არმიელებმა საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით, 35:19 შეძლეს მეტოქის დამარცხება
საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "არმიას" დაპირისპირება გათამაშების დებიუტანტ თბილისის "ჯიქებთან" უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. არმიელებმა საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით, 35:19 შეძლეს მეტოქის დამარცხება, თუმცა თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მხოლოდ ოთხი ქულით იგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქებმა", რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და მრისხანე მეტოქეს ცალკეულ ეპიზოდებში ტოლს არ უდებდნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მატჩის არბიტრმა "ჯიქებს" სამი მოთამაშე გაუსინბინა და, ფაქტობრივად, 30 წუთის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში.

ანგარიში არმიელებმა მატჩის მე-10 წუთზე გახსნეს, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დერეფანი სუფთად მოიგეს და მოლი შეკრეს. "ჯიქებმა" მოახერხეს და თამაში რაკში გადაიყვანეს. "არმიას" მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი პირველხაზელმა გიორგი ზაქაშვილმა აიტაცა და ლელოში გადადო. ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდს მცდელობა არ დაუკლია, ჩათვლის მოედანში შეეღწია, თუმცა მონაგარის გაზრდა მხოლოდ საჯარიმოებით შეძლეს. კობახიძემ სამი საჯარიმო მიითვალა, რაზეც "ჯიქების" მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ ორით უპასუხა - 6:16.

ათქულიანი ჩამორჩენა ოთხ ქულამდე "ჯიქებმა" მეორე ტაიმის საწყის ექვს წუთში დაიყვანეს. ორი საჯარიმო ისევ გიორგაძის ანგარიშზეა - 12:16. თუმცა მალე "არმიას" მორიგ იერიშს საჯარიმო ლელო მოჰყვა. კობახიძემ ესეც გარდასახა - 23:12.

ამ დროიდან მოყოლებული "ჯიქები" 20 წუთი კაცნაკლულნი იყვნენ. არბიტრმა ჯერ პირველხაზელი გიორგი ოქრომელიძე გაასინბინა, მერე გიორგაძე. მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს ერთი ლელოს გატანა. მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი გურამ შენგელიამ გაჭრა და ლელოსთან მისულმა ბურთი გარემარბ რამაზ ხარაზიშვილს გაატანა. გიორგაძემ გარდასახა - 19:23.

დასკვნითი 20 წუთი დაძაბული გამოდგა და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. არმიელებმა გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში ორი ლელო მიითვალეს.

ორივე მორკინალების გარჯის შედეგი იყო და ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ჯერ მესამეხაზელმა ხვიჩა ბუჯიაშვილმა გამოიჩინა თავი, მერე კი შეცვლაზე შესული გოგა კაკოვინის ლელომ მოუტანა "არმიას" პრემიალური ქულა - 35:19.

არმია-ჯიქები 35:19

არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჩხიკვაძე, გაგოშვილი (გაბროშვილი 69), გოგოლაშვილი (ნუცუბიძე 62), ნინიძე, სამხარაძე (ჯინაშვილი 70). (1-8) ზაქაშვილი (კაკოვინი 58), მეკოკიშვილი, გურგენიძე (დონაძე 60), დ. ჩიტიძე (სურგულაძე 65), აზალაძე (ცხადაძე 65), თხილაიშვილი, თავართქილაძე, ბუჯიაშვილი.

4ლ: ბუჯიაშვილი, ზაქაშვილი, კაკოვინი, საჯარიმო. 3ს,3გ: კობახიძე.

ჯიქები (15-9) შერმაზანაშვილი, ხარაზიშვილი, ბერძული, კუპრეიშვილი, ტურაშვილი, ნ. გიორგაძე, ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (გაგნიძე 41), ოქრომელიძე, ყავლაშვილი (ხატიაშვილი 64), მიქაძე, გოგოლაძე (ტალახაძე 69), მამრიკიშვილი, შენგელია, კიკვაძე.

ლ: ხარაზაშვილი, 4ს,გ: ნ. გიორგაძე

სინბინი: ნ.გიორგაძე, ზაბახიძე, ოქრომელიძე.

მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა

I ტური

არმაზი-ხრები 20:7

ლელო-აკადემია 25:0

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

ლელო

1

1

0

0

+25

5

2.

არმია

1

1

0

0

+16

5

3.

ლოკომოტივი

1

1

0

0

+16

4

4.

არმაზი

1

1

0

0

+13

4

5.

აია

1

1

0

0

+10

4

6.

ბათუმი XV

1

0

0

1

-10

0

7.

ხარები

1

0

0

1

-13

0

8.

ჯიქები

1

0

0

1

-16

0

9.

ყოჩები

1

0

0

1

-16

0

10.

აკადემია

1

0

0

1

-25

0

II ტური

8 სექტემბერი

ხარები-ჯიქები, არმია-აია, ბათუმი XV-ლოკომოტივი, ყოჩები-ლელო, აკადემია-არმაზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა