საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. მერვე ტურამდე ცხრილის პირველ ადგილზე "სენტ-ეტიენი" იმყოფებოდა, რომელიც შაბათს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "მარსელს" 1:1 დაუზავდა და "მწვანეთა" ამ წაფორხილებით ტურის დასკვნით მატჩში "რენმა" ისარგებლა, რომელმაც სეზონის სტარტის საუკეთესო ფრანგული კლუბი "ტულუზი" 3:1 დაამარცხა...

საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა. მერვე ტურამდე ცხრილის პირველ ადგილზე "სენტ-ეტიენი" იმყოფებოდა, რომელიც შაბათს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "მარსელს" 1:1 დაუზავდა და "მწვანეთა" ამ წაფორხილებით ტურის დასკვნით მატჩში "რენმა" ისარგებლა, რომელმაც სეზონის სტარტის საუკეთესო ფრანგული კლუბი "ტულუზი" 3:1 დაამარცხა.

ადამიანია თუ კატა?

სენტ-ეტიენის "ჟოფრუა-გიშარზე" მასპინძლები დომინირებდნენ და, როგორც "მწვანეების" გოლკიპერმა ჟერემი ჟანომ თქვა, ჩემი მარსელელი კოლეგა რომ არა, ამ თამაშს უთუოდ მოვიგებდითო.

"სტივ მანდანდამ რამდენიმე მკვდარი ბურთი აიღო, ერთ მომენტში კი უბრალოდ გამაოგნა – კატაა, თუ ადამიანი? ისეთი რექცია გამოავლინა, განცვიფრებული დავრჩი", - თქვა ჟანომ.

"მარსელის" დამრიგებელი დიდიე დეშანი კი შედეგით კმაყოფილი იყო. "ქულის მოპოვებით კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარი ჩვენი კარნახით წარიმართა, შესვენების შემდეგ კი "სენტ-ეტიენმა" დაწოლას მოუმატა და ძლიერ გაგვიჭირდა, - თქვა ნამატჩევს დეშანმა, - "სენტ-ეტიენი" ცხრილის სათავეში განა შემთხვევით იმყოფებოდა. თანაც მეტოქე ჩვენზე დასვენებული იყო – ეს ხომ მესამე მატჩი იყო ჩემი გუნდისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში".

რენი ჩემპიონობისთვის იბრძოლებსო

ლიდერი კი, როგორც ზემოთ ვთქვით, "რენია". ამ გუნდმა "ტულუზის" წინააღმდეგ ძალიან ორგანიზებულად და ჭკვიანურად ითამაშა. შედეგიც ლოგიკური მიიღო – 3:1.

ბრეტონულ კლუბში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისულ ნახევარმცველ სტეფან დალმას მიაჩნია, რომ მის ახალ გუნდს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა სავსებით ხელეწიფება. 31 წლის დალმას თქმით, "რენის" ლიდერობაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს – ყოველივე დიდი შრომის ლოგიკური ნაყოფიაო.

"ზაფხულში ნაყოფიერად ვიმუშავეთ, სეზონისთვის საუცხოოდ მოვემზადეთ და თითქოს ყველა ნიუანსი დავამუშავეთ. ჩვენი წარმატებული თამაში უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე მოულოდნელობა. არ ვიცი, რა ხდება "ლიონში" თუ "მარსელში". არც მაინტერესებს. ფაქტია, რომ ორივე გრანდში გარკვეული პრობლემებია. "ბორდო" კი ჩემპიონობისთვის ალბათ ვერ იბრძოლებს – ასეთი სუსტი თამაშით უფრო მოკრძალებული მიზნები უნდა გქონდეს. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, წყალს ჩვენს წისქვილზე ასხამს, თუმცა ასეც რომ არა, მაინც ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით ფრანგული ფეხბურთის მასშტაბით", - თქვა მრავალნაცადმა დალმამ.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა