"მაქაბის" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რევაზაშვილს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში დააკვირდნენ
საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა საკალათბურთო კლუბ "მაქაბის" ხელმძღვანელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა. მისი აღზრდილი გიორგი რევაზაშვილით თელ-ავივის "მაქაბი" დაინტერესდა.

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის თელავივურ კლუბში მოღვაწე მერაბ ჩიკვაშვილს. ბატონმა ჯამლეტმა გვითხრა:

"რევაზაშვილი მაქაბელებმა სინჯებზეც მიიწვიეს, თუმცა იგი ისრაელში არ გაფრენილა. თელ-ავივის კლუბის წარმომადგენლებს ავუხსენით, რომ გიორგის სუპერლიგის ბინადარ "სამედიცინოსთან" კონტრაქტი ახალი გაფორმებული აქვს და მას ვერ გაწყვეტს. სწორედ ამიტომ, ისრაელის "მაქაბის" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რევაზაშვილს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში დააკვირდნენ."

ასე რომ, გიორგიზე იქნება დამოკიდებული რამდენად კარგად და რაოდენ მალე მოაწონებს თავს უცხოური კლუბის სკაუტებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაქაბელებს რუსეთის ნაკრების თავკაცი დევიდ ბლატი წვრთნის, გუნდის რიგებში კი მაისში გიორგი შერმადინი ჩაირიცხა.

ისევე როგორც შერმადინი, გიორგი რევაზაშვილიც "მაქაბის" სკოლის აღზრდილია, 2010-11 წლების სეზონში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა (36.1 ქულა, 13.6 მოხსნა). გასულ სეზონში კი უმაღლესლიგურ "ბათუმში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა