ლვოვის "კარპატიდან" აჭარაში ჩამოსულ 21 წლის მეკარე ივან პიცანს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს
ბათუმის "დინამო" ორი უკრაინელი ფეხბურთელის დამატებას აპირებს: ლვოვის "კარპატიდან" უკვე ჩამოვიდნენ ივან პიცანი და ალექსანდრ ტიმშიშინი და მათ მალე განაცხადში შეიყვანენ.

21 წლის მეკარე პიცანს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

ივან პიცანი

დაიბადა 1990 წლის 19 იანვარს.

სიმაღლე 191 სმ, წონა - 79 კგ.

5 შეხვედრა ჩაატარა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში (U-18 და U-19).

პიცანს თავიდან კარიერა იდეალურად აეწყო: ლვოვის ფეხბურთის აღზრდილი "კარპატიში" 2007 წელს ჩაირიცხა და თავიდან "კარპატი-2"-ში თამაშობდა, მერე კი ლვოველთა ახალგაზრდულ გუნდში დააწინაურეს.

ლვოვში მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ფიქრობდნენ, რომ უკრაინას მაღალი კლასის მეკარეს გაუზრდიდნენ. "კარპატი 2"-დან ლვოველთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში სწრაფად გაიკვალა გზა და 18 წლის ბიჭს ძირითად გუნდში გადაყვანას უპირებდნენ.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე პაველ იაკოვენკომ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების სიაში დაასახელა.

მაგრამ ტრავმამ კარიერა აურია: 2010 წლის 23 აპრილს კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდთან შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ აღარც "კარპატიში" უთამაშია და აღარც უკრაინის ნაკრებში.

პიცანს შარშან თებერვალში "კარპატიმ" კონტრაქტი გაუწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა - ეს კლუბის გენერალურმა დირეტორმა იგორ დიდიშინმა გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა.

ამის შემდეგ პიცანი ლუგანსკის "ზარიაში" ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ლუგანსკელებმა გასასინჯად ჯაბა ლიპარტია მიიწვიეს.

ლვოველ ახალგაზრდას ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა გაუჭირდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, "კარპატის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის, რომან ტოლოჩკოს სიტყვებმა ახსნას:

"ივანი კარგად თამაშობს კარის ხაზზეც და გამოსვლაზეც. საერთოდ, მშვენიერი რეაქცია აქვს. მისი ნაკლი კი ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ: შესაძლოა, "აიჭრას", როდესაც ბურთს გაუშვებს".

აშკარაა, ტრავმა პიცანისთვის ის გაშვებული ბურთი აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც "აიჭრა", მაგრამ ბათუმში ჩასულმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია, საქართველოში "მეორე სუნთქვა" გაეხსნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა