ბელორუსის ეროვნული გუნდის თავკაცი თბილისში 7 სექტემბერს 3 ქულის აღებას გეგმავს
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველო-ბელორუსის მატჩის წინ, რომელიც თბილისში 7 სექტემბერს გაიმართება, ბელორუსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ბელორუსის ნაკრები თბილისური მატჩის შემდეგ, მეორე დღეს გეზს საფრანგეთისკენ აიღებს, სადაც ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს 11 სექტემბერს დაუპირისპირდება.

- მომავალ ორ მატჩში როგორ შედეგს მიიჩნევთ მისაღებად?

- 6 ქულას. თითოეულ თამაშში გამარჯვებისკენ უნდა ისწრაფვოდე. პირადად მე ასე ვარ განწყობილი - მაქსიმუმზე. ალბათ, ასე ფიქრობენ მეტოქეებიც. აი, რა გამოვა აქედან, ეს ერთმა მხოლოდ ღმერთმა იცის.

- ალექსანდრ გლების მაგივრად კისლიაკი რატომ გამოიძახეთ?

- იმ უბრალო მიზეზით, რომ საშას ტრავმა აქვს. არადა, მისი იმედი მქონდა. ვიცი, რომ თავად გლებსაც ძალიან უნდოდა ნაკრებში თამაში.

- რამდენად სერიოზულია ტრავმა?

- მე ხომ ექიმი არ ვარ... მუხლის მყესი აქვს დაზიანებული და აღდგენისთვის, მინიმუმ, კვირა დასჭირდებაო.

- საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეზე რა იცით?

- ჩვენ კარგად შევისწავლეთ მეტოქე. ინფორმაცია არამხოლოდ გუნდზე, თითოეულ ქართველ ფეხბურთელზეც მაქვს.

მათ ძალიან მძლავრი დაცვა აქვთ, ბიჭები კი ფიზიკურად ძლიერები, ტანადები არიან - 1,90 მ-ზე მაღლები. ამის გათვალისწინებით, სტანდარტულების დროს ჩვენ კართან განსაკუთრებით ყურადღებით გვმართებს თამაში.

შუა ხაზში კი მათ ორი "ჩია" - თარგამაძე "ილიჩევეციდან" და ჯანო მოსკოვის "სპარტაკიდან" ჰყავთ.

კაცმა რომ თქვას, საქართველოს ნაკრებში დიდი ვარსკვლავი მე ვერავინ აღმოვაჩინე, მაგრამ გუნდი ძალიან ორგანიზებულად თამაშობს. მას გამოცდილი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია წვრთნის, რომელსაც კვიპროსში წარმატებით უმუშავია - "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გაიყვანა.

რამდენადაც ვიცი, ახლა ქართველები შემადგენლობას ანახლებენ. ამიტომ ამ შესარჩევ ციკლში მიზნად უცილობლად ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლას არ ისახავენ. ნაკრებიდან არაერთი ვეტერანი წავიდა და შანსი ახალგაზრდებს მისცეს, თუმცა ვერ იტყვი, რომ ამით მათი გუნდი დასუსტდა.

- აქვთ ქართველებს სუსტი წერტილი, რაზეც შეიძლება იმედი დავამყაროთ?

- რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი რამ ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

თავიდან თამაშის ორი გეგმა მქონდა შემუშავებული, მაგრამ რადგან გლები გამოგვაკლდა, ერთი მათგანი უკვე გამოირიცხა.

ხოლო იმისთვის, რომ მეორე გამოვიყენოთ, ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ - საჭირო იქნება, დროულად ამოვკეტოთ მეტოქე და პრესინგი გავუმართოთ. აი, სწორედ ის მადარდებს, გვეყოფა კი ძალა?!

- საქართველოში ცხელი კლიმატია. ეს თამაშზე აისახება?

- რა თქმა უნდა, წინ ძალიან დამქანცველი თამაში გველოდება.

ასევე იხილეთ:

მეტოქე: რეპორტაჟი ბელორუსის ნაკრების პირველი ვარჯიშიდან

თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე

ინფორმაცია ბელორუსსა და ესპანეთთან მატჩების ბილეთებზე

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა