ბერტ ვან მარვიიკმა ჰოლანდიის ნაკრები ორი წლის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ნარინჯისფერებმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადეს...

ბერტ ვან მარვიიკმა ჰოლანდიის ნაკრები ორი წლის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ნარინჯისფერებმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადეს. პირველად 1998 წლის შემდეგ, ჰოლანდიელებმა მუნდიალის ნახევარფინალს უწიეს და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსიც აქვთ. ვან მარვიიკს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი გაესაუბრა. ინტერვიუ რაღა თქმა უნდა, ბრაზილიელთა ძლევასა და ურუგვაელებთან მოახლოებულ ნახევარფინალს შეეხო.
- გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას. როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ ბრაზილიასთან დაპირისპირებამ?

- ეს იყო მატჩი, რომელიც მის ყველა მონაწილეს სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. ჩემმა გუნდმა საოცარი ხასიათი აჩვენა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამაჯერებლად სძლია. ვფიქრობ, ბევრი დარწმუნდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ჩემმა გუნდმა არადამაჯერებლად მხოლოდ შეხვედრის საწყის 20 წუთში ითამაშა, შემდეგ კი უკვე სრულად შევძელით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

- საინტერესოა, თავიდან რატომ არ წაგივიდათ თამაში?

- დაგვერღვა კოორდინაცია სათამაშო რგოლებს შორის და სწრაფი გოლიც ამიტომ მივიღეთ. თუმცა მალე ფეხბურთელთა შორის ურთიერთგაგება სრულად აღდგა, გავზარდეთ ტემპი და თამაში ჩვენთვის სასურველ კალაპოტში გადავიყვანეთ.

- ამაყობთ თქვენი ფეხბურთელებით?

- რა თქმა უნდა. უბედნიერესი ვარ, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ბიჭებმა მებრძოლი ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი წარმოაჩინეს.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ ძალიან გახსნილი ადამიანი, ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია მომმართოს და თავისი აზრი ან პრობლემა გამიზიაროს. მას შეუძლია, შუაღამითაც კი დამირეკოს და გამაღვიძოს. თუმცა ამავდროულად, მოთამაშეები არასოდეს კარგავენ ჩემდამი რიდსა და პატივისცემას. ჩემი აზრით, წარმატების უმთავრესი გასაღები გულახდილ ურთიერთობაშია.

- თქვენს მომავალ მეტოქე ურუგვაის კარგად იცნობთ?

- ამ გუნდის არაერთი მატჩი მაქვს ნანახი და მის ფეხბურთელებზეც სრულყოფილ ინფორმაციას ვფლობ. უდავოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ძალიან საშიში მოწინააღმდეგე გვეყოლება. ურუგვაის ნაკრებს უდიდესი პროგრესი აქვს, რაც მწვრთნელის დამსახურებაცაა და ძლიერი ახალი თაობისაც. ასე რომ, მხოლოდ ბრაზილიის დამარცხება ბევრს არაფერს ნიშნავს, შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად ვემზადებით. არავის ეგონოს, რომ ურუგვაელები მხოლოდ ნახევარფინალში გასვლით აპირებენ დაკმაყოფილებას.

- ჰოლანდიის ნაკრების წევრებს შორის ზედმეტი ეიფორია ხომ არ სუფევს?

- არა, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე მწარე გამოცდილება მიიღეს. მაშინ ხომ ჰოლანდიის ნაკრებმა ჯგუფში იტალია და საფრანგეთი დამაჯერებლად დაამარცხა და ყველას ეგონა, რომ ევროპის ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ გუნდი მეოთხედფინალსაც ვერ გასცდა. ასე რომ, გამარჯვების წინასწარ ზეიმს ნამდვილად არ ვაპირებთ.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა