ბელგიის გრანპრის პირველ წრეზე მომხდარმა ავარიამ, შესაძლოა, უსაფრთხოების წესების გამკაცრება გამოიწვიოს
ბელგიის გრანპრის პირველ წრეზე მომხდარმა ავარიამ, შესაძლოა, უსაფრთხოების წესების გადახედვისკენ და ტექნიკური სიახლის დანერგვისკენ უბიძგოს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასა და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობას.

არ არის გამორიცხული, მომავალში გუნდებმა ტრასებზე გადახურული ბოლიდები გამოიყვანონ. შეგახსენებთ, რომ სპაზე გამართული რბოლა კინაღამ ტრაგედიით დასრულდა, როცა რომენ გროსჟანის ბოლიდმა ფერნანდო ალონსოს თავთან ძალიან ახლოს ჩაიფრინა.

"თითქმის მუდმივად გვესმის ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორ გაუმართლა ამა თუ იმ პილოტს. მაგრამ ერთხელაც, ვიღაცას არ გაუმართლებს და ყველაფერი ტრაგედიით დასრულდება, - ამბობს "მაკლარენის" ტექნიკური დირექტორი პადი ლოვე. - ვფიქრობ, 2014 წლისთვის სერიოზული ცვლილებები უნდა შემოვიღოთ".

რომენ გროსჟანმა თავისი გაუფრთხილებელი საქციელის გამო სერიოზული სასჯელი მიიღო - შემდეგ რბოლას გამოტოვებს და 50 ათას ევროს გადაიხდის.

კიდევ ერთი პილოტი, რომელიც ბელგიის გრანპრის შემდეგ სტიუარდებმა დასაჯეს, "უილიამსის" წევრი პასტორ მალდონადოა. ვენესუელელი რამდენიმე სერიოზულ ინციდენტში იყო შემჩნეული. ჯერ ერთი, მან იქამდე აიღო სტარტი, სანამ პილოტებს მწვანე შუქი მისცეს. ამის შემდეგ მალდონადო "მარუსიას" გერმანელი პილოტის, ტიმო გლოკის ავარიაში იყო დამნაშავე.

რბოლის სტიუარდებმა მიიჩნიეს, რომ მალდონადოს ხუთი სასტარტო პოზიცია უნდა ჩამოერთვას იტალიის გრანპრიზე გლოკთან ავარიის გამო. კიდევ ხუთი პოზიციით დაახევინებენ მას უკან ფალსტარტის მიზეზით. გამოდის, რომ მონცას რბოლაზე ვენესუელელი ათ პოზიციას დაკარგავს კვალიფიკაციაში ნაჩვენებ შედეგთან შედარებით.

ასევე შეგახსენებთ, რომ მალდონადო ბელგიის გრანპრის კვალიფიკაციაშიც გაეხვა უსიამოვნო ინციდენტში - მას სტარტზე სამი პოზიცია წაართვეს იმის გამო, რომ ნიკო ჰიულკენბერგს საკვალიფიკაციო რბოლის დროს გზა გადაუჭრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა