ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ ვაგებთ მეოთხე პერიოდში?

რატომ ვაგებთ მეოთხე პერიოდში?

ამ შეკითხვაზე პასუხს სამართლიანად მოითხოვს ქართული კალათბურთით შეგულიანებული ქომაგი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე ტურიდან, 18 აგვისტოდან ჩაერთო.

მანამდე, 15-ში, ბოსნია ლატვიას დაუპირისპირდა, ხოლო რუმინეთი - ჰოლანდიას. ვლახებმა ნიდერლანდელები "გალახეს" და დაგვანახეს, რომ ჰოლანდია ჯგუფის აუტსაიდერია.

ბოსნიის ნაკრებმა კი ლატვია დაამარცხა - 87:84. ამ მატჩში, ბოსნიელებმა, ფაქტობრივად, 6 კალათბურთელით ითამაშეს (მეშვიდემ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა).

ეს გარემოება ბოსნიელებთან ურთერთშეხვედრებში ოპტიმისტურად განგვაწყობდა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ 6 კალათბურთელი მატჩის პირველი წუთებიდან ბოლომდე ერთნაირი ენერგიით ვერ ითამაშებს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთ რთულ შეჯიბრებას, როგორიცაა ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირი - გუნდებს 3 დღეში ერთხელ უწევთ თამაში.

ბოსნიასთან მატჩისას ლატვიის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ამოვიკითხეთ გვარები: ბლუმსი, ვალტერსი, შჩელე, ბიედრინსი... ოთხივე კალათბურთელი უმაღლესი დონის ოსტატია, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო გუნდს არ (ან ვერ) ეხმარება.

მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს ახალგაზრდული შემადგენლობა შერჩა. თავად ლატვიელმა სპეციალისტმაც აღნიშნა - საქართველოს ნაკრებთან შედარებით ძალიან გამოუცდელები ვართო.

ქართველები შეჯიბრებაში მეორე ტურიდან ჩაებნენ და გამოააშკარავეს, რომ კლასით რუმინეთზე გაცილებით მაღლა დგანან.

მოკლედ, შესარჩევი ეტაპის დასაწყისში ოპტიმიზმით ავივსეთ. რუმინეთთან სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

მათ სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარა ჯეიკობ პულენი, ხოლო მცირე ტრავმის მოშუშების შემდეგ მომდევნო შეხვედრაში დაემატა ზაზა ფაჩულია. ასეთ შვიდ კალათბურთელს ევროპის არაერთი ნაკრების მწვრთნელი ინატრებდა.

სამი მატჩის ერთი სცენარი

ბოსნიასთან პირველ პერიოდში ჩვენი კალათბურთელები ისე თამაშობდნენ, თითქოს ესპანეთი-ლუქსემბურგის მატჩი ყოფილიყო - მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. მაგრამ დაიწყო მეორე პერიოდი და პრობლემებმაც თავი იჩინა: ტელეტოვიჩმა, მასიჩმა და დედოვიჩმა ჩვენი კალათისკენ სავალი გზა იპოვეს, რომელიც სამქულიანებზე გადიოდა.

მეორე ტაიმში ბოსნიელებმა 20-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს... თუმცა მოვიგეთ.

ლატვიასთანაც იგივე განმეორდა: უმთავრესად, პერიმეტრიდან ტყორცნების წყალობით ბალტიისპირელებმა მეოთხე პერიოდში 12:0 გაქცევა მოაწყვეს და სირენამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს (76:76).

საქართველოს ნაკრებმა ბოლო მომენტში ლატვიელთა პრესინგს ვერ გაუძლო და ბევრი შეცდომა დაუშვა... თუმცა პულენის საოცარი სამქულიანით მოვიგეთ.

სცენარი არც აუტსაიდერ ჰოლანდიასთან შეცვლილა: ბოლოს არაერთი სამქულიანი მივიღეთ და ამჯერად ვეღარ დავწერთ - თუმცა მოვიგეთო. მესამე შემთხვევაში იღბალმა მეტოქის მხარე დაიჭირა.

დაღმასვლა

ჩნდება კითხვა, რა არის მეოთხე პერიოდის წაგების მიზეზი? ნაკრებზე გული რომ შეგვტკივა, ამიტომაც ვსვამთ ამ კითხვას, რომ მომდევნო ოთხი მატჩისთვის მაინც ვეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას.

პასუხი მარტივია: ხუთეულს, რომელიც თამაშებს ამთავრებდა, მეტოქესთან შედარებით ნაკლები ენერგია ჰქონდა. ეს თავად კალათბურთელებმაც თქვეს და პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა იგორ კოკოშკოვმაც აღნიშნა.

მწვრთნელმა ამიტომაც დაამატა: ვეცდებით, მომდევნო შეხვედრებისთვის საბრძოლო ხუთეულის ენერგია ბოლო წუთებისთვის შემოვინახოთო.

ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვანთ: ლატვიის ნაკრებში კალათბურთელები ყოველი თვალის დახამხამებისას იცვლებოდნენ.

ამიტომაც დარჩათ მათ ძალა ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მჭიდრო პრესინგისათვის.

ჩვენს გუნდს ასეთი ტიპის დაცვის გარღვევა კარგად ეხერხება, მაგრამ ამჯერად ძალა არ ეყო.

როგორც იგორ კოკოშკოვმა თქვა, გუნდი ისეთ კონდიციებში არ არის, როგორიც მას სურს. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ შემადგენლობა საწვრთნელი პროცესისას თავიდანვე სრულად ვერ შეიკრიბა.

ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა: თუ ხედავდა, რომ კალათბურთელები სათანადო კონდიციებში არ არიან, რატომ ტვირთავდა მხოლოდ 7 კალათბურთელს? ხომ შეიძლებოდა, მეორე წრეს არ დალოდებოდა და პირველშივე გამოეზოგა სასტარტოები?

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დასვენებული ფაჩულია, მარკოიშვილი, შენგელია და ცინცაძე ათჯერ რომ შეხვდნენ, ათჯერვე მოუგებენ ჰოლანდიელ აკერბუმს, სლაგთერს, ნილსენსა და ელსონს. შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია ჰოლანდიის გასწვრივ 91 ეწეროს, ხოლო საქართველოს გასწვრივ - 88.

სათადარიგოთაგან, შერმადინისა და პულენის გარდა, ყველა ძალიან ცოტას თამაშობს. ანატოლი ბოისას 4 მატჩში საშუალოდ 6.3 წუთი აქვს, ბესიკ ლეჟავას 1 მატჩში 8 წუთი, ლევან ფაცაციას 2 მატჩში 6 წუთი, ხოლო ნიკა მეტრეველს 2 მატჩში 5 წუთი.

გუნდში რომ ყოფილიყვნენ ნიკა ცქიტიშვილი, ლაშა გამყრელიძე და ვლადიმერ ბოისა, ნუთუ ისინიც 5-5 წუთს ითამაშებდნენ? მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კი თქვა - მათ სათამაშო დრო არ ექნებოდათო. არც ჰოლანდიასთან? უბრალოდ, წარმოვიდგინოთ: გამთამაშებელ ცინცაძეს დასვენება რომ სჭირდება, მის ნაცვლად მოედანზე ლაშა გამყრელიძე შედის; მანუჩარ მარკოიშვილს ჯეიკობ პულენი ცვლის (თუმცა თავიდან ითქვა, თითქოს სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლად ამერიკელი უნდა ყოფილიყო, ხოლო მის შემცვლელად ცინცაძე).

პულენი თავიდან მართლაც პლეიმეიქერად ჩამოიყვანეს. ამ პოზიციაზე ახლაც ირჯება, მაგრამ უმეტესად მეორე ნომერია. ისიც ითქვა, ვიქტორ სანიკიძე მძიმე ფორვარდად ითამაშებსო, მაგრამ იგი მესამე ნომერია.

რა მნიშვნელობა აქვს, კლუბში რომელ პოზიციაზეა, მთავარია, რომ ვიქტორს საქართველოს ნაკრებში მსუბუქ ფორვარდად უამრავი მატჩი აქვს ეფექტურად ჩატარებული.

თუ მაინცდამაინც ისე გვინდა, როგორც კლუბშია, მაშინ თორნიკე შენგელია შარშანდელივით მესამე ნომრად უნდა იყოს, რადგან მას ამერიკულ კემპზე "ბრუკლინის" მწვრთნელები მსუბუქ ფორვარდად ათამაშებდნენ და მომავალ სეზონშიც ამ პოზიციაზე უპირებენ გამწესებას.

შენგელიას მეტი დრო უნდა მივცეთო, ამბობენ მწვრთნელები. ამას ყველა მიესალმება, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში იგი ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშობდა; შემდეგ ტრევიზოს კემპზე იასპარეზა; ამას მოჰყვა ორლანდოს საზაფხულო ლიგა.

მოკლედ, თორნიკე მთელი ზაფხული სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, რათა ამერიკული გუნდის ხელმძღვანელობისთვის თავი მოეწონებინა.

ასეთი ზაფხულის ფონზე ხომ შეიძლებოდა, მას ცქიტიშვილი ან ბოისა 15-15 წუთით დახმარებოდნენ? ითქვა, თითქოს ეს კალათბურთელები მცირე სათამაშო დროზე ყაბულს არ იყვნენო.

მწვრთნელებს წინასწარ ეთქვათ, ვთქვათ, 10 წუთზე მეტს ვერ ითამაშებთო, იქნებ... მაგრამ აკი თქვა იგორ კოკოშკოვმა, მათ თამაში, ფაქტობრივად, არ მოუწევდათო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანიკიძესა და შენგელიას თავისი ამპლუის შემცვლელი არ შერჩათ. მაშინ, როცა ასეთ რთულ შეჯიბრებაში სამ დღეში ერთხელ თამაშობ, ყოველთვის მოსალოდნელია ჩავარდნები.

ერთი მატჩი შეიძლება ერთმა ითამაშოს კარგად, მეორე - მეორემ. ამიტომ მაღალი მიზნების გუნდი 10 კალათბურთელით უნდა ირჯებოდეს და არა ექვსი-შვიდით.

პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა არგამოძახებულ კალათბურთელებთან დაკავშირებით ერთი ფრაზა გააჟღერა: გუნდი წარმატებული მაშინ კი არ არის, როცა 12 საუკეთესოა თავმოყრილი, არამედ მაშინ, როცა 12 კალათბურთელი ერთმანეთს სათანადოდ ავსებსო. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენები კალათბურთელები ნაკრებში წყალს ამღვრევდნენ? თუ ასეა, მაშინ საჯაროდ უნდა ითქვას და ტაქტიკურ მოსაზრებებზე არ უნდა მიდიოდეს მსჯელობა.

გამოცდილება

შარშან ითქვა - მარკიზ ჰეინსი ნაკრებში რომ ჩამოვიყვანეთ, ევროპაში ერთ წლის თამაშის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომაც ვერ დაგვეხმარა სათანადოდო. ამ ზაფხულს იგივე განმეორდა, ჩამოვიყვანეთ ევროპაში ერთი წლის გადმოსული კორი ფიშერი, თუმცა მალე მასზე უკეთესიც მოვძებნეთ - ჯეიკობ პულენი, რომელიც შარშან იტალიის ჩემპიონატში გამოდიოდა.

საქართველოს ნაკრებს უცხოელი იმიტომ უნდა, რომ გადამწყვეტ მომენტში დაეხმაროს. ამისთვის კი სათანადო გამოცდილებაა საჭირო. პულენმა რუმინეთთანა და ბოსნიასთან მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ლატვიასთანა და ჰოლანდიასთან ბევრი შეცდომა დაუშვა.

ამის მიზეზი, იცით, რა არის? - ისევ და ისევ ახალგაზრდული ასაკი. იგი 23 წლისაა, ზემოთ ნახსენებ შვიდეულში მხოლოდ შენგელიაზე უფროსია. უბრალოდ, იმის თქმა გვინდა, რომ ნაკრებისთვის 30 წელს მიტანებული ევროპაში გამობრძმედილი ამერიკელი სჯობდა, თორემ ბებერ კონტინენტზე მოასპარეზე 23 წლის ამერიკელთა შორის პულენი შესაძლოა საუკეთესო არჩევანიც იყოს.

დაბოლოს

თავად იგორ კოკოშკოვის სიტყვებს მოვიხმობთ, რომელიც მან 2011 წლის დეკემბერში ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებისას თქვა:

- საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა. კარგად ვიცი, რომ ამაზე უარესი შედეგი 2013 წლის ევრობასკეტზე ქართველ გულშემატკივარს არ დააკმაყოფილებს.

დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი გუნდი 2011 წელთან შედარებით უკეთესად (ხარისხი იგულისხმება) ვერ თამაშობს. იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევი ეტაპის მეორე წრეს გაცილებით კარგ ხასიათზე დავასრულებთ. საამისო რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: სამი მოგება და ერთი მარცხი მისაღები შედეგია

ვის უნახავს იგორ კოკოშკოვი წუთშესვენებებს?

ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]

ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]

ევრობასკეტი 2013: კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა

• aia.

პილპილი სიტკვებიტ-რას მოგვიტანს?კარგზე დავიმუხტოტ.უდროო იკო კრიტიკა და ტავის გაპიარება,როცა 3 მოვიგეტ.

• anton

ზალიან სუსტი სტატიაა,,, ესეთ არაპროფესიონალურ გამოხტომას (სტატიას ამას ვერ დავარქმევ) რო უპირისპირებთ მწვრთნელს რომლის გუნდიც მისი მწვრთნელად გახდმოისას ბ დივიზიონს ვერ გასცდა და მისი მწვრთნელობისას ევროპაზე 12 გუნდში მოხვდა და ეხლაც ევროპაზე მოხვედრის უმთავრესი კანდიდატია ცოტა უხერხულია... თორნიკეს გარდა ხო იგივე კალათბურთელები ყავდათ იგივე შილდისს და სხვებს? მერე რა მოხდა???

• giorgi

კიდევ ერთხელ გეუბნევით, კოკოშკოვი შესარჩევის შემდეგ უნდა შეცვალონ. გუნდიდან გასაშვებები არიან ქართველი მწვრთნელები: უსტიაშვილი და ტუღუში. ამათ დაასუსტეს და დააკნინეს ნაკრები, როცა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა გაუშვეს ნაკრებიდან, მათ ნაცვლად კი ანგარებით მათიაშვილი (რომელიც ვერასდროს ვერ ითამაშებს კალათბურთს, ,,რიჩო" ბავშვობიდან ასეთია, ვერ განვითარდება.თუ არა რატომ ერთი წუთით არ შეიყვანეს რომელიმე თამაშში?)და ლეჟავა ,,დააყენეს სკამზე". სასტიკად მოგთხოვთ პასუხს მთელი საქართველო

• gaiozi

წერილში ძალიან საიტერესო შეკითხვებია, იმედია გაეცემა პასუხები. მე ვფიქრობ, რომ დღეისთვის გაქართველოში დაგროვდა მაღალი დონის კალათბურთელები და მაღალ მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, კოკოშკოვს კი ჰგონია რომ თუ 12 გუნდში მვხდებით ეს უდიდესი წარმატებაიქნება, მან არ იცის რომ მხოლოდ ქართველ კალატბურთელებს თავის დროზე ევროპის ჩემპიონთა თასი ავს მოგებული მადრიდის რეალისთვი. ეს შემთხვევით არ ხდება. უმაღლესი მიღწევები კვლავაც უნდა გავიმეოროთ

• mmm.

მოზომილად ცერს-ასე ჯობს და არა ზოგიერტივიტ!

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია