ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი ევროპულ ტურნეში ახლავს NBA-ის კლუბებს. სტერნმა მილანში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ადგილობრივი კლუბი "ნიუ იორკ ნიქსს" მასპინძლობდა. მთავარი საკითხი, რომელიც ჟურნალისტებს აინტერესებდათ მომავალ ზაფხულს მოსალოდნელ ლოკაუტს შეეხებოდა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი ევროპულ ტურნეში ახლავს NBA-ის კლუბებს. სტერნმა მილანში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ადგილობრივი კლუბი "ნიუ იორკ ნიქსს" მასპინძლობდა. მთავარი საკითხი, რომელიც ჟურნალისტებს აინტერესებდათ მომავალ ზაფხულს მოსალოდნელ ლოკაუტს შეეხებოდა. თუმცა სტერნმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს კალათბურთელების გაფიცვაზე და დარწმუნებულია, რომ კლუბები და მოთამაშეთა პროფკავშირი მოილაპარაკებენ ახალი კოლექტიური შეთანხმების თაობაზე.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. ამიტომაც, გაფიცვის სავარაუდო რისკს მინიმალურად ვაფასებ", - ამბობს სტერნი.

ლიგასა და მოთამაშეებს შორის მიმდინარე კოლექტიურ ხელშეკრულებას 2011 წლის 30 ივნისს გასდის ვადა და რთული მოლაპარაკებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2011-12 წლების სეზონის ჩაშლის დიდი ალბათობა არსებობს.

ამასობაში, ლიგის ხელმძღვანელობას ევროპული ტურნეს დროს პრობლემები შეექმნა. NBA-ის კლუბებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან რეკომენდაცია მიიღეს - ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო თავი შეეკავებინათ ევროპაში მგზავრობისგან. თუმცა ლიგის შეფობას არ შეცვალა ევროპული ტურნეს გრაფიკი და "ბებერ კონტინენტზე" ყველა დაგეგმილი მატჩი შედგება.

როგორც ზემოთ ვთქვით, პირველი ასეთი შეხვედრა იყო "მილანი"-"ნიუ იორკ ნიქსი". აღსანიშნავია, რომ იტალიის ამ ქალაქს დიდხნიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ "ნიქსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ანტონი და ფორვარდი დანილო გალინარი.

დ'ანტონის სახელი სამუდამოდ არის შესული მილანური კლუბის ისტორიაში. მან 12 წელი (1978-90) ითამაშა ამ გუნდში და ეს პერიოდი მიიჩნევა მილანელთათვის საუკეთესოდ: იტალიის ჩემპიონის ხუთი ტიტული, ორი ჩემპიონთა თასი, საკონტინენტთაშორისო თასი, კორაჩის თასი და ორი იტალიის თასი.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, დ'ანტონი ("მილანის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი) მწვრთნელი გახდა და მშობლიური კლუბი ოთხი წელი ავარჯიშა.

რაც შეეხება გალინარის, მას სწორედ "მილანის" შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი სერია A-ში. დანილომ აქ სამი სეზონი ითამაშა და შემდეგ NBA-ში წავიდა.

მილანი-ნიუ იორკი 113:125 (23:26, 29:32, 27:33, 34:34)

მ: პეჩეროვი (23+5 მოხსნა), მაჩიულისი (18+5 მოხსნა), ჯააბერი (16+7 ჩაჭრა), მანჩინელი (13), ჰოუკინსი (11).

ნ: სტაუდმაიერი (32+6 მოხსნა), გალინარი (24+7 მოხსნა), ჩენდლერი (17), რენდოლფი (16), მოზგოვი (10).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა