საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩებს 7 და 11 სექტემბერს გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა გაფართოებული სია დაასახელა, 7 და 11 სექტემბერს, შეაბამისად, ბელარუსის და ესპანეთის მატჩებისთვის რომ არიან გამოძახებულნი - საქართველოს უპირველესი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩებს გამართავს.

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ნუკრი რევიშვილი(კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი(ქაისერისპორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა(ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (დინამო თბილისი), დავით კვირკველია(დილა);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), სანდრო გურული (დილა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი) თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (დილა), ირაკლი სირბილაძე (ინტერი, ფინეთი).

ორივე შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება. ბელარუსთან მატჩი 21 საათზე დაიწყება, ესპანეთთან კი ნახევარი საათით გვიან.

2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩენპიონატის ტურია და სხვა ქვეყნებშიც მეტწილად უქმეებზეა შიდა ჩემპიონატის შეხვედრები, ჩვენი ნაკრებიც შეკრებას 3 სექტემბერს დაიწყებს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".

ქეცბაიას 25 კაციანი სიიდან 8 საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელია.

გიორგი რეხვიაშვილი და დავით კვირკველია - ნაკრების წინა შეკრებაზე ქეცბაიას ეს მცველები არ გამოუძახებია, დინამოელი რეხვიაშვილი სულაც პირველად არის მიწვეული ეროვნულ გუნდში.

ნაკრებს უბრუნდებიან ირაკლი მაისურაძე, თორნიკე გორგიაშვილი და დავით დევდარიანი.

ქეცბაიამ აღარ გამოიძახა "ბოხუმის" თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში "აალენთან" შეცვლაზე სამი წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რა შემადგენლობით მოდის თბილისში ესპანეთის ნაკრები

თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]

zurazura
ეჰ ქეცბაიას საცოდავი გუნდი ამ პეხბურტელებიტ რა უნდა ქნას ნეტავ.რადროს ხიზანისჰვილის გამოდზახება იყო
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა