საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფუტსალში სექტემბერში დაიწყება
ვისაც ფუტსალი ფეხბურთში ხელმოცარული ადამიანების სახეობა ჰგონია, მხოლოდ ორ გვარს დავუსახელებთ - რონალდინიოსა და დეკუს.

ეს ორი ვარსკვლავი სწორედ ფუტსალს თამაშობდა და დიდ ფეხბურთელებად სწორედ ამ სახეობაში ვარჯიშის შედეგად შედგნენ.

ბოლო დროს ქართულ ფუტსალს დიდ ყურადღებას ამიტომაც ვუთმობთ, მისი განვითარება კლასიკურ ფეხბურთსაც წაადგება.

...აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში: მისი ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარს შეადგენს, ფუტსალზე კი 3,7 მილიონია გამოყოფილი. ცხადია, ამხელა ბიუჯეტზე ჩვენი ფუტსალის შეფები ვერც იოცნებებენ, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან თუ არ დაიძრა, არც ბიუჯეტი იქნება და არც პერსპექტივა. საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ლევან ცქიტიშვილის არჩევის შემდეგ პროცესები დაიძრა და საინტერესოდ ვითარდება.

ქართული ფუტსალის მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი უმთავრესი კადრების კატასტროფული სიმცირეა. ეროვნული ჩემპიონატის ორ ლიგაში სულ რაღაც 20 კლუბი და 300-მდე მოთამაშე მონაწილეობს.

ცხადია, ასეთი მწირი არჩევანიდან ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები კიდევ ყოჩაღად დგას. ფუტსალის ასოციაციის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატისა და კლუბების გაძლიერება და გაზრდა არის.

როგორც ასოციაციაში გვითხრეს, მცირე ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ფუტსალის ასოციაციისა და კლუბების ხელმძღვანელები შეხვდნენ. წლეულს საიუბილეო, მე-20 ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება.

ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტურნირი 20-23 სექტემბერს დაიწყება. მონაწილე კლუბებს წერილობითი მიმართვა უკვე გაეგზავნათ.

შემდეგი შეხვედრა სექტემბრის პირველ კვირას გაიმართება და გაირკვევა, ჩემპიონატში რამდენი გუნდი ითამაშებს. შედგება კალენდრის კენჭისყრაც.

სამწუხაროდ, ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, გიზო ფხოველიშვილის კლუბი "ალგო" (რომელსაც ნაკრების ექს-თავკაცი ზაალ ჩიტალაძე ავარჯიშებდა) დაიშალა, ფეხბურთელები კი სხვადასხვა კლუბში გადანაწილდნენ.

არის მატება: "სოკარი" ჩემპიონატში გუნდის გამოყვანას დათანხმდა და ძლიერი შემადგენლობის შეკრებასაც აპირებს - ეს ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან ცქიტიშვილის და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის დამსახურებაა.

კლუბის ჩამოყალიბება ტექნიკურ უნივერსიტეტსაც სურს.

ცქიტიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე ორგანიზაციას დროებით რუსთავის "მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ქავთარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც, ამავდროულად, ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი გახლავთ.

სწორედ იმ პერიოდში განაცხადა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებს გუნდები ფუტსალის პირველობაზეც გამოეყვანათ.

იდეა ცქიტიშვილმაც მოიწონა და უკვე დამაიმედებელი ამბები ისმის: სამინისტროში შეხვედრაზე რუსთაველთა ვიცე-პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ფუტსალის ჩემპიონატში მონაწილეობა "მეტალურგსაც" სურს.

შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ასოციაციის საპატიო პრეზიდენტის, კახა დევდარიანის შეხვედრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ გუნდი გორსაც ეყოლება.

ვინ იქნება შემდეგი, ჯერ უცნობია, მაგრამ სამი ახალი კლუბის დამატება ბევრს ნიშნავს.

ახლახან თბილისის "არენა" განაახლეს და ამჟამად საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემპიონატის თამაშები თბილისის გარეთაც ჩატარდება. სპორტული დარბაზები განაახლეს ქუთაისსა (1500 მაყურებელს იტევს) და ოზურგეთში (200) და ალბათ, რამდენიმე ტურს ეს ქალაქებიც უმასპინძლებენ.

ფუტსალის ასოციაციაში ამბობენ, რომ მზად არიან გვერდში დაუდგნენ "იბერია სტარს": თუ კლუბი უეფას თასის ელიტრაუნდში გავა, უეფაში ჯგუფური ტურნირის მასპინძლად თბილისის კანდიდატურას წარადგენენ, რადგან საკუთარ კედლებში თამაში ფინალურ ოთხეულში მოხვედრის მეტ შანსს იძლევა.

ცხადია, ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების გაძლიერებას ემსახურება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს 26-30 იანვარს გამართავს. მომავალი მეტოქეების ვინაობას 4 დეკემბერს, უეფას ოფისში გასამართ წილისყრაზე შევიტყობთ.

მანამდე ავთანდილ ასათიანის გუნდმა ოქტომბერში პორტუგალიასთან ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა. თავიდან იყო შეთანხმება, რომ მატჩები 25 და 26 ოქტომბერს ჩატარდებოდა, მაგრამ პორტუგალიელთა თხოვნით, სპარინგები ერთი დღით ადრე, 24 და 25 ოქტომბერს დაინიშნა.

შესარჩევი ციკლის დააწყებამდე კი მალტის ფეხბურთის ფედერაცია 5-11 იანვარს საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საბერძნეთისა და დანიის გუნდებთან ერთად საქართველოსაც იწვევს; რეიკიავიკში სპარინგი ისლანდიელებსაც სურთ, მაგრამ 4 დეკემბრის კენჭისყრას ელოდებიან.

თამაშები შესარჩევის შემდეგაც იგეგმება: 2013 წლის თებერვალში სერბეთი გვიწვევს. აპრილში ევროპულ ტურნეს გეგმავს ახალი ზელანდია და ერთ-ერთ შესაძლო მეტოქედ განგვიხილავს.

ავთანდილ ასათიანის შეგირდებთან თამაშზე თანახმაა არგენტინისა და იაპონიის ფუტსალის ნაკრებები.

ამას გარდა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციაში მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე ფიქრობენ: მიმდინარეობს მუშაობა ALL STAR-ის გამართვაზე.

სფა-ს წამოწყება პორტუგალიის, სერბეთის და იაპონიის ფედერაციებს მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს, საქართველოში ფუტსალელები თავიანთივე ხარჯებით მოავლინონ. აღნიშნულ პროექტში ჩართვა მაკედონიისა და პოლონეთის ასოციაციებსაც სურთ.

და თუ ეს მართლაც განხორციელდა, თბილისში მაგარ სანახაობას ვიხილავთ, რადგან ფუტსალს არანაკლები ჯადოქრები თამაშობენ, ვიდრე კლასიკურ ფეხბურთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავთანდილ ასათიანი: საქართველოს ნაკრებს ბევრი სპარინგი სჭირდება

"იბერია სტარმა" "გაზპრომის" გუნდი დაამარცხა და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები - სერბეთი და ახალი ზელანდიაც გვეთამაშებიან?

ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა