საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
3 სექტემბერს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიას საინტერესო სიახლეები გააცნო.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 7 სექტემბერს ბელორუსთან საშინაო მატჩით ვიწყებთ, 11 სექტემბერს კი ესპანეთს ვუმასპინძლებთ.

უმთავრესი სიახლე ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შეეცვალა - ამიერიდან ამ საპატიო მისიას ჯაბა კანკავა შეასრულებს, რომელმაც სამკლავური ზურაბ ხიზანიშვილისგან გადაიბარა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ჯაბა დვალის ნაკრებში გამოძახებაა. ამას ბევრი გულშემატკივარი ელოდა და ვნახოთ, მიეცემა თუ არა საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელსა და საუკეთესო ბომბარდირს ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლის საშუალება.

საერთოდ კი, ნაკრების წინასწარგამოცხადებულ სიაში სამი ცვლილებაა - ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ მეკარე ნუკრი რევიშვილი, ნახევარმცველი დავით დევდარიანი და თავდამსხმელი მათე ვაწაძე. მათი ადგილი კი ზუსტად იგივე პოზიციის ფეხბურთელებმა - ომარ მიგინეიშვილმა, თორნიკე გორგიაშვილმა და ჯაბა დვალმა შეავსეს.

საქართველოს ნაკრებმა შეკრებაზე პირველი ვარჯიში 3 სექტემბერს, საღამოს ჩაატარა. გუნდი სრული შემადგენლობით კი 4-ში უნდა შეიკრიბოს.

დღეისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დავით კვირკველია (დილა);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა), სანდრო გურული (დილა) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ჯაბა დვალი (დინამო), ირაკლი სირბილაძე (ინტერი, ფინეთი).

P.S. 3 სექტემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ ტრავმირებული ჯაბა დვალის ნაცვლად თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში გორის "დილას" ნახევარმცველ ზურაბ არზიანს უხმო.

პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიასთან ერთად ლევან მჭედლიძე გამოცხადდა. ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა ახალგაზრდა თავდამსხმელს შვილის შეძენა მიულოცა და ბუნებრივია, ამ მილოცვას მედიის წარმომადგენლებიც შევუერთდით.

თემურ ქეცბაია:

- ტრავმების გამო გუნდის შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, მაგრამ ამით ჩვენი გეგმები არ იცვლება.

იმის მიუხედავად, რომ ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები მზადაა, თითოეულ მატჩში ასი პროცენტით დაიხარჯოს და ქართველ გულშემატკივარს ბრძოლა და თავდადება დაანახოს.

ვიცი, რომ ყველა ესპანეთთან შეხვედრის მოლოდინშია, მაგრამ მოვლენებს წინ არ უნდა გავასწროთ და გვახსოვდეს, რომ პირველი მატჩი ბელორუსთან გვაქვს.

ესპანეთზე სწორედ ამის შემდეგ ვისაუბროთ. ახლა კი ყველამ კონცენტრირება სასტარტო შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ.

ბელორუსი ჯგუფში ჩვენი უშუალო კონკურენტია და საკუთარ მოედანზე მასთან მოგება გვმართებს. ფაქტია, რომ საქმე საკმაოდ ძლიერ გუნდთან გვაქვს. ბელორუსულმა ფეხბურთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ ქვეყნის ჩემპიონი ბატე სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ბელარუსის ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ოლიმპიადაზე იასპარეზა.

თუმცა ვიმეორებ, შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ბელორუსთანაც და ნებისმიერ სხვა მეტოქესთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, ეს საკვალიფიკაციო ციკლი, რაც შეიძლება, უკეთესი შედეგით დავასრულოთ.

გადავწყვიტეთ, ახალი შესარჩევი ტურნირი ახალი კაპიტნით დავიწყოთ - ეს ჯაბა კანკავა იქნება. უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და მჯერა, ამ ფუნქციას თავს წარმატებით გაართმევს.

ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც სამწვრთნელო შტაბი ნაკრებში გამოიძახებს, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს და ნაკრების ექიმები გაარკვევენ, შეუძლია თუ არა მას თამაში.

გასული სამი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ბევრი პრობლემა ჰქონდა და გვინდა, ეს პრობლემები უკან დარჩეს.

რაც შეეხება შესარჩევი ციკლის კალენდარს, ისეთი ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომ მატჩების თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, მაგრამ მაინც კარგია, საკვალიფიკაციო ეტაპს საშინაო შეხვედრებით რომ ვიწყებთ. წარმატებული სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

უახლოეს ამხანაგურ მატჩს ნოემბერში ჩავატარებთ, თუმცა მეტოქე ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები მიდის ირლანდიასა და უელსთან.

ამხანაგური შეხვედრების უმრავლესობას სტუმრად ვატარებთ და ძალიან გვინდა, ამჯერად მაინც ვითამაშოთ თბილისში. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ლევან მჭედლიძე:

- ბელორუსი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, თუმცა საბრძოლოდ ვართ განწყობილნი და ძალიან გვინდა, შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დავიწყოთ.

რაც შემეხება მე, საბედნიეროდ, ტრავმები აღარ მაწუხებს და შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. მაქსიმალურად ვეცდები, ნაკრებს სარგებლობა მოვუტანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
ლორია კაშია ხიზანა ამისულაშვილი გრიგალავა კანკავა დაუშვილი თარგამაძე ჯანო კობახიძე მჭედლიძე
Jigaro
მგონი ცოტა აზრზე მოდის ქეცბაია...ამ ნაკრებში ხიზანიშვილის ნაცვლად სალუქვაძეს, გურულისა და მაისურაძის ნაცვლად კი ჭანტურიასა და მარცვალაძეს წავიყვანდი და განახლებული ნაკრების ბირთვიც ეგაა...
dato
ჭანტურია და ყაზაიშვილი არც ახალგაზრდულშია გამოძახებული და რატომ გვაინტერესებს გულშემატკივრებს. იქნებ ჟურნალისტებმა დაწეროთ რაიმე
gpg
წარმატებები..
a1xx
ახალგაზრდები უნდა გავზარდოთო რო იძახით ჭანტურიას და ყაზაიშვილს იგნორირებას რატო უკეთებთ უნიჭიერესი ბიჭები არიან და მემგონი დროა შეეჩვიონ ნაკრებს
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა