ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნიკა საბანაძე - ემოციური ფორვარდი

ნიკა საბანაძე - ემოციური ფორვარდი

ქუთაისის "ტორპედოს" ფორვარდი მიმდინარე სეზონსა და მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს
ნიკა საბანაძე "ტორპედოში ორი წლის წინ გამოჩნდა, როცა ქუთაისური გუნდი ამჟამინდელი მფლობელების ხელში გადავიდა.

სწაფი, ენერგიული და მებრძოლი ფორვარდი გუნდს მალევე გაუშინაურდა და ამ ორი სეზონის განმავლობაში დიდი პროგრესიც განიცადა.

საბანაძემ "ტორპედოს მაისურით 67 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. კლუბში მისი კარგი თამაში ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებსაც არ გამოპარვიათ და მას 21-წლამდელთა ნაკრებშიც იწვევენ.

საბანაძე გადახალისებული და გაახალგაზრდავებული "ტორპედოს ერთ-ერთი ლიდერია. ქუთათურებმა მიმდინარე ჩემპიონატში კარგი სტარტი აიღეს. დაამარცხეს "ზუგდიდი" და "ზესტაფონი", თბილისის "დინამოსთან" თანაბარ ბრძოლაში დამარცხდნენ. საბანაძე სამივე შეხვედრაში ძალზედ აქტიური იყო.

ზუგდიდელებთან გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა. კვირას ქუთათურებს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მატჩი აქვთ სტუმრად რუსთავის "მეტალურგთან". ნიკა საბანაძეს მიმდინარე სეზონზე და მომავალ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ.

- ევროპის ლიგაზე ყაზახურ "აქტობესთან" მარცხის შემდეგ გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისელი გულშემატკივრები გუნდის მიმართ პესიმისტურად იყვნენ განწობილი, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, "ტორპედომ" მიმდინარე ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო...

- გუნდი შეიცვალა და საკმაოდ გაახალგაზრდავდა. "ტორპედოდან" გამოცდილი ფეხბურთელები რომ წავიდნენ, ბევრი იძახდა: ახალგაზრდებმა რა უნდა შეძლონ, როგორ უნდა მოახერხონ თამაშების მოგებაო? თუმცა მონდომებისა და თავდადების ხარჯზე ჩემპიონატის სტარტზე ორი გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ზუგდიდთან" და "ზესტაფონთან" მოგებაში გულშემატკივარის ფაქტორიც ძალიან დაგვეხმარა. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე ვართ და ნელ-ნელა უკეთესი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ძალიან ძლიერი მწვრთნელი გვყავს.

მჯერა, რომ გია გეგუჩაძე ყველაფერს დაალაგებს და "ტორპედოს" ძლიერ გუნდად ჩამოაყალიბებს.

- "დინამოსთან" დრამატულ შეხვედრაში დამარცხდით, არადა თამაშს ორჯერ იგებდით.

- მართლაც ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მსაჯმა ფეხბურთელი გაგვიგდო და ჩვენს კარში პენალტიც დანიშნა, რამაც ჩვენს თამაშზე ცუდად იმოქმედა. თუმცა, მარცხის გამართლებას არ ვცდილობთ და მსაჯსაც არაფერს ვაბრალებთ. "დინამო" ძლიერი გუნდია და მოგვიგო.

- მიმდინარე ჩემპიონატზე რას იტყვი?

- საინტერესო ჩემპიონატი იქნება. რეალურად ხუთ გუნდს შეუძლია იბრძოლოს პირველობისთვის ან ევროტურნირებზე მოსახვედრად.

- ჩემპიონატის დაწყებამდე "ტორპედოს" საიტზე ჩატარდა გამოკითხვა, "გააუმჯობესებს თუ არა "ტორპედო" გასული სეზონის შედეგს?", რაზეც გულშემატკივართა ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა. შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე, რას უნდა ველოდოთ მიმდინარე ჩემპიონატში "ტორპედოსგან"?

- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლიდერთა შორის დავიმკვიდროთ ადგილი. ამისთვის თავს არ დავზოგავთ. გავაუმჯობესებთ შედეგს თუ პირიქით იქნება, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ.

- თავდასხმის ხაზში გიორგი ბერიაშვილი გიწევს პარტნიორობას, რომელიც "ტორპედომ" ახლახანს შეიძინა. როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?

- გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელი და დადებითი პიროვნებაა. ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარეთ ერთად და ნელ-ნელა შევთამაშდებით. ვფიქრობ, მალე უფრო ნაყოფიერად ვითამაშებთ.

- საკმაოდ აქტიური და სწრაფი თავდამსხმელი ხარ, თუმცა გულშემატკივრები შენგან უფრო მეტ გოლებს ელიან.

- თავდამსხმელი უპირველესად გოლით ფასობს და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. ბევრს ვვარჯიშობ, რომ შედეგიანობა გავაუმჯობესო.

- ხშირად გსაყვედურობენ, რომ ძალზედ ემოციური ხარ და მსაჯებს მუდამ ეკამათები...

- გეთანხმებით, ძალიან ემოციური ვარ, რაც ალბათ, ასაკის ბრალიცაა. ვიცი, ზოგჯერ ზედმეტი მომდის, რაზეც მწვრთნელებიც მითითებენ. ვეცდები ეს ნაკლიც გამოვასწორო.

- ჩემპიონატის დაწყებამდე "ტორპედოსთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივე, როგორც ჩანს, ქუთაისური გუნდით კმაყოფილი ხარ...

- თბილისიდან ქუთაისში გადაბარგება თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ გუნდსაც შევეგუე და ქალაქსაც. მქონდა სხვაგან გადასვლის ვარიანტებიც, 4 ქართული გუნდი მიწვევდა, მაგრამ "ტორპედოში" დარჩენა ვამჯობინე. ქუთაისში გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედოსნაირი" ერთგული გულშემატკივრები საქართველოში არავის ჰყავს. მეც ვცდილობ მუდამ ფორმაში ვიყო, ქომაგებს იმედები რომ არ გავუცრუო.

- კვირას სტუმრად რუსთავის "მეტალურგს" ხვდებით. რას დაუპირისპირებთ ვიცე-ჩემპიონებს?

- რუსთავში ძალიან რთული მატჩი გველოდება. თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და ამისთვის სპეციალურად ვემზადებით. "ტორპედოს" ბაზაზე ხელოვნურსაფარიანი მოედანიც გვაქვს და "მეტალურგთან" მატჩისთვის იქ ვვარჯიშობთ.

რუსთაველებს ძლიერი მწვრთნელი და კარგი გუნდი ჰყავთ, ახლახანს "ზესტაფონს გასვლა მოუგეს. ცხრილში თანაბარი ქულებით ერთმანეთის გვერდიგვერდ ვართ და მათთან საინტერესო შეხვედრა გველოდება. ვეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ და რუსთავიდან სამი ქულა წამოვიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxo

მაგარი ფეხბურტელია

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა