ეროვნულ გუნდში ნუკრი რევიშვილისა და დავით დევდარიანის ნაცვლად, ომარ მიგინეიშვილსა და ჯაბა დვალს უხმეს
3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა.

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში "ჯვაროსნები" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი საშინაო მატჩისთვის მოემზადებიან.

შეკრების დაწყებისთანავე ნაკრების თავკაცმა - თემურ ქეცბაიამ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი რთული ჯგუფი ჯერ არასდროს გვყოლია, თუმცა ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი მიზნები გვაქვს. კონკრეტული მიზანი კი ყველა თამაშში მაქსიმუმის მიღწევაა.

მინდა, ყველამ კარგად გაიგოს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი უპირველესი საფიქრალი 7 სექტემბერს ბელორუსთან მატჩია. სეზონის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და 7 სექტემბრის მატჩში სწორედ ამას შევეცდებით. ეს გუნდი ჩვენი უშუალო კონკურენტია.

გვინდა, ახალი ციკლი გარკვეული სიახლეებით დავიწყოთ. ამიერიდან გუნდს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს. ის გამოცდილი ფეხბურთელია, დიდი ხანია ნაკრებში თამაშობს და ეს გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მივიღეთ.

აქვე გეტყვით გუნდის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც. ტრავმირებული ნუკრი რევიშვილისა და დავით დევდარიანის ნაცვლად, შეკრებაზე ომარ მიგინეიშვილი და ჯაბა დვალი გამოვიძახეთ.

მათე ვაწაძემ კი დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს. მინდა, მივულოცო მას ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები ვუსურვო. მის ნაცვლად "ზესტაფონიდან" თორნიკე გორგიაშვილს ვუხმეთ.

რაც შეეხება დევდარიანს, ის ჩამოვიდა, ბაზაზეც მოვიდა და ექიმებთანაც გაიარა კონსულტაცია. სამწუხაროდ, ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, მისი თამაში გამორიცხულია" - განაცხადა ქეცბაიამ.

ეროვნული ნაკრები პირველ ვარჯიშს 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათზე, "ბასაზე" გამართავს. მედიისთვის ვარჯიში, ტრადიციულად, პირველი 15 წუთით გაიღება.

gff.ge

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ბელარუს-ესპანეთთან მატჩებისთვის 25-კაციანი სია გამოაცხადა

ინფორმაცია ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩების ბილეთებზე

saqasrias
მოდერ რა იყო უცენზურო?თუ ანტი--სტებისაა.....
Warning!
GaioZ ))) ისე როგორ დაემთხვა ყველაფერი )) ეხლა არველაძეც გვარს იკეთებს არველია უნდა გახდეს და მერე მთლად დაენძ..რა ქართულ ფეხბურთს ))
anzora
აუუუუუ! ესპანელები თურმე გადარეულან, თუ კანკავა კაპიტანია, შავადაა ჩვენი საქმეო.
Gaioz
ვინ არის ჯაბა კანკავა??? პრეზიდენტი მეგრელი, მწვრთნელი მეგრელი, კაპიტანიც მეგრელი ბარემ ზუგდიდში ითამაშოს ნაკრებმა და სტადიონიც სულ სავსე იქნება ამ ტრიოს მხარდასაჭერად :)))
zviadi
კასილიასს არ გააგებიოთ ეგ ამბავი :)
luxuta
რა თქმა უნდა მანამდე სოფლის გუნდში თამაშობდა მ.... ობიექტურობა
giorgi
დედა ბიჭო ძლივს არ გამოიძახა დვალი?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა