გერმანულმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე ჯამში 240 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს
გერმანულმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე ჯამში 240 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს.

დორტმუნდის "ბორუსიამ" მარკო როისში 17 მილიონი გადაიხადა, "ჰამბურგმა" რაფაელ ვან დერ ვაარტი 13 მილიონად შეიძინა, "გლადბახმა" ლუუკ დე იონგში 12 მილიონი დახარჯა, მიუნხენის "ბაიერნმა" კი, ტრადიციულად, ყველას "აჯობა" და ბილბაოს "ატლეტიკს" ხავი მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო ჩაუთვალა.

ასეთი ტრანსფერები ფეხბურთში დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხავი მარტინესის დარ ტრანსფერებს ხშირად მაინც "გადასარევ" ან "ეთიკურ-მორალურად აუტანელ" გარიგებებს უწოდებენ ხოლმე. არ მესმის, რატომ?

ფეხბურთს საზოგადოებაში ფასი უფრო და უფრო ემატება, რითაც კლუბები ხეირობენ - მათი შემოსავალი სეზონიდან სეზონამდე იზრდება. მაგალითად, მომავალი სეზონიდან ახალი სატელევიზიო კონტრაქტების თანახმად, ბუნდესლიგის კლუბების შემოსავალი 30-40 პროცენტით გაიზრდება.

ინგლისურმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახლახან "ჯენერალ მოტორსთან" ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, "იუნაიტედი" 2014-15 წლების სეზონიდან შვიდი წლის განმავლობაში, ამერიკული ავტოკონცერნისგან 500 მილიონ ევროს (!!!) მიიღებს.

ამას დავუმატოთ ისეთი კლუბები, ოლიგარქებმა და შეიხებმა რომ ჩაიბარეს - "ჩელსი", რომელსაც რომან აბრამოვიჩი პატრონობს; "მანჩესტერ სიტი", რომელიც შეიხმა მანსურმა "აღმოაჩინა" და აღარ გაგვიკვირდება, რომ ტრანსფერებში ასტრონომიული თანხები იხარჯება. ამ კლუბების ფონზე "ბაიერნის" მიერ ხავი მარტინესში გადახდილი 40 მილიონი სასწაულად აღარ უნდა მოგვეჩვენოს.

უეფა "ფინანსური ფეარ პლეის" სისტემის ამოქმედებას აპირებს და ძალიან საინტერესოა, რამდენად შეუშლის ეს ხელს ძვირფასი ტრანსფერების განხორციელებას და მოთამაშეებისთვის წარმოუდგენლად დიდი ხელფასების დანიშვნას.

დღესდღეობით აღარც ფეხბურთელებს უკვირთ ის, რომ მათში დიდი ფული იხარჯება. შესაბამისად, მოთამაშეები აღარ გრძნობენ თავს წნეხის ქვეშ - ეს მათთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა...

ფანებისთვის კი სულერთია, რამდენი დაუჯდა ესა თუ ის ფეხბურთელი ამა თუ იმ კლუბს. გულშემატკივრები მხოლოდ საყვარელი გუნდის წარმატებაზე ფიქრობენ. განა "მანჩესტერ სიტის" ფანებს არ გაუხარდათ, რობერტო მანჩინის გუნდი ინგლისის ჩემპიონი რომ გახდა? შეიხის ჯიბეზე ფიქრობდნენ?

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ სანამ ფეხბურთისადმი ინტერესი უდიდესია და სანამ სპორტის ამ სახეობაში დიდი ფული ტრიალებს, ასეთი ტრანსფერები გადასარევი ან არაპოლიტკორექტული კი არაა, არამედ ლოგიკური და მისაღებია. არაფერს მოგვცემს დისკუსია იმის შესახებ, ღირს თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი ამდენი.

შესაბამისად, აბსოლუტურად პოზიტიურად მიმაჩნია და მეტიც - ძალიან მიხარია ის, რომ ფეხბურთელებში მილიონების გადახდა გერმანულ კლუბებსაც შეუძლიათ.

სწორედ ეს ზრდის ბუნდესლიგისადმი ინტერესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გერმანიის ჩემპიონატს კონკურენტუნარიანად აქცევს. და იქნებ რომელიმე გერმანულმა კლუბმა წელსვე მოიგოს საერთაშორისო ტიტული...

ერთი რამ ცხადია: ამდენი ფულის გადახდის შემდეგ გუნდის მენეჯმენტს შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს. ხავი მარტინესის ტრანსფერით "ბაიერნის" ბოსები წნეხის ქვეშ მოექცნენ - ესპანელმა მიუნხენში იმედები რომ არ გაამართლოს, ული ჰიონესისა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს ადგილზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებდი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა