ქართველმა ფორვადმა დანიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს
გორის "დილას" თავდამსხმელი მათე ვაწაძე დანიური "ორჰუსის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დანიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

ქართველმა ფორვადმა დანიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

"ორჰუსის" სპორტულმა დირექტორმა ბრაიან სტინ ნილსენმა ვაწაძესთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ფეხბურთელზე ისაუბრა.

"მათემ ჩვენთან თამაშის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრ პრობლემასაც გვიქმნიდა. ამის შემდეგ მას ვაკვირდებოდით და დავრწმუნდით, რომ ვაწაძე ნიჭიერი ფორვარდია, რომელსაც შეუძლია ჩვენი გუნდი გააძლიეროს.

რა თქმა უნდა მას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ აქაურ პირობებს მიეჩვიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათე ძალიან გამოგვადგება".

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" დანიის "ორჰუსს" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, ხოლო შინ 3:1. ვაწაძემ ორივე მატჩში ჯამში სამი გოლი გაიტანა.

2 სექტემბერს დილით ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო შემდეგ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ჩემს გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა მთავარი როლი. პირველ რიგში, კლუბის მხრიდან დაინტერესებამ, ასევე ძალიან მომეწონა აქაური გარემო და ქალაქი.

გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ "ორჰუსში" ორი ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს. ეს ფაქტი უფრო გამიადვილებს გუნდში ადაპტაციას. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებს".

მათე ვაწაძე "ორჰუსში" 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ "ორჰუსში" დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე ირიცხება.

badri555
მათე!!! გისურვებ წარმატებას შენს ახალ კლუბში.
levan
ფულია, ალბად მთავარი ფაქტორი, თუმცა მეშოკებით არც მანდ მიაკრიან. ცოტა უნდა მოეცადა, ბევრად უფრო კარგ გუნდს იმსახურებდა. სუერტე
miminom
ხეირი და წარმატება
ramo
ორჰუსი დილასთან გამოჩნდა რა გუნდიც არის. მანდ წასული გვინახავს მაგრამ მაქედან დაწინაურებული კი არა.
paata777
ეს ბიჭი უფრო მეტს იმსახურებს :((
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა