ჩეხეთისა და ამერიკის ნაკრებთა ფინალური მატჩით დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ამ მატჩში ყველა გამარჯვებას ამერიკის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდა და ჩეხეთის ერთადერთ კოზირად საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერას მიიჩნევდა. მართლაც, დარბაზი ბოლომდე იყო შევსებული და გულშემატკივარი ისეთ ხმაურს ქმნიდა, თვით ბერძენ, თურქ თუ სერბ ფანებსაც კი შეშურდებოდათ.

ჩეხეთისა და ამერიკის ნაკრებთა ფინალური მატჩით დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ამ მატჩში ყველა გამარჯვებას ამერიკის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდა და ჩეხეთის ერთადერთ კოზირად საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერას მიიჩნევდა. მართლაც, დარბაზი ბოლომდე იყო შევსებული და გულშემატკივარი ისეთ ხმაურს ქმნიდა, თვით ბერძენ, თურქ თუ სერბ ფანებსაც კი შეშურდებოდათ.

ამ ყველაფრის შემხედვარე ამერიკელებიც კი დაიბნენ, რა თქმა უნდა, მასპინძელი კალათბურთელებიც ნერვიულობდნენ, თუმცა მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მეტოქეზე ადრე გადალახეს სასტარტო მღელვარება.

უკვე მე-20 წამისთვის ცხადი გახდა, რომ თამაში ხისტი იქნებოდა. იანა ვესელას ფარქვეშ ბრძოლისას თავში ჩაარტყეს და ის მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ამერიკამ მხოლოდ მეხუთე შეტევის შემდეგ გახსნა ანგარიში - ჯარიმები ჩარლზმა გამოიყენა. ჩეხებმა მაშინვე უპასუხეს ზუსტი ტყორცნით, თუმცა ქაოტური თამაში ამის შემდეგაც გაგრძელდა. აშშ-მ ასე თუ ისე დაალაგა დაცვაში თამაში, მასპინძლები კი ძირითადად ემოციით თამაშობდნენ და მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. ექვსი წუთის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ ერთ ქულას იგებდა - 10:9 და მეოთხედის მიწურულს, აგრესიული თამაშის წყალობით მოიპოვა მეტნაკლებად კომფორტული უპირატესობა - 19:14.

ჩეხეთს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა, რაც ფიზიკურად ძლიერი, ათლეტური და საკუთარ თავში დარწმუნებული ამერიკელების ბრალიც იყო. მით უმეტეს, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მოუმატა თამაშს და ტაურაზის ტყორცნის შემდეგ 12 ქულამდე გაზარდა უპირატესობა. ჩეხეთი მზად აღმოჩნდა ასეთი სცენარისთვის. ვიტეჩკოვამ სამქულიანი ჩააგდო, ჰორაკოვამ ერთი ერთზე შესვლა გამოიყენა და ინტრიგა ისევ გაჩნდა - 40:35 ამერიკის სასარგებლოდ.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი - სწორედ აქ გაირკვა ოქროს მედლის მფლობელის ვინაობა. ტაურაზიმ, ბერდმა, ფაულზმა და სხვებმა მეორე სიჩქარე ჩართეს და მეტოქეს დიდი მანძილით ჩამოიტოვეს უკან. აშშ-ის ნაკრები ზუსტად ისროდა, კარგად იცავდა თავს, მოხსნებს იღებდა და შესანიშნავ პასებს არიგებდა. ეს ათი წუთი მან 34:17 მოიგო, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე უპირატესობა უკვე 25 ქულას აღწევდა - 72:47.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. ამერიკელმა ქალებმა გაიმეორეს მამაკაცების მიღწევა და მათაც დაიბრუნეს პლანეტის საუკეთესო გუნდის სტატუსი. საბოლოო ანგარიში იყო - 89:69.

ტურნირის შემდეგ ჟურნალისტებმა სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც შემდენგი კალათბურთელები მოხვდნენ:

ჰანა ჰორაკოვა (ჩეხეთი) - 12,1 ქულა, 4,9 მოხსნა, 3,9 პასი.

დაიანა ტაურაზი (აშშ) - 12,0 ქულა, 2,4 მოხსნა, 2,6 პასი.

ევა ვიტეჩკოვა (ჩეხეთი) — 16,4 ქულა, 3,1 მოხსნა, 1,1 პასი.

ელენე ლევჩენკო (ბელარუსი) — 14,8 ქულა, 8,8 მოხსნა, 1,1 პასი მ.

სანჩო ლიტლი (ესპანეთი) — 18,4 ქულა, 11,5 მოხსნა, 1,0 პასი.

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ჩეხეთის ნაკრების წევრი ჰანა ჰორაკოვა დასახელდა.

აშშ-ჩეხეთი 89:69

19:14, 21:21, 24:17, 15:17

ა: მაკორტი (18+4 მოხსნა), ტაურაზი (16), ჩარლზი (13+10 მოხსნა), ბერდი (11+3 პასი+5 ჩაჭრა), კეტჩინგსი (9), მური (7), ფაულზი (5+7 მოხსნა), ჯონსი (4), დიუპრი (2), კეში (2), უოლენი, ეპელი.

ჩ: კულიჩკოვა (14+5 მოხსნა+3 დაფარება), ჰორაკოვა (12+5 პასი+3 ჩაჭრა), პეჩკოვა (11), ელჰოტოვა (9), ვიტეჩკოვა (7+5 მოხსნა), ფერანჩიკოვა (6), სუჟანოვა (4), ბორტელოვა (4), ვეჩეროვა (2), ბერგროვა, ბედნაროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა