"ლილისთან" მატჩში "პარი სენ-ჟერმენის" დაცვას სიმყარეს ტიაგო სილვას დებიუტი შემატებს
"ლილი" და "პარი სენ-ჟერმენი" "მეტროპოლზე" გასამართი მატჩის წინ მარტივი ამოცანის წინაშე დგანან - რაკი ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონსაც და მესამეადგილოსანსაც ცუდი სტარტი ჰქონდათ, ეს მატჩი უნდა მოიგონ.

რა საკვირველია, ცუდი სტარტი ჰქონდაო, მასპინძელზე უფრო ნაკლებად ითქმის, მაგრამ როცა 3 ტურის შემდეგ ჩამორჩენა ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერებთან უკვე 4 ქულაა, სხვა სახელის მოძებნა ნამდვილად ძალიან ძნელია.

კიდევ უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული დედაქალაქური გრანდი. "ლურჯ-წითლები" არათუ საფრანგეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

იმ კლუბის ამბიციები, რომელმაც შემადგენლობის გასაძლიერებლად 140 მილიონი ევრო დახარჯა, ალბათ დღესავით ნათელია, მაგრამ პსჟ ჯერ ჯიუტად დგას ადგილზე. ის არაფრით უკეთესი არ არის შარშანდელ გუნდზე.

პარიზელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი თავს იმართლებს, რომ "პარკ დე პრენსზე" ძალიან ბევრი ახალწვეული მოვიდა და გუნდს შეთამაშება სჭირდება. თუმცა "ბორდოსთან" მატჩში იტალიელს მინდორზე შარშანდელი შემადგენლობის 10 კაცი ჰყავდა და ვფიქრობთ, ეს არგუმენტი არ არის.

პრობლემების ძირი სულ სხვაგან მარხია. მისი გადაწყვეტის გზებიც სწორედ ანჩელოტის საძიებელია.

"აშკარაა, მომენტების შექმნა გვიჭირს. ბურთის კონტროლს მხოლოდ მეტოქის კარისგან შორს ვახერხებდით, სიახლოვეს კი სამოქმედი არეალი პრაქტიკულად არ გვქონდა. "ბორდომ" დაცვაში ძალიან კარგად იმუშავა.

მეტი მუშაობა გვმართებს. ჩვენი თამაში ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორც ეს შარშან იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ კიდეც. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ბიჭების თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კარგია, რომ წინა მატჩებთან შედარებით ხარისხმა მაინც მოიმატა.

მოსაგებად მომდევნო შეხვედრაში კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ. "ლილთან" მატჩი ალბათ ის დღე იქნება, როცა იმ გზას დავუბრუნდებით, რომლითაც უნდა ვიაროთ", - თქვა ანჩელოტიმ.

დედაქალაქელთა დაცვას სიმყარეს შემატებს ტიაგო სილვას დებიუტი. კლუბმა ფეხბურთელს ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობის შემდეგ დამატებითი შვებულება მისცა. ტიაგო ძირითად შემადგენლობაში თანამემამულე ალექსს შეუწყვილდება.

"ლილმა" ედენ აზარი დაკარგა. ეს არ არის მხოლოდ მისი დანაკლისი. ბელგიელი ჯადოქარი მთელმა ფრანგულმა საკლუბო ფეხბურთმა მოისაკლისა.

"ძაღლებმა" ბევრი ეძებეს თუ ცოტა, "სოშოდან" 10 მილიონ ევროდ მარვენ მარტენი იყიდეს. ვერ დავიჩემებთ, რომ სრულფასოვანი შეცვლაა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს ივუარელ სალომონ კალუსაც თუ დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ რუდი გარსიას გუნდმა შარშანდელი შედეგის გამეორება კი არა, მისი გაუმჯოსებესებაც უნდა შეძლოს.

ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ ჯერაც ჭაკადაა, არც ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა იყოს წარმოუდგენელი.

"ძაღლებს" 2 სექტემბერსვე შეეძლებათ, ამ ოცნებას საფუძველი ჩაუყარონ.

საფრანგეთი. ლიგა 1. IV ტური

1 სექტემბერი

ლიონი-ვალანსიენი 19:00

ბასტია-სტ. ეტიენი 22:00

აიაჩო-ევიანი 22:00

ლორიანი-ნანსი 22:00

სოშო-მონპელიე 22:00

ბრესტი-ტრუა 22:00

ტულუზი-რეიმსი 22:00

2 სექტემბერი

ბორდო-ნიცა 16:00

მარსელი-რენი 19:00

ლილი-პსჟ 23:00

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. მარსელი 3 3 0 0 4-0 9

2. ლიონი 3 2 1 0 6-2 7

3. ვალანსიენი 3 2 1 0 4-0 7

4. ტულუზი 3 2 1 0 4-2 7

5. ბორდო 3 2 1 0 4-2 7

6. ბასტია 3 2 0 1 7-6 6

7. ლორიანი 3 1 2 0 6-5 5

8. ლილი 3 1 2 0 5-4 5

9. ნანსი 3 1 1 1 2-2 4

10. სტ. ეტიენი 3 1 0 2 6-4 3

11. პსჟ 3 0 3 0 2-2 3

12. რენი 3 1 0 2 3-4 3

13. რეიმსი 3 1 0 2 2-3 3

14. ბრესტი 3 1 0 2 1-5 3

15. ნიცა 3 0 2 1 2-3 2

16. აიაჩო 3 1 1 1 1-3 2

17. ევიანი 3 0 1 2 3-5 1

18. მონპელიე 3 0 1 2 2-4 1

19. ტრუა 3 0 1 2 3-7 1

20. სოშო 3 0 0 3 2-6 0

* აიაჩოს -2 ქულა

ბომბარდირები:

2-2 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი), ლუდოვიკ ობრანიაკი (ბორდო), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), ჟერემი ალიადიე (ლორიანი), ტოიფულო მაულიდა, ანტონი მოდესტე (ორივე ბასტია), ბაფეტიმბი გომისი, მიშელ ბასტოსი (ორივე ლიონი) პიერ ემერიკ აუბამეიანგი (სტ ეტიენი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზახარიანმა შეიძლება პსჟ-ში კვარაცხელიასთან ერთად შეუტიოს?
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
უცნაურია - ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს