მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული კლუბი, "ნიუ იორკ კოსმოსი" ბრუნდება! ეს ამბავი მსოფლიოს ჯერ კიდევ 1 აგვისტოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ ამცნო, 30 სექტემბერს კი ყველაფერს ბეჭედი დაესვა, მსოფლიოში ცნობილმა ფირმა "უმბრომ" ახალ "ნიუ იორკ კოსმოსთან" სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა, გუნდის ახალი მაისურების პრეზენტაციაც მოაწყო. "კოსმოსის" უახლოესი მიზანი MLS-ის კარის შეღებაა...

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული კლუბი, "ნიუ იორკ კოსმოსი" ბრუნდება! ეს ამბავი მსოფლიოს ჯერ კიდევ 1 აგვისტოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ ამცნო, 30 სექტემბერს კი ყველაფერს ბეჭედი დაესვა, მსოფლიოში ცნობილმა ფირმა "უმბრომ" ახალ "ნიუ იორკ კოსმოსთან" სპონსორული ხელშეკრულება გააფორმა, გუნდის ახალი მაისურების პრეზენტაციაც მოაწყო. "კოსმოსის" უახლოესი მიზანი MLS-ის კარის შეღებაა...

1971 წელს მუსიკალური სტუდია "ატლანტიკ რეკორდსის" დამფუძნებელ აჰმეთ ერთეგუნს და მის ძმა ნესუჰის ბრწყინვალე იდეა მოუვიდათ, არასაფეხბურთო ამერიკის მრავალეროვან ქალაქში "სოკერის" კლუბის დაარსება. მათ იმავე წელს განახორციელეს იდეა "უორნერ ბრაზერსის" პრეზიდენტ სტივ როსთან ერთად. ახალი კლუბი ძალიან მოხდენილი სახელწოდებით "კოსმოსი" 1971 წლიდან 1984 წლამდე ჩრდილო ამერიკის სოკერ ლიგის (NASL) წევრი და უძლიერესი გუნდი იყო, როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. სხვათა შორის, ერთეგუნებს "ნიუ იორკ ბლუზის" დარქმევა სურდათ კლუბისთვის, მაგრამ "კოსმოსის" პირველმა გენერალურმა მენეჯერმა კლივ ტოიმ თავისი გაიტანა. მან რამდენიმე ასეული "გულშემატკივრის" წერილიც გააყალბა, თითქოს ხალხი "კოსმოსის" დარქმევას ითხოვდა. კლუბის ფერებად ბრაზილიური ყვითელი და მწვანე შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან კლუბს დაარსების დღიდან სტრატეგიაში პელეს გადაბირება ედო.

სწორედ "კოსმოსმა" ჩაუყარა საფუძველი ამერიკის ფეხბურთით დაინტერესებას. 1975 წელს "კოსმოსმა" ათიანში გაარტყა - პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი პელე რომ შეიძინა. მართალია, პელე იმ დროისთვის უკვე 34 წლის იყო, მაგრამ მისმა 3 სეზონმა ამ ქვეყანაში ნამდვილი საფეხბურთო ბუმი გამოიწვია. 1983 წელს "კოსმოსის" მესვეურებმა მეორედ გაარტყეს ათიანში, როცა ფრანც ბეკენბაუერი დაიყოლიეს.

როცა NASL გაუქმდა, "კოსმოსმა" დამოუკიდებელ ერთეულად გააგრძელა არსებობა, მაგრამ 1985 წელს ლეგენდარულმა კლუბმა აქტიურობა შეწყვიტა, მუშაობას მხოლოდ "კოსმოსის" აკადემია აგრძელებდა...

შარშან, აგვისტოში "დეილი მეილმა" ქვეყანას მოსდო ცნობა, რომ "ტოტენჰემის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა პოლ კემსლიმ "ნიუ იორკ კოსმოსის" სახელი შეიძინა. "უოლ სტრიტ ჯერნელთან" ინტერვიუში ინგლისელმა განაცხადა, რომ კლუბი ხელახლა 2010 წლის დეკემბერში დაიბადება. და აქ "კოსმოსმა" ხელახლა მოარტყა ათიანში... ნიუ იორკელთა და პელეს გზები ისევ გადაიყარა, ფეხბურთის მეფემ, რომელიც ოქტომბერში მრგვალ იუბილეს (70 წლის ხდება) ზეიმობს, საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა მიიღო. მაშ ასე, დეკემბერში "კოსმოსი" ხელახლა იბადება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება