩი) - გუსევი, იარმოლენკო - იდეიე (93. რუბენი).

ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - ნორდტვეიტი, ჯაკა - ჰერმანი (63. რინგი), არანგო - ჰანკე (59. ჰრგოტა), დე იონგი (72. დე კამარგო).

გოლები: 0:1 ხაჩერიდი (70-საკ. კარში), 0:2 არანგო (78), 1:2 იდეიე (88)

გაფრთხილება: ვუკოევიჩი - ბრუვერსი

მაყურებელი: 66 872

კლუჟი-ბაზელი 1:0 (2:1)

კლუჟი (4-1-2-1-2): ფელგეირაში - პინტუ, რადა, კადუ, კამორა - მურესანი - სოუგუ, სარე (52. გოდემეჩე) - ვალენტე (72. ნიკოარა) - კაპეტანოსი (82. რუი პედრო), ბასტოსი.

ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, საურო, დრაგოვიჩი, პარკი (85. შარი) - ფ. ფრაი, დიასი (69. ანდრისტი), კაბრალი, დეგენი (46. დაოგარი) - ა. ფრაი, შტრელერი.

გოლი: 1:0 კაპეტანოსი (20)

გაფრთხილება: ფელგეირაში, ვალენტე, ნიკოარა - დიასი, კაბრალი, ანდრისტი, შტაინჰიოფერი

მაყურებელი:

სელტიკი-ჰელსინგბორგი 2:0 (2:0)

სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - მეტიუზი (76. ლუსტიგი), ისაგირე, უილსონი, მალგრიუ - ს. ბრაუნი, კომონსი, ვანიამა, სამარასი (70. უოტი) - ფორესტი, ჰუპერი (91. მაკორტი).

ჰელსინგბორგი (4-4-2): ჰანსონი - ატა, ბაფო, კრ. ანდერსონი, ვალსტედი (75. ლინდსტრიომი) - ურონენი, მალანგუ, გაში, ბედოია - სორუმი (62. აკამა), ჯურჯიჩი.

გოლები: 1:0 ჰუპერი (30), 2:0 ვანიამა (88)

გაფრთხილება: მეტიუზი, უილსონი - აკამა, ჯურჯიჩი

მაყურებელი:

ფენერბაჰჩე-სპარტაკი 1:1 (1:2)

ფენერბაჰჩე (4-4-2): გუნოქი - გონული, იობო, ქორქმაზი, ალი კალდირიმი - თოფუზი (79. ბარონი), შაჰინი (58. ალექსი), თოპალი, კრაშიჩი (16. შტოხი) - კუიტი, სოუ.

სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - მაკეევი, ინსაურალდე, სუხი, დ. კომბაროვი - რომულო, დე ზეეუვი - კ. კომბაროვი (66. ბილიალეტდინოვი), არი (51. კაროიკა), მაკგიდი - ემენიკე (74. ძიუბა).

გოლები: 0:1 არი (6), 1:1 სოუ (69)

გაფრთხილება: თოფუზი, ქორქმაზი, კუიტი - დე ზეეუვი, კ. კომბაროვი, ძიუბა

მაყურებელი:

ლილი-კოპენჰაგენი 1:0 დ.დ. 2:0 (0:1)

ლილი (4-2-3-1): ლანდრო - ბერია, ბაშა, შედიუ, დინიე - ბალმონი (105. გეიე), მავუბა - პაიე (91. რუ), მარტენი (83. პედრეტი), კალუ - ტულიო.

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, სიგურდსონი, სტადსგაარდი, ბენგტსსონი - კლაუდემირი, კრისტენსენი, ბოლანოსი (86. ვეტოკელე), ოვიედო (114. დილიენი) - სანტინი (60. კორნელიუსი), იორგენსენი.

გოლები: 1:0 დინიე (43), 2:0 ტულიო (105)

გაფრთხილება: რუ, ბერია - კრისტენსენი, ოვიედო, კლაუდემირი, სტადსგაარდი, ვეტოკელე

მაყურებელი:

პირველი რაუნდის შემდეგ "გლადბახის" შანსები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ გერმანელებს ბრძოლა სჩვევიათ და ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

ბუნდესლიგის მესამეადგილოსანმა კიევის "დინამოს" აჯობა, ლუსიენ ფავრის შეგირდებმა კოვალის კართან არაერთი მომენტი შექმნეს, გოლი კი ვერ გაჰქონდათ...

"გლადბახი" შეხვედრის მიწურულს ხაჩერიდის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა და კიეველები ანერვიულდნენ, რასაც მალევე მიონხენგლადბახელთა მეორე გოლი (არანგომ თავით გაიტანა) მოჰყვა. "გლადბახს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ერთი გოლიღა აშორებდა, მაგრამ გერმანელებმა ვეღარაფერი გააწყვეს, გოლი კი უკრაინელებმა გაიტანეს.

ეს 88-ე წუთზე მოხდა და მიონხენგლადბახელებმა ფარხმალი მაინც არ დაყარეს, რადგან ერთი გოლი მატჩს დამატებით დროში გადაიყვანდა. სწორედ ამ გოლის გატანა შეეძლო და მართებდა შეცვლაზე შესულ რინგს, მაგრამ არ გაუმართლა.

გლაზგოს "სელტიკმა" ფორმალობა უპრობლემოდ მოაგვარა: შოტლანდიურ გრანდს შვედური "ჰელსინგბორგი" სტუმრად 2:0 ჰყავდა დამარცხებული და საკუთარ მოედანზეც ასეთი ანგარიშით მოუგო.

"ბაზელმა" კი "კლუჟის" ბარიერი ვერ გადალახა - შვეიცარიელები პირველ რაუნდში საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდნენ და გუშინაც წააგეს - 0:1.

ეს ერთადერთი გოლი კაპეტანოსმა კონტრშეტევაზე გაიტანა. ამრიგად, "ბაზელი", რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გააღწია, ახლა ევროპალიგაზე ასპარეზობით უნდა დაკმაყოფილდეს.

"ფენერბაჰჩესა" და "სპარტაკის" დაპირისპირება, მოლოდინისამებრ, მძაფრად დაიწყო, მაგრამ არის გოლმა თურქებს მალევე მიაღებინა ცივი შხაპი.

"ფენერის" ფეხბურთელები შოკიდან მალე გამოვიდნენ და მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ზღაპრულად უტევდნენ, მაგრამ ბურთი ორჯერ მოარტყეს დიკანის კარის ძელს და შტურმი ბოლოსღა დაუფასდათ - სოუმ წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "სპარტაკმა" მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა, თურქებმა მეტი ვეღარაფერი შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა