ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველმა მოჭადრაკეებმა კუბა და ფარერები დაჯაბნეს

ქართველმა მოჭადრაკეებმა კუბა და ფარერები დაჯაბნეს

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მე-4 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა კუბელები მშრალი ანგარიშით დაამარცხა, ვაჟთა გუნდმა კი ფარერებს 3:1 სძლია
31 აგვისტოს სასიხარულო ცნობა მივიღეთ სტამბოლიდან, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს: საქართველოს ქალთა ნაკრებმა კუბელები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს, ვაჟთა გუნდმა კი ფარერებს 3:1 სძლია.

ახლა კი უფრო დაწვრილებით: მე-4 ტურში ჩვენს მანდილოსნებს წილისყრამ მეტოქედ კუბის გუნდი არგუნა, რომელიც სიძლიერით არ გამოირჩევა. ამიტომაც ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილსა და ნინო ბაციაშვილს, შესაბამისად, ლისანდა ორდას ვალდესის, ოლეინი ლინარესის, მარიზა რობაინა არიბასისა და ლისანდრა პუპო ლაუდის დამარცხება არ გასჭირვებიათ.

ამ მოგების მიუხედავად, ქართველებმა გათამაშების ცხრილის სათავეში ვერ გადაინაცვლეს - იქ 8-8 ქულით რუსები და ფრანგები არიან. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან ამგვარი წარმატება არავის უკვირს, რადგან გუნდის შემადგენლობაში ექსტრაკლასის დიდოსტატები გამოდიან.

31 აგვისტოს მათ ჩეხებს აჯობეს - 3:1 (ტატიანა კოსინცევა - ევა კულოვანა 0,5:0,5, ვალენტინა გუნინა - კატერინა ნემკოვა 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა - კრისტინა ჰავლიკოვა 1:0, ნატალია პოგონინა - კაროლინა ოლსაროვა 1:0). აი, ფრანგებისგან კი ასეთი წინსვლა, ერთგვარად, მოულოდნელი იყო, იმის მიუხედავად, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონი ელმირა სკრიპჩენკო მეწინავეობს.

სასიამოვნოა, რომ სამფეროვანთა გამარჯვებებში თავისი წვლილი შეაქვს ნინო მაისურაძეს, რომელიც საფრანგეთშია გათხოვილი. 31 აგვისტოს მან არგენტინელი მარია პლაზაოლას დამარცხებით მორიგი მომგებიანი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.

სკრიპჩენკო კაროლინა ლუიანს დაუზავდა. სოფი მილიემ და სილვია კოლასმა, შესაბამისად, კლაუდია ამერა და დანიელ ჰოვარდ ფერნანდესი დაჯაბნეს.

მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ინდოეთი - სერბეთი 2:2, სლოვაკეთი - პოლონეთი 2:2, გერმანია - ჩინეთი 1:3, აშშ - სლოვენია 2:2, უკრაინა - ჰოლანდია 3:1, ყაზახეთი - საბერძნეთი 1,5:2,5, უზბეკეთი - ბულგარეთი 1,5:2,5, ლატვია - ბელარუსი 3:1.

ოთხი ტურის შემდეგ: რუსეთი, საფრანგეთი - 8-8, სერბეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, საქართველო, ლატვია, ჩინეთი, ინდოეთი, უკრაინა, სლოვაკეთი, ბულგარეთი - 7-7 ქულა.

1 სექტემბერს მე-5 ტურში ითამაშებენ: რუსეთი - საფრანგეთი, სერბეთი - ბულგარეთი, საბერძნეთი - პოლონეთი, საქართველო - უკრაინა, ლატვია - სლოვაკეთი, ჩინეთი - ინდოეთი.

ვაჟთა ტურნირში არც საქართველოს ნაკრებს ჰყავდა ძლიერი მეტოქე. ფარერების გუნდს ჩვენებმა 3:1 მოუგეს: დემ ჰელგი ზისკა - მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, მერაბ გაგუნაშვილი - არნი ნილსენი 1:0, ჯონ როდგაარდი - თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5, კონსტანტინე შანავა - ეგილსთოფ ნიელსენი 1:0.

რუსებმა ასეთივე ანგარიშით ჩინელები დაამარცხეს (ვლადიმირ კრამნიკი - ვან ჰოა 0,5:0,5, ვან იუე - ალექსანდრ გრიშჩუკი 0:1, სერგეი კარიაკინი - ბუ სიანჯი 0,5:0,5, ლი ჩაო - დმიტრი იაკოვენკო 0:1), აზერბაიჯანელები გერმანელებს დაუზავდნენ 2:2 (თეიმურ რაჯაბოვი - არკადი ნაიდიჩი 1:0, იგორ ხენკინი - ელთაჯ საფარლი 0,5:0,5, შაჰრიარ მამედიაროვი - გეორგ მაიერი 0,5:0,5, დანიელ ფრიდმანი - გადირ ჰუსეინოვი 1:0).

ფავორიტთა დანარჩენი მატჩების შედეგები: აშშ - ინდოეთი 2:2, საფრანგეთი - ინგლისი 2:2, ფილიპინები - სომხეთი 1,5:2.5, უკრაინა - პოლონეთი 3:1, სლოვაკეთი - უნგრეთი 1:3, ჩეხეთი - ნორვეგია 4:0.

ოთხი ტურის შემდეგ: უკრაინა, უნგრეთი, სომხეთი, რუსეთი - 8-8 ქულა. 11 გუნდს ქულით ნაკლები აქვს. საქართველო 6 ქულით ოცდამესამეა.

1 სექტემბერს ითამაშებენ: სომხეთი - უკრაინა, უნგრეთი - რუსეთი, გერმანია - ჩერნოგორია, ხორვატია - საფრანგეთი, აშშ - ჩეხეთი, კანადა - აზერბაიჯანი, ინდოეთი - ინგლისი, პოლონეთი - არგენტინა.

ოლიმპიადის მონაწილეები 2 სექტემბერს დაისვენებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა