საქართველოს დიდოსტატ ქალთა ნაკრებს სტამბულის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში გერმანიის ეროვნული გუნდი მეტოქეობდა
საქართველოს დიდოსტატ ქალთა ნაკრებს სტამბულის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში გერმანიის ეროვნული გუნდი მეტოქეობდა.

მართალია, ალემანები გრანდებს არ განეკუთვნებიან, მაგრამ საკმაოდ კარგი მოთამაშეები ჰყავთ, თუნდაც ელიზაბეტ პეტცი, რომელიც ნებისმიერ შეჯიბრებაზე მოწინააღმდეგეებისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

პირველ დაფაზე გუშინ მას თეთრი ფიგურებით ჩვენი გუნდის ლიდერი ნანა ძაგნიძე დაუპირისპირდა, რომელიც პირველი ორი ტურის განმავლობაში ისვენებდა.

დებიუტში ნანამ პოზიციური უპირატესობა მიიღო, მაგრამ 25-ე, B3 სვლით ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და 41-ე სვლისთვის აშკარად წასაგები პოზიცია მიიღო.

ჩვენდა საბედნიეროდ, პეტცმა ეს საჩუქარი ბოლომდე ვერ შეირგო - მანაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა და მეტოქეები 90-ე სვლაზე დაზავდნენ.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ტატიანა მელამედი და ბელა ხოტენაშვილი, ხოლო ნინო ხურციძემ მარტა მიხნასთან წააგო.

მატჩის ბედი ლელა ჯავახიშვილისა და მელანი ოჰმის პარტიაზე იყო დამოკიდებული. დებიუტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

21-ე სვლისთვის გერმანელი უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, რაც 52-ე სვლამდე გაგრძელდა. ჯავახიშვილმა თანდათან შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და 71-ე სვლისთვის თავად მიიღო უკეთესი პოზიცია.

ამ გამარჯვებით ჯავახიშვილმა თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. საბოლოოდ ფრე - 2:2.

ასეთივე ანგარიშით დამთავრდა ოლიმპიადის ფავორიტების - ჩინეთისა და უკრაინის შეხვედრაც: ჩინეთი - უკრაინა 2:2 (ჰოუ იფანი - კატერინა ლაგნო 1:0, მარია მუზიჩუკი - ჟაო სიუ 1:0, ცზიუ ვენძიუნი - ნატალია ჟუკოვა 0,5:0,5, ანა უშენინა - ჰუან ქიანი 0,5:0,5), პოლონეთი - უნგრეთი 3:1 (მონიკა სოჩკო - ჰოანგ თან თრანგი 1:0, ტისია გარა - ივეტა რაილიჩი 0,5:0,5, იოლანტა ზავადსკა - ანა რუდოლფი 1:0, პეტრა პაპი - კარინა შჟეპკოვსკა 0,5:0,5), ავსტრია - საფრანგეთი 1:3 (იულია ნოვკოვიჩი - სოფი მილიე 0:1, ნინო მაისურაძე - ვერონიკა ექსლერი 1:0, ანა-კრისტინა კოპინიტისი - სილვია კოლასი 0:1, ანდრეა ბლოენგიერი - ანა-ლენა შნეგი 1:0), სერბეთი - ესპანეთი 3,5:0,3, სლოვენია - ყაზახეთი 2:2, რუსეთი - მონღოლეთი 3,5:0,5 (ტატიანა კოსინცევა - ბათჰუიაგ მონგონთუული 0,5:0,5, თუვშინთუგს ბათხიმეგი - ნადეჟდა კოსინცევა 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი - დულამსურენ იანჯიდულამი 1:0, ბაიანმუკ ანხჩიმეგი - ნატალია გონინა 0:1), აშშ - უზბეკეთი 2:2, სომხეთი - ინდოეთი 1,5:2,5.

სამი ტურის შემდეგ ინდოეთს, რუსეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სერბეთს, არგენტინას, პოლონეთსა და საფრანგეთს 6-6 ქულა აქვთ; საქართველოს, ჩინეთს, უკრაინას, გერმანიას და კიდევ 10 გუნდს - 5-5 ქულა.

30 აგვისტოს ჩვენმა ბიჭებმა გაგვახარეს: ისინი ჰოლანდიელთა საკმაოდ ძლიერ გუნდს ხვდებოდნენ. პირველ სამ დაფაზე პარტიები ყაიმით დასრულდა - დაზავდნენ მიხეილ მჭედლიშვილი - ლოეკ ვან ველი, ივან სოკოლოვი - მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია - იან სმიტსი. საქართველოს ნაკრებს მეოთხე დაფაზე მომგებიანი ქულა მოუტანა კონსტანტინე შანავამ, რომელიც ბოლო მომენტში ბაადურ ჯობავას ავადმყოფობის გამო მიიწვიეს გუნდში. კოტემ გუშინ შავი ფიგურებით დანიელ სტელვაგენს აჯობა.

აქვე გაუწყებთ ფავორიტთა მონაწილეობით გამართული მატჩების შედეგებს: ვენესუელა - აშშ 0,5:3,5, ფარერის კუნძულები - აზერბაიჯანი 0,5:3,5, საფრანგეთი - ბულგარეთი 2,5:1:5 (მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა ვესელინ ტოპალოვს მოუგო), ინგლისი - კუბა 3:1, უკრაინა - ისრაელი 2,5:1,5 (ვასილი ივანჩუკი - ბორის გელფანდი 0,5:0,5, მაქსიმ როდშტეინი - რუსლან პონომარიოვი 0:1, ანდრეი ვოლოკიტინი - ევგენი პოსტნი 1:0, ბორის ავრუხი - პაველ ელიანოვი 1:0), სომხეთი - ესპანეთი 2,5:1,5, სლოვენია - ინდოეთი 1:3, ირანი - გერმანია 0:4, რუმინეთი - ჩინეთი 1:3, რუსეთი - ლატვია 2,5:1,5.

სამი ტურის შემდეგ 13 გუნდს აქვს 6-6 ქულა, მათ შორის - აშშ-ს, ჩინეთს, გერმანიას, აზერბაიჯანს, რუსეთს... საქართველო 4 ქულით 26-ე ადგილზეა.

31 აგვისტოს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება. გაუწყებთ საქართველოს და მეწინავე გუნდების წილისყრის შედეგებს: ქალები. ინდოეთი - სერბეთი, ჩეხეთი - რუსეთი, სლოვაკეთი - პოლონეთი, საფრანგეთი - არგენტინა, გერმანია - ჩინეთი, კუბა - საქართველო, აშშ - სლოვენია, ლატვია - ბელარუსი, უკრაინა - ჰოლანდია, ყაზახეთი - საბერძნეთი, უზბეკეთი - ბულგარეთი. ვაჟები. აშშ - ინდოეთი, რუსეთი - ჩინეთი, აზერბაიჯანი - გერმანია, საფრანგეთი - ინგლისი, ფილიპინები - სომხეთი, უკრაინა - პოლონეთი, სლოვაკეთი - უნგრეთი... ფარერის კუნძულები - საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს