კლუბში არსებულ ამჟამინდელ ვითარებასა და მომავლის გეგმებზე "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი საუბრობს
თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბია.

ამ გუნდში ქართული რაგბის თაობები გაიზარდა და ის მუდმივად იყო ეროვნული ნაკრების შევსების წყარო.

თავისი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე რკინიგზელთა გუნდს საკმაოდ ძნელი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ნებისმიერი ვითარებიდან გამოსავალს წარმატებით პოულობდა და ყველა სირთულეს თავს ართმევდა.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ხანაში "ლოკომოტივი" ყველაზე მეტჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ასევე ყველაზე მეტჯერ აღუმართავს საქართველოს თასი. როგორც ყოველთვის, რკინიგზელებს არც ახლა ულხინთ, თუმცა მიზნად მხოლოდ გამარჯვება და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძოლა აქვთ დასახული.

კლუბში არსებულ ამჟამინდელ ვითარებასა და მომავლის გეგმებზე "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს ვესაუბრეთ.

- ახალი სეზონისთვის მზადება 5 აგვისტოს დავიწყეთ. მწირი ფინანსური მდგომარეობის გამო ქალაქგარეთ საწვრთნელი შეკრების გამართვა ვერ მოვახერხეთ. ამიტომ დიღომში "ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზაზე ვვარჯიშობთ. ახალს არაფერს ვაკეთებთ. როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივი, გეგმიური, რუტინული შრომა გვაქვს.

- გუნდში, ალბათ, ცვლილებებია, სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გაძლიერება შეძელით?

- გაძლიერება ვერ შევძელით. პირიქით, სამი წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ. მორკინალები ბაჩუკი გუჯარაიძე, გიორგი ნადირაძე და ტარიელ ვეფხვაძე საფრანგეთში გადაბარგდნენ. ამასთან ერთად, სერიოზული ტრავმა აქვს პირველხაზელ ლევან ზარიძეს. შესაძლოა, მას ჯვარედინი მყესის ოპერაცია დასჭირდეს და ისე გამოვა, რომ პირველ წრეში ვერაფრით დაგვეხმარება.

რაც შეეხება მატებას, "ლელოდან" დაგვიბრუნდა შუამარბი რატი ხუციშვილი. ამასთან ერთად, ჩვენი სათადარიგო გუნდიდან დავიმატეთ ახალგაზრდა მოთამაშეები.

- დანაკლისი სერიოზული გქონიათ. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა ახალი მოთამაშეები გუნდთან უმტკივნეულოდ ინტეგრირებას და "ლოკომოტივის" სათამაშო კონცეფციის ათვისებას?

- რაგბი ისეთი თამაშია, რომ თუ შეძლეს თეორიის, ტაქტიკური მონახაზის აღქმა და ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა, ვფიქრობ, ადაპტაციას მალე მოახერხებენ და კარგადაც ითამაშებენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გუნდში გვყავს საკმაოდ გამოცდილი მორაგბეები, რომლებიც უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, "ლოკომოტივის" ღირსებას იცავენ და ძირითად ბირთვად ჩამოყალიბდნენ.

ესენია: ზვიად მაისურაძე, ვახტანგ კავთიძე, ბექა წიკლაური, ირაკლი ღვინჯილია, გივი ბერიშვილი და სანდრო ქავთარაძე. მათზე დაყრდნობით ძალიან კარგი გუნდის აშენება შეიძლება.

რაც შეეხება ახალგაზრდა მორაგბეებს, თითქმის ყველას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვთ, უბრალოდ, გამოცდილება აკლიათ, რაც დროთა განმავლობაში მოვა.

კარგია ის გუნდი, რომლის 7-8 მოთამაშეზე ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ღირსიაო. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ამბიციის მქონე, ამ რაოდენობის მორაგბეები არ გვყავს.

- დიღომში, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე როგორი პირობებია?

- სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობები გვაქვს. ამ ბაზაზე მარტო ძირითადი გუნდი როდი ვარჯიშობს. აქვე არიან "ლოკომოტივს" ჭაბუკთა გუნდებიც, რომლებიც A და B ლიგებში ასპარეზობენ. ჩვენს კლუბში დაახლოებით ორასამდე ბავშვია. წესით, ჩვენს ბაზაზე რეკონსტრუქცია უნდა დაწყებულიყო, რომლის შემდეგაც პირობები ბევრად უკეთესი გვექნება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ყველაფერი შეფერხდა.

- ფინანსური პრობლემები ახსენეთ. ეს გუნდს ხელს ხომ არ შეუშლის, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს?

- არა, ეს ხომ პირველად არ ხდება. ფაქტობრივად, ყველა სეზონის დაწყების წინ ანალოგიურ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის ვპოულობდით.

წინა სეზონში VTB ბანკისა და სახელმწიფოს დახმარებით ვთამაშობდით. ეს ბანკი დახმარებას მომავალშიც გვპირდება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ერთი სიტყვით, ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ვინც უნდა იყოს მეტოქე, ყველას დამარცხებას შევეცდებით.

წლეულს 12 თამაში გვაქვს, მერე ზამთარში ერთთვიანი შესვენებაა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

სწორედ ამ პერიოდზე იქნება დამოკიდებული ჩვენი გუნდის ბედი. თუ მაგ დროისთვის ფინანსურად კარგად ვიქნებით, ჩემპიონობისთვის ბრძოლას რეალურად შევძლებთ.

ლოკომოტივი (თბილისი)

პირველი ხაზი: დავით გასვიანი, ლაზარე მარსაგიშვილი, ხვთისო ელოშვილი, ლევან გენებაშვილი, ლევან ზარიძე, ლადო გუნიავა, გიორგი ვეზდენი, დიმიტრი ცუხიშვილი, ირაკლი უზუმბეგაშვილი, ნიკო კაზალიკაშვილი, გიორგი მღებრიშვილი.

მეორე ხაზი: ზურაბ კირკიტაძე, ლაშა თავბერიძე, გუკა ჯოხაძე, გიორგი გეგია.

მესამე ხაზი: ზვიად მაისურაძე, გრიგოლ ნიშნიანიძე, ვახტანგ ახვლედიანი, გივი ბერიშვილი, მიხეილ ბენდიაშვილი, თემურ ჩიტიძე, გიორგი ხოლუაშვილი, გოჩა ასაშვილი, გუჯა ღუდუშაური, გიორგი ჯღარკავა, სოსო ბეკოშვილი.

#9: ირაკლი ღვინჯილია, რევაზ გუდაძე, გიგა შერაზადაშვილი.

#10: ბობა კვინიხიძე, ვახტანგ კავთიძე, საბა ჭურღულია, ირაკლი გოდერძიშვილი.

#12-13: ილია გოგიშვილი, სანდრო ქავთარაძე, მურმან ფალიანი.

#11-14: დავით ჯამუტაშვილი, გიორგი ელოშვილი, შალვა შიოშვილი, რატი ხუციშვილი, დიტო ჭურღულია, თორნიკე მაისურაძე, ივანე ავლოხოვი, ალეკო ფილფანი, დიმიტრი ბოხაშვილი, ლაშა ცომაია, გოგა ბოსტაშვილი.

#15: გიორგი ასათიანი, გიორგი კობერიძე, ბექა წიკლაური, გიორგი ბიწაძე.

I ტური

ლოკომოტივი-ყოჩები, აია-ბათუმი XV, არმაზი-ხარები, არმია-ჯიქები, ლელო-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა