მიუხედავად იმისა, რომ ანა ტატიშვილმა სარეიტინგო მარაგი 486 ქულამდე შეივსო, რეიტინგში ვერ წაიწია - გარემოებათა გამო, ანამ ერთი საფეხურითაც კი დაიხია, მსოფლიოს 136-ე ჩოგანი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ანა ტატიშვილმა სარეიტინგო მარაგი 486 ქულამდე შეივსო, რეიტინგში ვერ წაიწია - გარემოებათა გამო, ანამ ერთი საფეხურითაც კი დაიხია, მსოფლიოს 136-ე ჩოგანი გახდა. მაგრამ მთავარი ხომ ქულათა მარაგია, მიზნამდე (700 ქულა, ალბათ, საკმარისი იქნება ტოპ-ასეულში შესაღწევად) საქართველოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჩვენებური ქალ ჩოგბურთელთა წლის რბოლაში 129-ე ადგილზეა, ხოლო წყვილებში - 116-ეზე. მოკლედ, სამივე "ფრონტზე" ანა ტოპ-100-ს უახლოვდება. ტატიშვილი ლას ვეგასიდან კანზას სიტიში გაემგზავრა, სადაც 50-ათასიან ტურნირში მე-6 ნომრად განთესენ.

ოქსანა კალაშნიკოვას თელავის ტურნირის ნახევარფინალისტობა რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურებაში დაეხმარა - 303 ქულით 188-ე პოზიციაზეა. ოქსანას უკუსვლა ელის, რადგან შარშან თბილისის ტურნირი მოიგო, წლეულს კი მეოთხედფინალში დამარცხდა. სხვები: 266 (+4) მაკა ჩახნაშვილი - 188 ქულა; 291 (-11) სოფიო შაფათავა - 170; 312 (-21) თათია მიქაძე - 147; 397 (+10) სოფიო ქვაცაბაია - 94; 512 (-32) მანანა შაფაქიძე - 59; 578 (-1) ეკა გორგოძე - 45; 1067 (-8) ანა ჯიქია - 4.

როგორც ხედავთ, თელავის ტურნირი ქართველ ჩოგბურთელებს ქულების დაგროვებაში ვერ დაეხმარა, ბევრი კი უკანაც დახია. ეს ბუნებრივიცაა, იქ კალაშნიკოვას გარდა ყველამ წარუმატებლად იასპარეზა. ველით თბილისის ტურნირის ქულებს...

ვაჟთა რეიტინგში 14 ქულა აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის მსოფლიოს 818-ე (+20) ჩოგანია. მცირე წინსვლა ლადო ჩიხლაძესაც აქვს - მსოფლიოს 863-ე (+25) ჩოგანია. წინა რეიტინგთან შედარებით ჩვენებურებმა ყულაბას თითო ქულა შემატეს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა