ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი აცხადებს, რომ სურს პეკინისა და ლონდონის თამაშებზე ნაჩვენები შედეგების გამეორება 2016 წლის ოლიმპიადაზე

ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი აცხადებს, რომ სურს პეკინისა და ლონდონის თამაშებზე ნაჩვენები შედეგების გამეორება 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

"თუ მე რიოში გავემგზავრები და საკუთარ ტიტულებს დავიცავ, უფრო დიადი სპორტსმენი გავხდები. რაც შეეხება შემდეგ სეზონს, ჯერჯერობით არ ვიცი, რა სახეობებში გამოვალთ. ჯერ გეგმებისა და მიზნების შესახებ უნდა ჩამოვყალიბდე", - განაცხადა ბოლტმა.

ლეგენდარულმა იამაიკელმა აღნიშნა, რომ შეუძლია კონცენტრაცია მოახდინოს საკუთარი მსოფლიოს რეკორდების გაუმჯობესებაზე.

"არავინ ვიცით, რა შეგვიძლია რეალურად. შეიძლება ვცადო და 200 მეტრი 19 წამზე ნაკლებ დროში დავფარო ან 100 მეტრი გავირბინო 9,3 ან 9,4 წამში", - ამბობს უსაინი.

იამაიკელი აიმედებს თავის გულშემატკივარს, რომ აუცილებლად გამოვა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე, რომელიც მოსკოვში გაიმართება, მაგრამ გამოტოვებს თანამეგობრობის თამაშებს - ეს შეჯიბრი 2014 წელს გლაზგოში გაიმართება.

"თუ საკუთარ ორგანიზმს ძალიან დიდ დატვირთვებს მისცემთ, ის მალე გამოიფიტება, მე კი მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი დავრჩე სპორტში", - ამბობს სპრინტერი სააგენტო AP-სთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა