მსოფლიოს მესამე ჩოგანმა შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს
"მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს", - წერს ესპანური გაზეთი "მარკა".

გამოცემის ინფორმაციით, ესპანელის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და რაფამ, შესაძლოა, ვერ ითამაშოს სექტემბერში დევისის თასის ნახევარფინალურ მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში.

ასევე, "მარკა" წერს, რომ არ არის გამორიცხული, ნადალმა უარი თქვას აზიურ ტურნირებში გამოსვლაზე და სრულად გამოჯანმრთელებისთვისა და მომავალი სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად წელს საერთოდ უარი თქვას კორტზე გასვლაზე.

შეგახსენებთ, რომ თავისი ბოლო მატჩი ნადალმა უიმბლდონზე ჩაატარა, სადაც მეორე წრეში დამარცხდა ჩეხ ლუკაშ როსოლთან.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა "მარკას" ამგვარი ვარაუდი.

"დიახ, ეს ცუდი ამბავია, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ ასეთი რამ, შეიძლება, მართლაც მომხდარიყო. მაგრამ მე იმედი მაქვს, მას ყველაფერი წესრიგში ექნება და ამ სეზონში მას ვნახავთ კორტზე.

როცა მას ვეკითხები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ის თავს კარგად ვერ გრძნობს, ჩვეულებრივ ასე მპასუხობს:

"დავიღალე, ოდნავ ტრავმა მაწუხებს". ჩვენს შორის არანაირი საიდუმლო არ არსებობს, რადგან ორივემ კარგად ვიცით, რომ ჩვენი საუბრის შინაარსს სხვა ვერავინ შეიტყობს. მე და რაფას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ურთიერთნდობაზეა აგებული", - განაცხადა აშშ-ის ღიაზე მესამე წრის მოგების შემდეგ ფედერერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა