ქალებმა 3 სექტემბერს, მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და პირველი მეოთხედფინალისტი გახდა ამერიკის ღიას მოქმედი ჩემპიონი სამანტა სტოსური

ქალებმა 3 სექტემბერს, მერვედფინალში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და პირველი მეოთხედფინალისტი გახდა ამერიკის ღიას მოქმედი ჩემპიონი სამანტა სტოსური.

ის ქალთა ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს, 18 წლის ბრიტანელ ლაორა რობსონს ხვდებოდა, რომელიც ამ ტურნირზე ორი სენსაციის ავტორი გახდა - ჯერ ბულგიელ კიმ კლაისტერსს მოუგო, შემდეგ ჩინელ ნა ლის.

ბრიტანელმა სტოსურსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 4:6 წააგო.

აღსანიშნავია, რომ რობსონი მეორე სეტში 2:5-ს აგებდა, მაგრამ შვიდი მატჩბოლი მოიგერია და ორი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ ბოლოს მაინც დანებება მოუწია. თამაში საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.

სტოსური მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ვიქტორია აზარენკას შეხვდება, რომელმაც ქართველი ანა ტატიშვილი გამოთიშა ბრძოლას.

ფავორიტთაგან ყველაზე მეტად გაუჭირდა მარია შარაპოვას, რომელიც რუსულ დერბიში ხვდებოდა ნადია პეტროვას.

პირველი პარტიის მსვლელობის მიხედვით, პეტროვას თითქოს ამ მატჩში განადგურება არ ასცდებოდა.

მარიამ პირველი სეტი 6:1 მოიგო, მაგრამ მისმა მეტოქემ თამაშში გარდატეხა შეიტანა და მეორე პარტია მას დარჩა - 6:4. პეტროვას აშკარა უპირატესობა ჰქონდა და მესამე სეტი ბრეიკის აღებით დაიწყო, მაგრამ მატჩის მსვლელობა წვიმამ შეწყვიტა. იძულებითი პაუზის შემდეგ კი მარიამ ინიციატივა დაიბრუნა და მესამე სეტი 6:4 მოიგო.

შარაპოვას, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი - რვა ორმაგი შეცდომა ჰქონდა, რასაც 41 უნებლიე შეცდომაც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში ანგარიში 9:1 გახდა შარაპოვას სასარგებლოდ. მარია 2006 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში.

მეოთხედფინალში მარია ფრანგ მარიონ ბარტოლის შეხვდება, რომელმაც ასევე სამ სეტში დაამარცხა ჩეხი პეტრა კვიტოვა. ბოლო დროს ფრანგი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჯერად მოახერხა ფორმაში შესვლა.

კვიტოვას მატჩის დასაწყისში უპირატესობა ჰქონდა და ძალიან დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი, მაგრამ მეორე პარტიაში ბარტოლიმ მოიპოვა ინიციატივა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მესამე სეტში მან "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ წელს მარიონმა "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა.

დღის ფაქტები

მაყურებლის რაოდენობა: 62 284

გავარდნილი განთესილები (კაცები): ჯონ ისნერი (9), ალექსანდრ დოლგოპოლოვი (14), ჟულიენ ბენეტო (31).

გავარდნილი განთესილები (ქალები): პეტრა კვიტოვა (5), ნადია პეტროვა (19).

დღის სტატისტიკა: სამანტა სტოსურმა მხოლოდ მეცხრე მატჩბოლზე შეძლო ლაურა რობსონთან მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.

დღის ფრაზა

"იდიოტი ვიქნებოდი, ამდენი მაყურებლის უპირატესობა რომ არ გამომეყენებინა. ეს უდიდესი ფორა იყო ჩემთვის", - განაცხადა ენდი როდიკმა.

ეს დღე ამერიკის ღიაზე (2006 წლის 3 სექტემბერი): ანდრე აგასიმ უკანასკნელი მატჩი ჩაატარა კარიერაში - მან ოთხ სეტში წააგო გერმანელ ბენჯამინ ბეკერთან.

ქალები

1/8-ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:2, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 7)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 6:4, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ნადია პეტროვა (რუს, 19) 6:1, 4:6, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 1:6, 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა