ენდიმ კიმ კლაისტერსს მიბაძა და ამერიკის ღიას შემდეგ დაასრულებს კარიერას

31 აგვისტოს სამწუხარო ამბავი შეიტყვეს ამერიკული ჩოგბურთის გულშემატკივრებმა. ქვეყნის ყოფილმა პირველმა ნომერმა ენდი როდიკმა ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა.

ამის შესახებ მან ოფიციალურად გამოაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

როდიკს უნდა ჩაატარებინა ამერიკის ღიაზე მეორე წრის მატჩი ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან. სხვათა შორის, 30 აგვისტოს მან თავისი 30-ე დაბადების დღე აღნიშნა.

"ბოლო პერიოდში მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, შემიძლია თუ არა უმაღლეს დონეზე კონკურენციის გაწევა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოვახერხებ კორტზე სრულად დახარჯვას როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, - განაცხადა როდიკმა. - ახლა, მთელს ყურადღებას ოსტინში საკუთარი სპორტული ცენტრის გახსნას დავუთმობ.

ასევე მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელებაზე ვიზრუნებ. ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ახალი ეტაპი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში".

როდიკს ერთადერთხელ აქვს მოგებული კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირი - ეს 2003 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოხდა. გარდა ამისა, მან ამავე ტურნირზე ერთხელ ფინალში ითამაშა, აგრეთვე მის ანგარიშზეა უიმბლდონზე სამი წაგებული ფინალი.

ენდიმ ჯამში ATP-ის 32 ტურნირი მოიგო და 2003 წლის ნოემბერში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მან ჯამში 607 მატჩი მოიგო და 209-ჯერ დამარცხა. კორტზე ამერიკელს 20 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა