რა შედეგებს მოიტანს ბელგიის გრანპრი?
მოახლოვდა შემოდგომა და მასთან ერთად განახლდება ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა შედეგებს მოიტანს ბელგიის გრანპრი?

ფერნანდო ალონსოს შეუძლია, თავისი პირობები უკარნახოს კონკურენტებს, რადგან გასულ რბოლებში მეტოქეებმა ერთმანეთს ბევრი ქულა აართვეს და ამით ესპანელს საქმე გაუადვილეს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ სპაზე ბევრის მიღწევა შეუძლიათ მიხაელ შუმახერსა და კიმი რაიკონენს, რაც ადრე არაერთხელ მომხდარა.

სხვათა შორის, 30 აგვისტოს "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ არ მიაჩნია საკუთარი თავი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად.

"არ მგონია, რომ ზაფხულის შესვენებისას გლობალური ცვლილებები მოხდა, - ამბობს ალონსო. - თუ ვილაპარაკებთ მხოლოდ სისწრაფეზე, ჩვენ - ბოლოები ვართ გრანდებს შორის.

უპირატესობა გვაქვს ქულებში, მაგრამ სხვა კომპონენტებში ჩამოვრჩებით. ასე რომ, საკუთარი თავი ფავორიტად არ მიმაჩნია".

თავის მხრივ, "რედ ბულის" პილოტმა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ არასწორია ტიტულისთვის ბრძოლაში ფერნანდო ალონსოს აუტსაიდერად მონათვლა.

"ალონსომ სრულად დაიმსახურა პირველი ადგილი სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ.

ცხადი იყო, რომ ზამთრის ტესტებზე და ჩემპიონატის საწყის ეტაპებზე "ფერარი" არც ისე ძლიერად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ ალონსომ მკვეთრად მოუმატა ტემპს და მას მუდმივად პოდიუმზე ვხედავდით. ასე რომ, მე მას აუტსაიდერს ვერ ვუწოდებ", - ამბობს გერმანელი პილოტი.

ბელგიის გრანპრი

ჩატარების ადგილი - სპა, ბელგია

წრის სიგრძე - 7 004 მ

საუკეთესო წრე - 1:45,108 (რაიკონენი, 2004)

საერთო ჩათვლა

1. ალონსო (ფერარი) - 164

2. უებერი (რედ ბული) - 124

3. ფეტელი (რედ ბული) - 122

4. ჰემილტონი (მაკლარენი) - 117

5. რაიკონენი (ლოტუსი) - 116

6. როსბერგი (მერსედესი) - 77

7. ბატონი (მაკლარენი) - 76

7. გროსჟანი (ლოტუსი) - 76

განრიგი

31 აგვისტო, 12:00 - I პრაქტიკა

31 აგვისტო, 16:00 - II პრაქტიკა

1 სექტემბერი, 13:00 - III პრაქტიკა

1 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია

2 სექტემბერი, 16:00 – რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა