საფრანგეთის რალის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ (!) დაისაკუთრა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

საფრანგეთის რალის დამაჯერებლად მოგების შემდეგ, ფრანგმა სებასტიან ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ (!) დაისაკუთრა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

იაპონიაში წაგების შემდეგ ლეგენდარული ავტომრბოლი სამშობლოში პირველივე სპეცმონაკვეთებზე შეუდარებელი იყო: ოთხიდან ოთხი მოგება. ამით სებასტიანმა ყველას მიანიშნა, რომ თუ შეცდომებს არ დაუშვებს, მისი მოგება შეუძლებელი გახლავთ. ამჯერად, ჩემპიონს შეცდომა არ ჰქონია და პირველ ორ დღეს მეტოქეებთან სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა.

კვირას ლოებმა რისკის შესამცირებლად ოდნავ უკლო ტემპს, თანაც მას საკუთარი გულშემატკივრებიც დაეხმარნენ. მისი მორიგი გაჩემპიონების სანახავად იმდენი ხალხი მივიდა, რომ ორგანიზატორებმა ბოლო სპეცუბანი უბრალოდ გააუქმეს.

რბოლის მოგების შემდეგ სებასტიანი საერთო ჩათვლაში მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის: "სიტროენის" პილოტის ანგარიშზე 221 ქულაა, ხოლო მის სეხნიას - სებასტიან ოჟიეს 166 ქულა აქვს.

ოჟიეს საფრანგეთის რალის მეორე დღეს შეექმნა პრობლემები და პოდიუმზე ასვლის ნაცვლად, მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თუმცა ეტაპის წინ ისედაც ცხადი იყო, რომ ოჟიე მხოლოდ მესამე ადგილისთვის თუ იბრძოლებდა, რადგან ამ რალიზე ის ძალიან ჩამორჩებოდა სისწრაფეში ლოებსა და მეორე ადგილზე გასულ დანი სორდოს.

უმცროსი სებასტიანის პრობლემების გამო პოდიუმის მესამე საფეხურისთვის ლატვალამ და პეტერ სოლბერგმა იბრძოლეს. ფინელი ეპიზოდურად მაღალ სიჩქარეს ანვითარებდა, მაგრამ საერთო ჯამში მეტოქეზე არასტაბილური იყო, რის გამოც პოდიუმი მთლიანად "სიტროენის" პილოტებით შეივსო.

ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო კიმი რაიკონენმა. ეტაპის წინ ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი პირველ ხუთეულში შესვლას გეგმავდა, მაგრამ პირველივე სპეცმონაკვეთებზე გამოემშვიდობა თავის ამბიციურ გეგმებს. კიმი მხოლოდ მეშვიდე ადგილისთვის თუ მოახერხებდა ბრძოლას, რადგან "ფორდის" საქარხნო მანქანებთან ჭიდილი ფინელს არ შეეძლო. მაგრამ ესეც არ გამოვიდა. ნელ მოსახვევში რაიკონენის "სიტროენი" ტრასიდან გადავარდა. ინციდენტის ადგილას მისულმა მაყურებელმა ვერ შეძლო მანქანის ტრასაზე დაბრუნება და საბოლოოდ, ის თოკით ამოიყვანეს. ამ ლოდინში კიმიმ თითქმის ნახევარი საათი დაკარგა და შესაბამისად, ქულათა ზონაში მოხვედრაზე ფიქრი ზედმეტი იყო. მით უმეტეს, რომ მოგვიანებით რაიკონენი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ტრასის მიღმა და მართალია, სერვის-პარკამდე მიღწევა შეძლო, გადაწყვიტა აღარ გაერისკა და ესპანეთის ეტაპისთვის შეენახა მანქანა.

მაშ ასე, საფრანგეთის რალიმ გაარკვია ჩემპიონი როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში: ფინიშამდე ორ რბოლით ადრე "სიტროენს" 388 ქულა აქვს, "ფორდს" - 277, რაც ფრანგულ გუნდს 2010 წელს დუბლის გარანტიას აძლევს. რაც შეეხება ესპანეთისა და უელსის რალიზე ინტრიგას, ეს არის ბრძოლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის და მესამე ადგილისთვის. მეორე ადგილზე ოთხი პილოტი აცხადებს პრეტენზიას - ოჟიე, ლატვალა, სოლბერგი და სორდო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ამ სიას ჰირვონენიც ემატება. ჩემპიონატი ესპანეთში 22-24 ოქტომბერს გაგრძელდება.

X ეტაპი. იაპონიის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:05.49,3; 2. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - +35,7; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +1.16,8; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - +1.29,3; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - +3.43,8; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +11.55,9; 7. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +14.15,4; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - +14.26,9...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 226 ქულა; 2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 166; 3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 144; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 133; 5. დანიელ სორდო (ესპანეთი, "სიტროენი") - 125; 6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდი") - 104; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "სიტროენი") - 60; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 36; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 33; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 21.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება