"ლივერპულის" ყოფილი მეკარე, თბილისის "დინამოსთნ" 1979 წლის ქართველთათვის ლეგენდარული დაპირისპირების მონაწილე რეი კლემენსი ამბობს, რომ ყველა, ვინც ამბობს, რომ მერსისაიდელთა მწვრთნელის თანამდებობიდან როი ჰოჯსონი უნდა გადადგეს, გიჟია...
"ლივერპულის" ყოფილი მეკარე, თბილისის "დინამოსთნ" 1979 წლის ქართველთათვის ლეგენდარული დაპირისპირების მონაწილე რეი კლემენსი ამბობს, რომ ყველა, ვინც ამბობს, რომ მერსისაიდელთა მწვრთნელის თანამდებობიდან როი ჰოჯსონი უნდა გადადგეს, გიჟია.

შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონი გუნდში თავადაც ახალი მისულია - რაფა ბენიტესი გასულ ზაფხულს შეცვალა. კლემენსი კი ამბობს:

"როი ჰოჯსონმა "ბლექპულთან" მარცხს საწყენი ამბავი უწოდა, რაც, ეჭვი არ არის, მომხდარის მეტისმეტად მსუბუქი შეფასებაა. არავინ ელოდა, რომ "ლივერპული" ცხრილში ასეთ დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა დარწმუნებილა, რომ მალე გარდამტეხი მომენტი დადგება და "წითლები" კარგად ათამაშდებიან.

ჰოჯსონის გაშვებაზე ლაპარაკი დღეს სიგიჟეა. მერწმუნეთ, "ლივერპულს" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თუ აცლიან ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მას სახელოები დაკაპიწებული აქვს და თუ კლუბის ხელმძღვანელები თავიანთ საქმეებს მოაგვარებენ, შესანიშნავ შედეგს აჩვენებს.

ერთი სიტყვით, ახლა უპრიანია "ლივერპულის" ყველა წევრმა მოინდომოს, ერთსულოვნება გამოიჩინოს და რეალისტური, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას და შესრულებას შეუდგეს.

ეჭვი არ მეპარება, მერსისაიდელებს კვლავ შეუძლიათ პრემიერლიგის მწვერვალთან მიახლოვება. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. დანარჩენებმა მისი დავალებები უნდა შეასრულონ".

"წითლების" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა დირკ კუიტმა კი გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

"ნამდვილად ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. რაც "ლივერპულში" ვთამაშობ, ასეთი მწარე მარცხი, ალბათ, არც განგვიცდია და ამისათვის მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. ახლა, ყველაზე მთავარია კვლავ გამარჯვებათა გზაზე დავდგეთ. სამწუხაროა, სანაკრებო წყვეტა რომ დაგვემთხვა. ახლა, მთელი ორი კვირა "ბლექპულთან" წაგება უნდა გვეკიდოს კისერზე მძიმე ტვირთად".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა