ამერიკის ღია პირველობის მესამე სათამაშო დღეს დასრულდა ბელგიელი კიმ კლაისტერსის კარიერა ერთეულთა თანრიგში
ამერიკის ღია პირველობის მესამე სათამაშო დღეს დასრულდა ბელგიელი კიმ კლაისტერსის კარიერა ერთეულთა თანრიგში.

სახელოვან ჩოგბურთელს წინასწარ ჰქონდა გამოცხადებული, რომ ეს ტურნირი ბოლო იქნებოდა მისთვის დიდ სპორტში. ბელგიელი პენსიაზე გაამგზავრა 18 წლის ბრიტანელმა ლაორა რობსონმა. კლაისტერსს 2003 წელს, თანამემამულე ჟუსტინ ანენთან ფინალში დამარცხების შემდეგ არ ჰქონდა წაგებული მატჩი აშშ-ის ღია პირველობაზე.

2005, 2009 და 2010 წლებში კიმმა აქ მთავარი პრიზი მოიპოვა, სხვა სეზონებში კი სხვადასხვა მიზეზის (კარიერის პირველად დასრულება, ტრავმები) გამო არ ჩადიოდა ნიუ იორკში.

მისი შეხვედრა რობსონთან ძალიან ნერვული და დრამატული აღმოჩნდა. ჩოგბურთელები თითო სეტში თითო ბრეიკს აკეთებდნენ. საბოლოოდ კი ორივე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გაარკვიეს. პირველი სეტის ბოლოს კლაისტერსს მიღებაზე ჰქონდა სეტბოლები, მაგრამ ბრიტანელმა შეძლო გადარჩენა და შემდეგ მე-13 გეიმის 7:4 მოგება.

მეორე სეტშიც ჩოგბურთელები ქულა ქულაში მიდიოდნენ, ბოლოს კი უკვე რობსონს ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, რაც მატჩბოლებს ნიშნავდა. კლაისტერსმა პირველი საფრთხე ძალიან ლამაზი კომბინაციით მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი ეისი შეასრულა. მაგრამ ტაი-ბრეიკზე ლაურა ისევ ოდნავ ძლიერი აღმოჩნდა.

"ეს ზღაპრულ მოგზაურობას ჰგავდა, რომელშიც ჩემი ბევრი ოცნება ასრულდა. როცა პატარა გოგონა ვიყავი, საშობაო ნაძვის ხის ქვეშ ვპოულობდი ჩოგნებს, მონიკა სელეშისა და შტეფი გრაფის ფოტოებს და არასოდეს მეგონა, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში მოვხვდებოდი. ახლა მესმის, რომ საკმაოდ დიდი ხანი გავატარე მწვერვალზე", - განაცხადა კიმ კლაისტერსმა, რომელსაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა პირველად წააგო ამერიკის ღიაზე მატჩი ტოპ-ათეულის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან. სულ კარიერაში მან 523 მატჩი მოიგო და 127-ჯერ დამარცხდა. მოიპოვა 41 ტიტული და 20 კვირის განმავლობაში სათავეში ედგა WTA-ს კლასიფიკაციას.

ბელგიელმა იმედი გამოთქვა, რომ მაქსიმალურად შორს გააღწევს ქალთა წყვილთა თანრიგსა და მიქსტში, სადაც ის კირსტენ ფლიპკენსსა და ბობ ბრაიანთან ერთად გამოდის. რაც შეეხება ლაურა რობსონს, ის მესამე წრეში ჩინელ ნა ლის შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა