3 სექტემბერს, აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირში ყველა მერვედფინალისტი გაირკვა
ნიუ იორკში გრძელდება ამერიკის ღია პირველობა. 3 სექტემბერს ყველა მერვედფინალისტი გაირკვა მამაკაცთა ტურნირში.

ადგილობრივი პუბლიკისთვის დღის მთავარი მატჩი იყო ენდი როდიკისა და ფაბიო ფონინის დაპირისპირება. ამერიკელმა კიდევ ერთი მატჩით გადადო დიდი სპორტიდან წასვლა.

როგორც იცით, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა განაცხადა, რომ ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ოფიციალურად დაასრულებს კარიერას. ამ განცხადების შემდეგ ის ტურნირის მთავარი გმირი გახდა, რადგან მისი წასვლისგან ამერიკელები ნამდვილი შოუს შექმნას ცდილობენ.

ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს 2006 წელს, როცა ანდრე აგასი ასრულებდა კარიერას, თუმცა მაშინ "სიგიჟის" მასშტაბები უფრო დიდი იყო.

მატჩი ღამის სესიაში გაიმართა და მან ბოლომდე შეავსო ცენტრალური კორტის ტრიბუნები. ენდიმ მშობლიურ პუბლიკას იმედები არ გაუცრუა, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობა მიიღო ფონინისგან.

მატჩი სამი საათი გაგრძელდა და ყველა სეტში ბრძოლა იყო. როდიკმა ხუთი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ თავად ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ფონინის უფრო მეტი ეისი და "ვინერსი" ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი - 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა და ამან შეუშალა ხელი საბოლოო გამარჯვებაში.

მერვედფინალში როდიკი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც 3 სექტემბერს, რთულ ბრძოლაში თანამემამულე ლეონარდო მაიერი დაამარცხა.

მართალია, მატჩი მხოლოდ სამი სეტი გაგრძელდა, მაგრამ ჩოგბურთელებმა კორტზე სამ საათზე მეტი გაატარეს.

სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწია ტურნირის მეოთხე ნომერს - ესპანელ დავიდ ფერერს ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის დასამარცხებლად. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი პირველ ორ სეტში კარგად გამოიყურებოდა - საწყისი პარტია ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. იქ სამი სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ 9:11 დამარცხდა, მეორე სეტში კი 6:4 ჰიუიტმა გაიმარჯვა.

თუმცა ამის შემდეგ აშკარად იგრძნობოდა ფერერის უკეთესი ფიზიკური მომზადება. ესპანელმა საბოლოოდ იგდო ინიციატივა ხელთ და მომდევნო ორ პარტიაში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს. შეხვედრა სამი საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ჰიუიტს 72 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ფერერს - 43.

მერვედფინალში ფერერი ფრანგ რიშარ გასკეს შეხვდება.

ამ ეტაპზე იოლად გააღწია მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან საათსა და 37 წუთში გაანადგურა 30 წლის ფრანგი ჟულიან ბენეტო - 6:3, 6:2, 6:2.

ამ დროის განმავლობაში სერბმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. გარდა ამისა, ჯოკოვიჩის ანგარიშზეა 13 ეისი და სამი ორმაგი შეცდომა.

სერბის მეტოქე მერვედფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება, რომელმაც ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩში.

ვავრინკამ შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა - 15 ეისი, 31 ვინერსი, არც ერთი ორმაგი შეცდომა და 18 უნებლიე შეცდომა. ამან მას სამ სეტში მოგება მოუტანა - 6:4, 6:4, 6:2.

III წრე

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 6:4, 6:3, 7:5; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 19)-ჯონ ისნერი (აშშ, 9) 6:4, 3:6, 4:6, 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 13)-სტივ ჯონსონი (აშშ) 7:6(4), 6:2, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 7:6(9), 4:6, 6:3, 6:0; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:3, 7:5, 7:6(9); ენდი როდიკი (აშშ, 20)-ფაბიო ფონინი (იტა) 7:5, 7:6(1), 4:6, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 14) 6:4, 6:4, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟულიან ბენეტო (საფ, 31) 6:3, 6:2, 6:2.

1/8-ფინალი

ფედერერი (1)-ფიში (23); ალმაგრო (11)-ბერდიხი (6); მიურეი (3)-რაონიჩი (15); ჩილიჩი (12)-კლიჟანი; ტიპსარევიჩი (8)-კოლშრაიბერი (19); გასკე (13)-ფერერი (4); დელ პოტრო (7)-როდიკი (20); ვავრინკა (18)-ჯოკოვიჩი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო