თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებას ტრავმის გამო დააკლდა
ჯაბა დვალმა თბილისის "დინამოში" მეორე შეხვედრა ჩაატარა და უკვე ოთხი გოლი გაიტანა. ისე შეეწყო გუნდს, თითქოს სხვაგან არსად უთამაშია.

შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი გულშემატკივარი ელოდა: დვალი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს!

პირველად ჯაბას ნაკრებში 2010 წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩებისთვის უხმეს, მაგრამ მაშინ არ უთამაშია. შესაძლოა, ახლაც ასე მოხდეს, რადგან 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დვალი ტრავმირებულია.

"ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ფოთის "კოლხეთთან" ბოლო ტურის შეხვედრაში კუნთი დამეჭიმა.

ბაზაზე დილით ვიყავი და ეს ყველაფერი ქეცბაიას ვუთხარი. მერე კლინიკაში ექიმთან კონსულტაციისთვის მივედი. მდგომარეობა სერიოზულია და 3-4 დღე ვარჯიში კატეგორიულად ამიკრძალა.

გული მწყდება, რომ მაინცდამაინც იმ დროს დავშავდი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს. მაგრამ, იმედია, მალე მოვმჯობინდები და თუ ნაკრების მწვრთნელი კიდევ მოისურვებს, სიამოვნებით დავბრუნდები შეკრებაზე", - ამბობს დვალი.

ეს ამბავი კიდევ უფრო საწყენი იმის გათვალისწინებით არის, რომ ბელორუსისა (7 სექტემბერი) და ესპანეთის ნაკრებებთან (11 სექტემბერი) გასამართი შეხვედრებისთვის გამოძახებული კიდევ ერთი თავდამსხმელი მათე ვაწაძეც ვერ ითამაშებს.

ვაწაძეს ნაკრებში ვარჯიშის სურვილი აქვს, მაგრამ ქეცბაიას თქმით, დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

...აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი თბილისის "დინამოს" ჰყავს - გიორგი ლორია, გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა დვალი.

ბოლო შეხვედრაში ჯაბამ "კოლხეთის" კარში სამი გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ "მეორე სუნთქვა" გაეხსნა:

"კლუბში ადრე ხუთი წელი ვთამაშობდი, აქედან სამი - ძირითადში. 16 წლის ასაკში მიმიყვანეს და 21 წლისა წამოვედი. მოკლედ, "დინამოს" სკოლა გამოვიარე.

კლუბს და იქ არსებულ გარემოს კარგად ვიცნობ. ამიტომ დაბრუნება და ხელახალი ადაპტაცია არ დამჭირვებია.

"დინამომ" "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით მოიგო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუნდური ფეხბურთის ჩვენება შევძელით. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, გუნდში ახლად ჩარიცხული ორ შეხვედრაში ოთხ გოლს რომ გაიტან.

მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და შევეცდები, ყველანაირად დავეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში".

დვალი ნაკრებშია, მაგრამ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება

თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე

ჯაბა დვალი ნაკრებშია, მაგრამ....

dadu23
დვალი შენ მინიმუმ სიტიში უნდა თამაშობდე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა